გერმანული პრესა თანხმდება, რომ ჩემპიონთა ლიგაში, „ბაიერნისა” და „პარი სენ ჟერმენის” პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, ბავარიელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კილიან მბაპესა და ნეიმარის მწვავე კონტრშეტევებს ვერაფერი მოუხერხეს და წააგეს – 2:3. „ბაიერნის” ყოფილი ვარსკვლავი, გერმანიის ნაკრებში სარეკორდო 150 თამაშის მონაწილე ლოთარ მათეუსი თავისი ყოფილი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ ეს უკვე იმის ბრალია, რომ...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
როცა ანგარიში არის 31:6 ან 15:1
ამ თამაშს მაყურებლის გარდა არაფერი აკლდა. ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ფინალიდან 227 დღეში „ბაიერნი” და „პარი სენ ჟერმენი” კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად მეოთხედფინალში. შარშანდელი ფინალი ბავარიელებმა მოიგეს — 1:0, გუშინდელ გიჟურ თამაშში კი ფრანგულმა გუნდმა იმარჯვა — 3:2. ზოგადი სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ბაირნმა” პსჟ-ს ამ შეხვედრაშიც აჯობა: კარში დარტყმები – 31:6, კუთხურები – 15:1. მატჩის...
ვინისიუსმა ლივერპულს მოუგო
20 წლის ვინისიუს ჟუნიორმა „რეალში” თავისი მე-14 და მე-15 გოლებით „ლივერპული” რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მეორე მხრივ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მერსისაიდელებთან 3:1 გამარჯვება მადრიდელებს „ელ კლასიკოს” წინ, სავარაუდოდ კარგ გუნებაზე დააყენებდა, რაც მაყურებლისთვის დიდი ხეირი უნდა იყოს — შაბათს, 10 აპრილს, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირება წესით გვარიანად სასეირო უნდა გამოვიდეს. ვინისუსმა პირველი გოლი ტონი...
ლევანდოვსკი ოთხ კვირას იმკურნალებს
„ბაიერნი” სეზონის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მთავარი ვარსკვლავის, 32 წლის რობერტ ლევანდოვსკის გარეშე დარჩა. „რეკორდმაისტერმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლონელი თავდამსხმელი ოთხ კვირას გამოტოვებს. მიზეზი: ლევანდოვსკიმ ანდორასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში (3:0), მარჯვენა მუხლთან მყესი გაიჭიმა. 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ანდორელებს პირველი ორი გოლი გაუტანა, მე-60 წუთზე კი ტრავმის გამო მოედანი დატოვა. პოლონელი ექიმების თავდაპირველი ვარაუდით, ლევანდოვსკის...
დიდი ომები ლიგაში
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ: სიტი-დორტმუნდი პორტუ-ჩელსი ბაიერნი-პსჟ რეალი-ლივერპული მეოთხედფინალის პირველი მატჩები, პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე 6/7 აპრილს გაიმართება, საპასუხო – 13/14 აპრილს. ცნობილია ისიც, რომ ნახევარფინალში მესამე წყვილში გამარჯვებული შეხვდება პირველ წყვილში უმჯობესს, ხოლო მეოთხე წყვილიდან გასული – მეორეში მოგებულს.
ჩელსიმ ატლეტიკოს აჯობა
ინგლისური პრესა აღფრთოვანდა: ჩვენ გვყავს ერთ მუშტად შეკრული, გამარჯვების ჟინით შეპყრობილი, სერიოზული „ჩელსიო”, წერენ მას მერე, რაც „ლურჯებმა” მადრიდის „ატლეტიკოს” 2:0 მოუგეს და ორი შეხვედრის ჯამში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. ჯამური ანგარიში გახლავთ 3:0. მარტივი ლოგიკაა: „ჩელსი” სერიოზული გუნდი რომ არ იყოს, ლა ლიგის ლიდერის შეჯიბრებიდან დამაჯერებლად გამოთიშვას ვერ მოახერხებდა. რაც დასავლეთლონდონელებს სათავეში თომას ტუხელი...
სიტი ყველას მუსრს ავლებს
„მანჩესტერ სიტის” წარმატება სწყურია. და მართალია, პეპ გვარდიოლას არ მოეწონა თავისი უკრაინელი მცველის, ოლექსანდრ ზინჩენკოს ამასწინანდელი ნათქვამი, წლეულს ოთხივე მსხვილ შეჯიბრებაში უნდა გავიმარჯვოთო — გვარდიოლამ იცის, რომ სეზონის ყველაზე რთული და დამქანცველი პერიოდი სწორედ ახლა იწყება — „ქალაქელები” ჯერჯერობით მაინც მუსრს ავლებენ ყველასა და ყველაფერს. „სიტის” მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან” პირველ შეხვედრაში 2:0 ჰქონდა მოგებული და ბუდაპეშტში...
პირველად, რაც რონალდუ წავიდა
ჩემპიონთა ლიგაში 70 გოლი დიდებული შედეგია — „ატალანტას” კარში შეგდებული ბურთი ქარიმ ბენზემას კარიერაში სწორედ 70-ე გამოდგა, „რეალმა” კი 3:1 გაიმარჯვა (პირველ შეხვედრაში 1:0 ჰქონდა მოგებული) და ბოლო სამ სეზონში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. 2018 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც „ლოს ბლანკოსმა” ბოლოჯერ მოიგო ლიგა და კრიშტიანუ რონალდუს შეელია, გუნდს მეოთხედფინალში აღარ ჰქონდა ნათამაშევი. ევროპის...
შინ, ოღონდ შინიდან შორს
ბოლოს და ბოლოს „ლივერპულმა” შინ მოიგო. მართალია ეს 1700 კილომეტრის მოშორებით, ბუდაპეშტში მოხდა, მაგრამ ფორმალურად მასპინძლები მერსისაიდელები იყვნენ. ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაზე „ლაიფციგის” წინააღმდეგ, რომელიც 2:0 დასრულდა და „ლივერული” მეოთხედფინალში გავიდა. არადა, პირველ ტაიმში ინგლისის ჩემპიონმა ხელსაყრელი მომენტები გაუშვა ხელიდან. ვინ იცის, ქომაგებმა კიდეც იფიქრეს, რომ ისევ ნავსთან და ხელის მოცარვასთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ...
ლეო დედამიწელი
მაურისიო პოჩეტინოს „პარი სენ ჟერმენმა” „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გააგდო, თუმცა, უფრო სწორი იქნება აქცენტს მეორენაირად თუ დავსვამთ: მაურისიო პოჩეტინიოს „პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. როგორც ევროპული პრესა წერს, ამავე დღეს გაირკვა, რომ ლეო მესი უცხოპლანეტელი კი არა, დედამიწელია — მან, პირველი ტაიმის ბოლო, მსაჯის წამატებულ წუთებში პენალტი ვერ გაიტანა. არადა, ამ მომენტისთვის...









