ჭდე: აურელიო დე ლაურენტისი

Home აურელიო დე ლაურენტისი
მარიო რუის აგენტი დე ლაურენტისს ბოდიშს უხდის
ჩანაწერი

მარიო რუის აგენტი დე ლაურენტისს ბოდიშს უხდის

მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ „ნაპოლის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს მოუბოდიშა. გეხსომებათ, რომ ჯიუფრედი დე ლაურენტისს მწარედ დაესხა თავს და განაცხადა, რომ პრეზიდენტი მის კლიენტს პატივს არ სცემს, შემდეგ კი „ნაპოლიმ” პორტუგალიელთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. აგენტმა TvPlay-ს კამერების წინაშე განაცხადა: „დე ლაურენტისს აზრი ჩემი ინტერვიუს გამო ნამდვილად არ შეუცვლია. მან მარიო რუის კონტრაქტი ჩემ გამო...

ფულის კი არა, პრინციპის საკითხი
ჩანაწერი

ფულის კი არა, პრინციპის საკითხი

„ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა იტალიის ნაკრების გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე თავისი აზრი გამოთქვა. მან „კორიერე დელო სპორტთან” ინტერვიუში ბრძანა: „მას მერე, რაც მას მედიის საშუალებებში თვით ავტორიტეტულმა კომენტატორებმაც კი აბსტრაქტულ მოსაზრებათა მთელი ზვავი მოწყვიტეს, საჭიროდ ჩავთვალე ნათელი მომეფინა ლუჩანო სპალეტის საქმისთვის. სპალეტის იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად მოიხსენიებენ. მე ეროვნულ გუნდს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და...

გინდა ნაკრები? გადამიხადე!
ჩანაწერი

გინდა ნაკრები? გადამიხადე!

ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია, მაგრამ „კორიერე დელო სპორტის” თქმით, ჯერჯერობით მის თანამდებობაზე დანიშვნას კვლავ აურელიო დე ლაურენტისი ეღობება. „ნაპოლის” მეპატრონეს სპალეტისთან ხელშეკრულება აქვს, რომლის თანახმადაც, თუ მწვრთნელი წლეულსვე სხვაგან დაიწყებს მუშაობს, მას 3 მილიონი (ზოგი წყაროს თანახმად 2,8 მილიონ) ევროს უნდა გადაუხადოს. napolipiu წერს, რომ 2,8 მილიონი ევრო იტალიის ფეხბურთის ფედერაციისთვის მცირე...

სპალეტი, იტალიის ნაკრები და 3 მილიონი
ჩანაწერი

სპალეტი, იტალიის ნაკრები და 3 მილიონი

ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელად? იტალიურ მედიაში წერენ, რომ ეს ცუდი ვარიანტი არ არის, მაგრამ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო ტექნიკურად რთულია. როდესაც სპალეტიმ „ნაპოლის” სკუდეტო მოაგებინა და გადაწყვიტა გუნდიდან გამარჯვებული წასულიყო, „აძურის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხელი მოაწერინა, რომ თუ რომელიმე სხვა გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში, 3 მილიონი ევროთი დაჯარიმდებოდა. რა მოხდება თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია...

მარიო რუის აგენტი დე ლაურენტისის წინააღმდეგ
ჩანაწერი

მარიო რუის აგენტი დე ლაურენტისის წინააღმდეგ

„ნაპოლის” მარცხენა მცველის მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ TVPlay-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა: „მინდა ნათელი მოვფინო რამდენიმე საკითხს. მე, როგორც მარიო რუის აგენტი ჩემი კლიენტისთვის ტრანსფერს არ ვეძებდი. მას კარიერის გაგრძელება „ნაპოლიში” სურს. სხვა აზრი არც ჰქონია. ჩვენ უბრალოდ კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება გვინდოდა და დარჩენილი ორი წლის ხელფასის მცირედ შემცირებაზეც კი ვიყავით თანახმა, რაც...

ნიგერიიდან აფეთქების ხმა გაისმა
ჩანაწერი

ნიგერიიდან აფეთქების ხმა გაისმა

არაბული სირენები მთელს ევროპაში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის. მრავალმილიონიანი კონტრაქტები მხოლოდ კარიერის ბოლოში გასულ ფეხბურთელებს არ ხიბლავთ, ის საუკეთესო წლებში მყოფ ტოპ-მოთამაშეებსაც აცდუნებს. ამჯერად ვიქტორ ოსიმენზე მოგახსენებთ, რომელიც დე ლაურენტისმა ერთი თვის წინ თითქოს მიახრახნა თავის კლუბს, როდესაც თქვა, რომ 200 მილიონ ევროზე ნაკლებ შემოთავაზებას ყურსაც არ დაუგდებდა. ამ თანხაზე კი ერთი ევროპული...

გიჟური წინადადება საუდის არაბეთიდან
ჩანაწერი

გიჟური წინადადება საუდის არაბეთიდან

ინფორმაცია, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო ფრანგულმა „ეკიპმა” გაავრცელა, შემდეგ კი იგივე თავის წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანულმა „სქაი სპორტმაც” თქვა: საუდის არაბეთის კლუბი „ალ ჰილალი” მზად არის ვიქტორ ოსიმენს სეზონში 60 მილიონი ევრო შესთავაზოს, რაც ინგლისელების ენაზე, დაახლოებით კვირაში ერთი მილიონი გირვანქაა. იმავდროულად, ხსენებული გამოცემები დასძენენ, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელს 150 მილიონზე ნაკლებად არსად...

ვინც ეხლა არ იხტუნაოს…
ჩანაწერი

ვინც ეხლა არ იხტუნაოს…

Chi non salta juventino è! — ეს გახლავთ „ნაპოლის” გულშემატკივართა ცნობილი შეძახილი, რომელიც ჩვენებურად რომ მოვთარგმნოთ გამოდის: ვინც ეხლა არ იხტუნაოს, ის იყოს „იუვენტუსი”. კვირა დილას კასტელ დი სანგროში სავარჯიშოდ გასულ „აძურის” ფეხბურთელებს გულშემატკივარი, რომელიც არა და არ ამთავრებს საჩემპიონო ზეიმს, ამ სიმღერით შეეგება. ამ დროს ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოედანთან ხელის გაწვდენაზე იდგა...

ოსიმენი ყველაზე დიდ ხელფასს დათანხმდა
ჩანაწერი

ოსიმენი ყველაზე დიდ ხელფასს დათანხმდა

ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან” შეთანხმებას მიაღწია. როგორც Areanapoli.it-ის სარედაქციო საბჭომ შეიტყო, საკითხი გუშინ საღამოს მოგვარდა. ნიგერიელი თანახმაა გააგრძელოს თანამშრომლობა კლუბთან, რომლის წყალობითაც ის მსოფლიოში ცნობილ ფორვარდად იქცა. „პარტენოპეელთა” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის საკითხზე საგანგებო ჯგუფთან და კონტრაქტების სპეციალისტ ანდრეა კიაველისთან ერთად მუშაობდა. ფეხბურთელის მხარეს აგენტი რობერტო კალენდა ხელმძღვანელობდა. ოფიციალური ინფორმაცია ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ჯერ არ...

ჟელინსკი გაგიჟდა?
ჩანაწერი

ჟელინსკი გაგიჟდა?

ბოლო ინფორმაციით, პიოტრ ჟელინსკი „ნაპოლიში” ნახევარ ხელფასზე რჩება. ეს ცნობა „გაძეტა დელო სპორტის” ფურცლებიდან მაურიციო ნიკიტამ გაავრცელა. ზემოთ თქმული ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ფაქტია — პოლონელს ისე სურს „აძურიში” დარჩენა, რომ საუდის არაბეთიდან და „ლაციოდან” მიღებულ სარფიან შეთავაზებებზე უარი თქვა. ჟელინსკის ახლანდელი კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდეა ძალაში. ჯერჯერობით მისი ხელფასი წელიწადში 4,5 მილიონი ევრო...