„ნაპოლის” სპორტული დირექტორისთვის კრისტიანო ჯიუნტოლისთვის გადამწყვეტი დღე დგას. ახლა უნდა გადაწყდეს, გადავა ის „იუვენტუსში” თუ არა.
„ლა რეპუბლიკამ” პოპულარული მენეჯერის მდგომარეობა გააანალიზა. გაზეთმა დაწერა: „ტურინელებმა ნამდვილი ულტიმატუმი წამოაყენეს. მათთვის ამდენი ლოდინი გაუსაძლისი გახდა. მათ გამოაცხადეს: ჩვენ და ჯიუნტოლი სეზონს ან პირველივე დღიდან ერთად დავიწყებთ ან ჯობს თანამშრომლობა სხვა დროისთვის გადავდოთ. თუ ის 30 ივნისისთვის „ნაპოლისგან” თავისუფალი არ იქნება, „იუვენტუსი” ჩათვლის, რომ აურელიო დე ლაურენტისი მენეჯერს არ უშვებს, რადგან მისი კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდეა ძალაში. დე ლაურენტისს შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში მოუხდეს ხელფასის გადახდა მენეჯერისთვის, რომელსაც მასთან მუშაობა უბრალოდ აღარ უნდა”.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტმა ორიოდ დღის წინ „იუვენტუსს” ჯიუნტოლის გათავისუფლების სანაცვლოდ პიოტრ ჟელინსკის ყიდვა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. „ბებერ ქალბატონს” ნახევარმცველები ჰყავს და ძვირადღირებული ჟელინსკი არ სჭირდება. გარდა ამისა, ტურინელები ჯიუნტოლიში ფულის გადახდას არ აპირებენ. შეთანხმების თანახმად მენეჯერმა „ნაპოლისგან” თავი თვითონ უნდა დაიხსნას.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
