„ბორდომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ბათუმიდან“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა და ფეხურთელთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
ფრანგულმა კლუბმა ქართველი გარემარბის შეძენის უპირველესი შეძენის უფლებით ისარგებლა და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას „ბორდოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„22 წლის დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლის აგვისტოს ბოლოს ჩაირიცხა და ყველა ტურნირზე 31 შეხვედრა ჩაატარა (6 გოლი, 3 საგოლე პასი). მან გადამწყვეტი გოლები გაიტანა „დიჟონთან“ (2:1), „სოშოსთან“ (2:1) და „ლავალთან“ (3:0).
სწრაფი და ძლიერი გარემარბი, ეროვნული ნაკრების წევრია (26 მატჩი, 4 გოლი), ამჟამად 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს, სადაც საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა.
მოხარული ვართ, რომ მომავალ სეზონებში დავითაშვილი ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს. ვუსურვებთ მას წარმატებას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერათად და მოუთმენლად ველით გუნდის მოსამზადებელ შეკრებაზე“, – წერია „ბორდოს“ გავრცელებულ ცნობაში.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
