ერლინგ ჰოლანდს გოლი გოლზე გააქვს: „დორტმუნდმა” და „სევილიამ” 2:2 ითამაშეს, მასპინძელთაგან ორივე ჰოლანდმა შეაგდო. პირველი შეხვედრა გერმანულ გუნდს ჰქონდა მოგებული 3:2, ასე რომ, ესპანელებმა ჩამორჩენა ვერ გამოასწორეს. „მანჩესტერ სიტის”, „მანჩესტერ იუნაიტედის” და ბევრი სხვა ბობოლას სამიზნე, 20 წლის ნორვეგიელი თავდამხმელი საოცარ რეკორდებს ამყარებს — ჩემპიონთა ლიგაში სულ 14 მატჩი აქვს ნათამაშები და უკვე 20 გოლი...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
ლიგას ერთი ამბიცია მოაკლდა
„უვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდა. ის გააგდო „პორტუმ”, რომელიც შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო 35 წუთისა და დამატებითი დროის განმავლობაში ათი კაცით თამაშობდა თერთმეტის წინააღმდეგ. აქა-იქ უკვე დაიწერა, რომ „იუვეს” ლიდერის, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ამ კლუბში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის — რონალდუ „იუვეში” 2018 წლიდან თამაშობს, მაგრამ ამბიციურ ტურინელებს ჩემპიონთა ლიგა...
ტუხელი ბნელ ოთახში
დღეს, საქართველოს დროით ცხრის ნახევარზე, პრემიერლიგაში, „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობს. „იუნაიტედი” მეორეზეა, „ჩელსი” — მეხუთეზე. მათ შორის 6 ქულაა. დასავლეთლონდონელთა გერმანელი მწვრთნელისთვის, თომას ტუხელისთვის კი ეს აგრეთვე იმ გუნდთან შეხვედრაა, რომელმაც კარიერაში ყველაზე მწარე მარცხი აწვნევინა. ლაპარაკია 2019 წლის ამბავზე. მაშინ ტუხელი ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენის” თავკაცი იყო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში განგებამ „მანჩესტერ...
ჰამანს გული სულ სხვას უგრძნობს
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი თამაშები. გამოიკვეთა ორი მკაფიო ფავორიტი, „მანჩესტერ სიტი” და „ბაიერნი”. კარგი შედეგი ჰქონდა კიდევ რამდენიმე გუნდს, მათ შორის „პარი სენ ჟერმენს”, რომელმაც „ბარსელონას” სტუმრად 4:1 მოუგო, მაგრამ მეტოქიდან გამომდინარე გადაჭრით მაინც ვერავინ ბედავს თქმას, რომ პარიზელებს თავი ქუდში აქვთ. ცალი ფეხი მეოთხედფინალში აქვს „დორტმუნდს”, რომელმაც სევილიაში 3:2 გაიმარჯვა. პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა...
რეალი კაზემიროს გააპროტესტებს
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” ბერგამოს “ატალანტა” 1:0 კი დაამარცხა, მაგრამ მსაჯობით უკმაყოფილოა და უეფაში აპელაციის შეტანას აპირებს. საქმე ისაა, რომ ამ შეხვედრაში მადრიდელთა ნახევარმცველმა კაზემირომ ყვითელი ბარათი მიიღო, განმეორებაზე კი გამოჩნდა, რომ კაზემიროს იტალიელთა ფორვარდ დუვან საპატას წინააღმდეგ თამაშის წესები არ დაურღვევია. სხვა დროს “რეალი” ალბათ ასეთ დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა ბარათს,...
გვარდიოლა მოურინიუს დაეწია
„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „გლადბახი“ 2:0 დაამარცხა. ეს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოხდა. თუმცა, ამბავი სხვა ფაქტითაც იყო საინტერესო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე პეპ გვარდიოლამ 81-ე გამარჯვება იზეიმა და ამ მაჩვენებლით ჟოზე მოურინიოს დაეწია. ახლა მათ წინ მხოლოდ სამი მწვრთნელია. ყველაზე მეტი მოგება ალექს ფერგიუსონს აქვს – 102 და ეს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობისას...
რაღასთვის ცხოვრობს რეალი?
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „რეალმა” „ატალანტას” სტუმრად 1:0 მოუგო. ამ ერთ ჩვეულებრივ შეხვედრას წესით მიმოხილვაც არაფრისმთქმელი უნდა ჰქონოდა, მაგრამ შევიხედეთ რა კატალონიური „სპორტის” საიტზე, საინტერესოდ გვეჩვენა, თუ როგორ აღწერენ „მოსისხლე მტრის” გამარჯვებას ბარსელონელი ჟურნალისტები. ვფიქრობთ, ეს მიმოხილვა ზუსტად ასახავს არა „ატალანტასა” და „რეალის” თამაშს, არამედ „ბარსასა” და „რეალის” ურთიერთდამოკიდებულებას: „ისინი ამას რაღაცნაირად ყოველთვის ახერხებენ....
ჩემპიონთა ლიგა — რაღა ბაქო და რაღა ნიუ იორკი!
უეფა დიდ რეორგანიზაციას აპირებს. ევროპული ფეხბურთის შეფებს უნდათ 2024 წლიდან, სულ ცოტა 9 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგა 36 გუნდიანი გახადონ, ფინალი კი ნიუ იორკში ჩაატარონ. ნიუ იორკი სპონსორებისთვისაც მომხიბლავი ქალაქია. უეფას აზრით ლიგის ფინალის მსოფლიო მეგაპოლისში გამართვის იდეა მათ ძალიან მოეწონებათ. სხვათა შორის, 2016 წელს, როდესაც ალექსანდრ ჩეფერინს უეფას პრეზიდენტად ირჩევდნენ, მან თქვა: „ვფიქრობ, ჩემპიონთა...
ჯამალის დღე!
ეს იყო ინგლისელი ჯამალ მუსიალას დღე. 17 წლისა და 363 დღის ნახევარმცველმა „ბაიერნისა” და „ლაციოს” შეხვედრაში გოლი გაიტანა (ვიდეო) და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბავარიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავი გამოიჩინა — მანამდე ეს რეკორდი 18 წლის და 60 დღის სამუელ კუფურს ეკუთვნოდა. მუსიალას ასისტენტობა ლეონ გორეცკამ გაუწია. ინგლისელმა დაახლოებით 16 მეტრიდან დაარტყა და შეხვედრის მეორე გოლი...
მატჩი ერთი ლამაზი ეპიზოდით
ყველაზე მოკლედ „ატლეტიკოსა” და „ჩელსის” პირველი მერვედფინალური შეხვედრა კატალონიურმა „სპორტმა” აღწერა, ეს იყო მოსაწყენი მატჩი, რომლის ბედიც ოლივიე ჟირუს საუცხოო მაკრატელა დარტყმამ გადაწყვიტაო. ლონდონის გუნდში მოთამაშე ფრანგმა ეს მართლაც ლამაზი გოლი 68-ე წუთზე შეაგდო, ოღონდ შემდეგ სამი წუთის განმავლობაში იდგა და ელოდა რას გადაწყვეტდა VAR-ი. საბოლოოდ, ვიდეორეფერიმ დაასკვნა, რომ ჟირუს ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის მარცხენა მცველისგან...









