Chi non salta juventino è! — ეს გახლავთ „ნაპოლის” გულშემატკივართა ცნობილი შეძახილი, რომელიც ჩვენებურად რომ მოვთარგმნოთ გამოდის: ვინც ეხლა არ იხტუნაოს, ის იყოს „იუვენტუსი”.
კვირა დილას კასტელ დი სანგროში სავარჯიშოდ გასულ „აძურის” ფეხბურთელებს გულშემატკივარი, რომელიც არა და არ ამთავრებს საჩემპიონო ზეიმს, ამ სიმღერით შეეგება. ამ დროს ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოედანთან ხელის გაწვდენაზე იდგა და… იუვენტუსელი რომ არ გამოსულიყო ენთუზიაზმით აჰყვა მოხტუნავეებს. ამ ვიდეომ ცხადია მთელი იტალიური ინტერნეტი მოიარა.
საინტერესოა, რომ ამ მომენტისთვის დე ლაურენტისი… გაწუწული იყო. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მოედნის ჰიდრანტმა წყალი პრეზიდენტის მიმართულებით გაასხა და გაწუწა. დე ლაურენტისი იძულებული გახდა სათადარიგოთა სკამს ამოფარებოდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
