2025 წლის დაძაბული საფეხბურთო სამთვენახევრის შემდეგ ევროპული კლუბები ისვენებენ, ასპარეზი ნაკრებ გუნდებს ეთმობათ. Maxifoot-მა გადაწყვიტა პაუზით ისარგებლოს და ის შემოსავალი დათვალოს, რომელიც კლუბებმა ჩემპიონთა ლიგიდან მიიღეს. ფრანგული საიტის ინტერესის მთავარი საგანი ცხადია ფრანგული კლუბები, კერძოდ კი „პარი სენ ჟერმენია’’. ამ ეტაპზე ანუ მეოთხედფინალში საფრანგეთს ეს ერთი გუნდიღა დარჩა. იგი „ასტონ ვილას’’ უნდა შეხვდეს. Maxifoot წერს,...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
ინტერი ბაიერნს ელოდება, დანარჩენები – შედეგებს
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მატჩები სამშაბათს ასე დამთავრდა: „ბარსელონა’’ – „ბენფიკა’’ 3:1; „ინტერი’’ – „ფეიენოორდი’’ (2:1); „ლევერკუზენი’’ – „ბაიერნი’’ (0:2); „ლივერპული’’ – პსჟ 0:1 (პენალტებში პსჟ-მ გაიმარჯვა). „ბარსელონას’’ სტუმრად უკვე მოგებული ჰქონდა 1:0 და შინ, „მონჟუიკზე’’ 3:1 დაამატა. ანგარიში იამალის საუცხოო პასით რაფინიამ მე-11 წუთზე გახსნა. პორტუგალიელებმა ოტამენდის გოლით მე-13 წუთზე უპასუხეს, მაგრამ 27-ე წუთზე იამალმა...
კვარაცხელიას პარიზი მეოთხედფინალშია
ბრწყინვალე ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგი ასეთია: „პარი სენ ჟერმენმა’’ „ლივერპული’’ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოთიშა (0:1, 1:0, პენალტებით 4:1). „ენფილდზე’’ ორი მატჩის ჯამური ანგარიში ოსმან დემბელემ მე-12 წუთზე გაათანაბრა. შეხვედრის გმირი კი უთუოდ ჯანლუიჯი დონარუმა იყო, რომელმაც სტატისტიკის თანახმად 3 დარტყმა მოიგერია („ლივერპულის’’ მეკარემ ალისონმა – 7), მაგრამ ეს ციფრი იტალიელი გოლკიპერის საუცხოო თამაშს ვერ ასახავს. ის...
ლივერპულელები პსჟ-ს შესახებ
სულ ცოტა ხნის წინ ბევრს აინტერესებდა შეძლებდა თუ არა „პარი სენ ჟერმენი’’ „ლივერპულისთვის’’ წინააღმდეგობის გაწევას. დღეს გულშემატკივართა დიდ ნაწილს გაუჩნდა კითხვა, რამდენად შეძლებენ მერსისაიდელები პარიზელთა იმ ფეხბურთთან გამკლავებას, რომელიც მათ „პარკ დე პრენსზე’’ აჩვენეს. მიუხედავად 0:1 მარცხისა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლუის ენრიკეს გუნდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ჩანს პსჟ-ს ფეხბურთელების ოსტატობა ლივერპულელმა მოთამაშეებმაც...
პეტი: ალისონს ჩვეულებრივი დღე რომ ჰქონოდა…
არ ცხრება „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულის’’ შეხვედრის გამოხმაურება. მოგეხსენებათ, პარიზელებმა „პარკ დე პრენსზე’’ უზარმაზარი უპირატესობის მიუხედავად ინგლისურ გუნდთან 0:1 წააგეს. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა, რომლის შესახებაც წარსულში ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ ასე თქვა: „პარიზელებმა „ლივერპული’’ ძლიერად შეაქანეს. ამ სეზონში მე ასეთი რამ არ მინახავს. თქვენ კიდევ...
ოთხი წყვილიდან სამის ბედი ფაქტობრივად გარკვეულია
ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩების მეორე დღე ასე დასრულდა: „ფეიენოორდი’’ – „ინტერი’’ 0:2, „ბენფიკა’’ – „ბარსელონა’’ 0:1, „ბაიერნი’’ – „ლევერკუზენი’’ 3:0, პსჟ – „ლივერპული’’ 0:1. ბუნდესლიგის ლიდერმა „ბაიერნმა’’ ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ „ლევერკუზენს’’ გერმანულ დერბიში 3:0 მოუგო. რეკორდმაისტერი ცალი ფეხით მეოთხედფინალშია. ანგარიში მე-9 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა. 54-ე წუთზე ჯამალ მუსიალამ ჩეხი მეკარის მატეი კოვარის...
პარიზელებმა შოუ დადგეს და წააგეს
„პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულის’’ (0:1) მატჩის დამთავრების შემდგომ პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა გუნდის მწვრთნელ ლუის ენრიკეს უთხრეს, თქვენი სათამაშო სისტემა რთულია, ის ბევრ გადაადგილებას მოითხოვს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია მას წარმატებით შეერწყა; იქნებ ამის შესახებ უფრო დეტალურად გვითხრათო. ლუის ენრიკემ უპასუხა: „ჩემს სისტემასთან ადაპტაცია ძალიან ადვილია. იმისათვის რომ პსჟ-ში ითამაშო დიდი ფეხბურთელი უნდა იყო, მაგრამ მე ცალკეულ...
მერვედფინალის პირველი დღე და რეალის მეხუთასე მატჩი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრების პირველი დღე საინტერესოდ ჩატარდა. „ბრიუგე’’ შინ დამარცხდა „ასტონ ვილასთან’’ 1:3; პსვ „არსენლმა’’ ეინდჰოვენში გაანადგურა 7:1; მადრიდული დერბი „რეალსა’’ და „ატლეტიკოს’’ შორის მასპინძლის სასარგებლოდ დამთავრდა 2:1; „დორტმუნდმა’’ და „ლილმა’’ კი დორტმუნდში 1:1 ითამაშეს. ანგარიშებიდან ნათლად ჩანს, რომ თავი ქუდში ყველაზე მეტად „არსენალს’’ აქვს. ლონდონში საპასუხო მატჩამდე 8 დღით ადრე „მეთოფეებს’’ შეუძლიათ მეოთხედფინალზე...
ლივერპულს ბროკოლის არ ეშინია
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ წყვილში, რომელიც „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულისგან’’ შედგება, ფავორიტად ინგლისური გუნდი ითვლება. მიზეზი მარტივია: გარდა იმისა, რომ „წითლები’’ სადღეისოდ კარგ ფორმაში არიან, ისინი ისტორიაში ექვსჯერ ფლობდნენ თასს და კიდევ ოთხჯერ ფინალში იყვნენ. „პარი სენ ჟერმენმა’’ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მხოლოდ ერთხელ მიაღწია ― 2020 წელს „ბაიერნთან’’ წააგო 0:1. ფრანგული პრესა წერს, რომ...
ლივერპულთან პარიზელებს მასა უმსაჯებს
„პარი სენ ჟერმენი’’ და იტალიელი მსაჯი დავიდე მასა ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარკ დე პრენსზე’’ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. კვლავ იმიტომ, რომ მასა და პარიზული გუნდი სულ რაღაც ერთი თვის წინ, 29 იანვარს შტუტგარტშიც გადაიკვეთნენ. იმ დღეს პსჟ-მ 4:1 მოიგო. ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა. მასამ ჟოაო ნევეშს და ორ...









