„იუვენტუსმა” ლეონარდო ბონუჩი გაუშვა. ახლა ვეტერანი ახალ გუნდს ეძებს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი აყვანა „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მოუვიდა თავში აზრად, მაგრამ… მოდი ჯერ თავად ვეტერანზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ბონუჩი მსოფლიოში გასული ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. „იუვეში” მან, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ შეუვალი დაცვა შექმნეს. მათ მიერ აღმართული კედლის გარღვევა ნებისმიერ...
ჭდე: აურელიო დე ლაურენტისი
დე ლაურენტისი 12 აგვისტოს იტყვის, რას უნდა ველოდოთ ამ სეზონში
დიმაროში, სადაც „ნაპოლი” სეზონისწინა შეკრებას გადის, 2023-24 წლების გუნდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. აღტყიბენულმა ფანებმა პატარა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფეხბურთელებს ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. საღამო ცნობილ დიჯეის დეჩიბელ ბელინის მიჰყავდა. მან ნამდვილი საფესტივალო განწყობა შექმნა. მომენტი, რომელსაც ქომაგები მოუთმენლად ელოდნენ სცენაზე ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას ასვლა იყო. ფრანგმა სპეციალისტმა გულთბილი შეხვედრისთვის მადლობა გადაიხადა და დასძინა:...
კვარაცხელიას კონტრაქტის მეტად გახანგრძლივებას სთავაზობენ
აურელიო დე ლაურენტისს კვიჩა კვარაცხელიას დაბევება სურს. ის ქართველ გარემარბს 2028 წლამდე სთავაზობს კონტრაქტის გახანგრძლივებას, 2029 წლამდე მისი შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით. „გაძეტა დელო სპორტი” წერს: „ამ ფეხბურთელში „ნაპოლიმ” საკომისიოების ჩათვლით 11 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი გადაიხადა, დღეს კი მისი ღირებულება 100 მილიონს უახლოვდება. გარემარბის ზრდა ჭეშმარიტად გასაოცარია, თუმცა აქამდე ის უფრო მოედანზე იგრძნობოდა, ვიდრე ეკონომიკური...
ოსიმენი და ბიჭები ჩავიდნენ
დიმაროში „ნაპოლი” სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ, იტალიურმა საიტებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ „აძურის” ვიქტორ ოსიმენი შეუერთდა. ნიგერიელს ლეგიონერთა მცირე ჯგუფის მსგავსად, ძირითად ბირთვთან შედარებით რამდენიმე დღით მეტი დასვენების უფლება მისცეს. იმავე დღეს, თავდამსხმელის აგენტი რობერტო კალენდა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. სანამ ისინი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირისა და თავდამსხმელის მომავალზე მსჯელობდნენ, ნიგერიელს ასობით გულშემატკივარმა გულითადი...
კვარაცხელია, „ნიუკასლი“ და 90 მილიონი…
გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით „ნიუკასლს” „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს და კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს 90 მილიონ ევროს სთავაზობს. მას შემდეგ, რაც ინგლისური კლუბი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა, რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა. სანდრო ტონალის დამატების შემდეგ „კაჭკაჭებს“ ხვიჩა კვარაცხელიაც სურთ. ინგლისელები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადონ, მაგრამ დე...
ჟელინსკი ნაპოლიდან მიდის
პიოტრ ჟელინსკი და „ნაპოლი” ერთმანეთს ემშვიდობებიანო, წერს calciomercato. პოლონელი ნახევარმცველი „აძურიში” 2016 წლიდან თამაშობს. ის გახლდათ გუნდის ბოლო წლების უდიდეს მოვლენათა მონაწილე. მან „პარტენოპეელებთან” ერთად გადაიტანა 2018 წელს სკუდეტოს დაკარგვის და 2023 წელს მისი მოპოვების ემოციური მომენტები. და აი, სამი დღის წინ, ახალი მაისურის პრეზენტაციაზე, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვეტერანებს მკაფიოდ მოსთხოვა რაც შეიძლება...
ნაპოლის ახალი მაისურები
„ნაპოლიმ” 2023-24 წლების სეზონის მაისურების პრეზენტაცია მოაწყო. იტალიური პორტალები წერენ, რომ ამ მოვლენამ გულშემატკივრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. ახალ ლურჯ მაისურას მკერდს ტრიკოლორი უმშვენებს. ლოგო კვლავ EA7-ია. პრეზენტაცია პირდაპირ გადაიცემოდა დიდებული გემიდან, რომელსაც ჰქვია MSC World Europa. კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს პრეზენტაციაზე ქალიშვილი ვალენტინა უმშვენებდა გვერდს. საშინაო, ანუ ლურჯმა მაისურამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, სტუმრად...
დე ლაურენტისი სკამზე დასმით იმუქრება
პიოტრ ჟელინსკის „ნაპოლიში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. ადრეც ვწერდით, რომ პოლონელი ნახევარმცველის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად ამ დროს მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია დატოვოს კლუბი. შესაბამისად, ჟელინსკისთან თანამშრომლობის გაგრძელება ყველაზე ხელსაყრელი ახლაა, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. „ნაპოლის” ახალი ფორმის პრეზენტაციაზე კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა,...
დღეს ან როდესმე, სხვა დროს
„ნაპოლის” სპორტული დირექტორისთვის კრისტიანო ჯიუნტოლისთვის გადამწყვეტი დღე დგას. ახლა უნდა გადაწყდეს, გადავა ის „იუვენტუსში” თუ არა. „ლა რეპუბლიკამ” პოპულარული მენეჯერის მდგომარეობა გააანალიზა. გაზეთმა დაწერა: „ტურინელებმა ნამდვილი ულტიმატუმი წამოაყენეს. მათთვის ამდენი ლოდინი გაუსაძლისი გახდა. მათ გამოაცხადეს: ჩვენ და ჯიუნტოლი სეზონს ან პირველივე დღიდან ერთად დავიწყებთ ან ჯობს თანამშრომლობა სხვა დროისთვის გადავდოთ. თუ ის 30 ივნისისთვის „ნაპოლისგან”...
ორასიმენი
დღე არ გავა იტალიურ მედიაში ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით რამე ახალი ან გადამღერებული ძველი არ დაიწეროს. ცალკე თემაა „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მადა. ამასთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია გუშინ „სქაი სპორტმა” გაავრცელა. მან თქვა, რომ დე ლაურენტისისა და ოსიმენის აგენტის რობერტო კალენდას ბოლო შეხვედრისას „პარტენოპეელთა” მეპატრონემ 200(!) მილიონი ევრო მოითხოვა. მიაქცევდით ყურადღებას, რომ ეს თანხა ადრე...









