საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში რეგულარული სეზონის ნახევარი გაილია. ტოპ 14-ში იქაური შობის შემდეგ ეგრევე გაიმართა პირველი წრის ბოლო, მე-13 ტური, მაგრამ თუკი მანამდე ყველა ტური სრულად ჩატარდა, კორონავირუსის პანდემიამ ამჯერად მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ევროპის უძლიერეს ეროვნულ ჩემპიონატში. ტურის 7 მატჩიდან მხოლოდ 3 ჩატარდა, ყველა დანარჩენი ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა სიმრავლის გამო გადაიდო, მაგრამ ამ 3...
ჭდე: ბორდო
ბექა გორგაძე პოში
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე საფრანგეთის ტოპ-14-ის ერთი კლუბიდან მეორეში გადაბარგებას უახლოვდება. ფრანგულ პრესაში გამოქვეყნდა ბორჯღალოსანთა ერთ-ერთი ლიდერის კომენტარი სავარაუდო ტრანსფერის შესახებ. ბექას თქმით, „ბორდოსთან“ სამწლიანი თანამშრომლობა ზაფხულში თავდება და ის კარიერას დიდი ალბათობით „პოში“ გააგრძელებს. „ეს კლუბი ჩემი ტრავმის გამო ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება გავიარე და ყველაფერი რიგზეა. ნოემბერში, ირლანდიასთან მატჩში გაწყვეტილი ჯვარედინი...
რას დაუკრავს ვილი?
დღეს 16 თებერვალია. საქართველოს ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დარჩენილია 37 დღე, შესაბამისად 5 კვირა და ევროპის საფეხბურთო კალენდრით 5 ტური. საქართველოს ნაკრების ლეგიონერები თამაშობენ საფრანგეთში, პოლონეთში, კვიპროსზე, თურქეთში, უნგრეთში, ესპანეთში, რუსეთში… დაახლოებით 20 ფეხბურთელი… მომავალ უქმეებზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში ჩამოდის, ანუ უახლოესი ტურის მატჩებს ის ვერ დაესწრება და ჰა ჰა,...
ვილის გზა
ქართული ფეხბურთის 31-ე წლისთავზე ეროვნულ გუნდს 21-ე მწვრთნელი ჰყავს. მერვე უცხოელი, მეორე ფრანგი… ის 43 წლის ვილი სანიოლი გახლავთ. წარსულში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს 2006 წლის 2 სექტემბერს თბილისში, განახლებული „დინამო არენის“ გახსნაზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია. ფრანგებმა 3:0 მოიგეს. სანიოლის „მამლების“ მაისური 58-ჯერ მოურგია. საკლუბო დონეზე კი, „სენტ ეტიენში“, „მონაკოსა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ უბურთავია. მშვენიერი საფეხბურთო...
ქართველი ბურჯი – ტურის სიმბოლურში
ლაშა ტაბიძეს „სტად ფრანსესთან“ საუცხოო თამაში ფრანგმა ჟურნალისტებმაც დაუფასეს და „ბორდოს“ 22 წლის მარჯვენა ბურჯი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა „ბორდოსა“ და „სტად ფრანსეს“ მატჩის 21-ე წუთზე ულამაზესი ლელო გაიტანა და თავის გუნდს მეტოქის განადგურებაში (52:3) დაეხმარა. პოპულარულმა გამოცემა „რაგბირამამ“ და „ევროსპორტმა“ ორშაბათს გამოაქვეყნეს ტოპ 14-ის გასული ტურის სიმბოლური ნაკრები და ძალიან სასიამოვნოა, რომ...
ტაბიძე გლობტროტერსი
საქართველოს ნაკრების ღვინისფერი კვართის გახდამ და მის ნაცვლად ასევე ღვინისფერი, ოღონდ ბორდოული ღვინის ფერის კვართის მორგებამ ახალგაზრდა ბორჯღალოსანს ვერაფერი დააკლო. ბოლოლოსწინა შეკრებაზე მილტონ ჰეიგის მიერ დაწუნებულმა ლაშა ტაბიძემ თავის კლუბში გააგრძელა თამაში და თანდათან უკვე „ბორდოს“ მწვრთნელის გული მოიგო. თუკი კრისტოფ ურიოსი 22 წლის ქართველ ბურჯს მანამდე მხოლოდ მარქაფიდან ათამაშებდა, ტოპ 14-ის მე-4 ტურში მან...
ახლა მესის თუ მოგვცემენ, თორემ…
მალკომის გატაცებით გამწარებული „რომას” პრეზიდენტი ამბობს, „ბარსელონამ” ლიონელ მესი მომცეს და დანაშაულს გამოსყიდულად ჩავუთვლიო. მოგეხსენებათ, 21 წლის ბრაზილიელი გარემარბი თვითმფრინავში ჩაჯდომასღა ელოდა იტალიის დედაქალაქში რომ ჩაფრენილიყო და კლუბთან ხელშეკრულება გაეფორმებინა, როდესაც საქმეში ესპანეთის ჩემპიონი ჩაერთო, მეტი ფული გადაიხადა და რომის აეროპორტში მომლოდინე იტალიელ გულშემატკივარს თავი ბრიყვებად აგრძნობინა. ერთი სიტყვით, მალკომი რომის ნაცვლად ბარსელონას გაემგზავრა და...






