„ნაპოლიმ” 2023-24 წლების სეზონის მაისურების პრეზენტაცია მოაწყო. იტალიური პორტალები წერენ, რომ ამ მოვლენამ გულშემატკივრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. ახალ ლურჯ მაისურას მკერდს ტრიკოლორი უმშვენებს. ლოგო კვლავ EA7-ია.
პრეზენტაცია პირდაპირ გადაიცემოდა დიდებული გემიდან, რომელსაც ჰქვია MSC World Europa. კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს პრეზენტაციაზე ქალიშვილი ვალენტინა უმშვენებდა გვერდს.
საშინაო, ანუ ლურჯმა მაისურამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, სტუმრად ჩასაცმელმა თეთრმა ფორმამ კი ყურადღება ვეზუვის ფონით მიიპყრო.
„თეთრი მაისურით ჩვენ პატივს მივაგებთ ქალაქ ნეაპოლსა და მთელ რეგიონს — კამპანიას. ფარი ვეზუვის თავზე გახლავთ სიმბოლო იმისა, რომ როდესაც შინიდან სტუმრად მივდივართ, გული საგულეს გვაქვს. ვეზუვის არ გვეშინია”, — თქვა ვალენტინა დე ლაურენტისმა.
საიტი napolipiu წერს, რომ ამ სიტყვებით პრეზიდენტის შვილმა გაანადგურა ხუთიდან ოთხი იტალიელი, რომელთაც ნეაპოლის ზიზღით უდგათ სული. მთლად გასაგები არ არის რანაირად, მაგრამ პარტალის აზრით, მან 30 წამში დაამტკიცა, რომ გუნდის სიყვარულმა ხალხი შეიძლება გააერთიანოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
