20 წლის ერლინგ ჰოლანდმა „დორტმუნდს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად შესანიშნავი პირობა შეუქმნა. მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „შავ-ყვითლებმა” სევილიაში 3:2 მოიგეს. ნორვეგიელმა ორი გოლი გაიტანა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — მე-7 წუთზე სუსომ შეაგდო. განსაკუთრებით ლამაზი სანახავი მაინც ჰოლანდის პირველი გოლი იყო. ამ მომენტს ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ, თუმცა მანამდე არანაკლებ ეფექტურად გერმანელმა მაჰმუდ დაჰუდმა შეაგდო — საჯარიმო მოედნის...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
ყველაფერი ხდება!
თუ ვინმეა ამქვეყნად დაცვაში ძლიერი, „იუვენტუსია”. ზოგადად, იტალიურ გუნდებს შეუვალი დაცვა ახასიათებთ, მაგრამ ნათქვამია, ერთი ალილო მღვდელსაც შეცდებაო — პორტუში, „ბებერმა ქალბატონმა”, თამაშის დაწყებიდან 63 წამში მასპინძლებს გოლი „აჩუქა”. ეპიზოდი, როდესაც როდრიგო ბენტაკურმა მეკარე ვოიცეხ შჩესნისგან ბურთი მიიღო და უკანმიუხედავად დაბრუნება სცადა, ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ. შჩესნის წინ კი „პორტუს” ირანელი თავდამსხმელი მეჰდი ტარემი აღმოჩნდა....
ჯო კოული: მესის არ აინტერესებდა
„ბარსელონამ” „პარი სენ ჟერმენთან” შინ 1:4 წააგო. ინგლისელ ვეტერანსა და BT Sport-ის ექსპერტ ჯო კოულს ამ შეხვედრაში ლეო მესის გუნებ-განწყობა და თამაშისადმი დამოკიდებულება მოხვდა თვალში. ბოლო პერიოდში „ბარსელონა” ძველებურად ვეღარ თამაშობს. იკვეთება პრობლემა მოედნის ორივე ბოლოში — როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ამ კრიზისის გამოვლინება გახლდათ წუხანდელი მარცხი პარიზელებთან, რაც „ბლაუგრანასთვის”, დიდი შანსია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან...
ნეიმარი: პენალტი კი არა, მასხარობა იყო
„პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა ვარსკვვლავმა ნეიმარმა ტვიტერში დაწერა ეს პენალტი კი არა, მასხარობა იყოო, მაგრამ თავისი ტვიტი მალევე წაშალა — საქმე ეხებოდა „ბარსელონასა” და პსჟ-ს წუხანდელი შეხვედრის იმ ეპიზოდს, როდესაც ჰოლანდიელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა სტუმრების კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ლეო მესიმ გაიტანა. მიმდინარეობდა პირველი ტაიმის 27-ე წუთი. „ბარსა” დაწინაურდა. ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში...
დიდი რემონტიდან ოთხი წლის შემდეგ
დღეს, 1440 დღის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენი” ბრუნდება „კამპ ნოუზე” ანუ იქ, სადაც 50 წლიანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული საღამო დაატყდა თავს. მაშინ, პარიზელები ბარსელონაში ამაყად ჩავიდნენ, შინ 4:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ… 1:6 წააგეს და გავარდნენ. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების გათამაშების მერვედფინალი. ის შეხვედრა „ლა რემონტადას” ანუ დაბრუნების სახელით შევიდა ისტორიაში, თუმცა, შემდეგ,...
ლიგამ ახალი ბურთი გამოაგორა
უეფამ ახალი ბურთი წარადგინა, რომელიც სპეციალურად ჩემპიონთა ლიგისთვის დამზადდა. „ადიდასის“ ამ ბურთს პირველად მერვედფინალის მონაწილეები ხვალ გააგორებენ. „ახალი ბურთი სპეციალურად ჩემპიონთა ლიგისთვის „Starball“-ის 20-წლიანი საკულტო დიზაინით გაკეთდა. დებიუტი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებში შედგება“, – ნათქვამია უეფას განცხდებაში. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალრები ხვალიდან იწყება. პირველად ბურთს „ლაიფციგი“-„ლივერპულისა“ და „ბარსელონა“-„პარი სენ ჟერმენის“ წყვილში დააჭაშნიკებენ. შემდეგ საქმეში ჩაერთვებიან:...
გერმანიის მთავრობა ლაიფციგს არ ეშვება
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ლივერპული“ და „ლაიფციგი“ ჩემპიონთა ლიგის ორივე მერვედფინალურ მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ. როგორც იცით, გერმანიას კორონავირუსის ახალი, ბრიტანული შტამის გამო ამ ქვეყნებთან სპეციალური რეგულაციები აქვს. შედეგად, „ლივერპული“ გერმანიაში სათამაშოდ ვერ ჩავიდოდა, ამიტომ პირველი მატჩი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. თუმცა, ახლა გერმანიის მთავრობამ „ლაიფციგს“ ისიც გამოუცხადა, თუ სათამაშოდ ინგლისში ჩახვალთ, უკან დაბრუნებულები...
უეფა ეროვნულს შეიწირავს
უეფა ჩემპიონთა ლიგას ახალი ფორმატით ჩაატარებს. ამ საკითხზე ევროპული ფეხბურთის ყველა, 55-ვე ასოციაცია შეთანხმდა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება აპრილამდე ოფიციაურად არ გამოცხადდება. ახალი ფორმატით მონაწილეები ჯგუფებში აღარ განთავსდებიან და შვეიცარიული სისტემით ითამაშებენ. გუნდებმა მინიმუმ 10 მატჩი უნდა ითამაშონ სხვა და სხვა მეტოქესთან. აქედან ხუთი შინ და ხუთიც – სტუმრად. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ მომავალში 32 გუნდი...
მშვიდად კრიზისის წინააღმდეგ
„რეალმა” კვლავ შეძლო მისთვის რთულ სეზონში კარგი ფეხბურთის თამაში. მან ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქარიმ ბენზემას ორი გოლით „გლადბახი” დაამარცხა და ცხრილის სათავეში მოექცა. ვეტერანმა ფრანგმა მე-9 და 32-ე წუთებზე გაიტანა. გერმანული გუნდი, წაგების მიუხედავად, მეორე ადგილზე გავიდა, რადგან „ინტერმა” და „შახტარმა” 0:0 ითამაშეს. „მარკა” წერს, რომ „თეთრებმა” ამ შეხვედრაში გულშემატკივრის იმედი გაამართლეს...
შვედები არიან, ცა
საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ორი გმირობის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეთექსმეტედფინალში შვედურ „როსენბერგს“ უმასპინძლა და 0:7 წააგო. ანგარიში არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა გურულთა მეკარეს, თათია გაბუნიას რომ არ ეყოჩაღა. ლანხჩუთელთა მეკარე ბურთი 21 ჯერ მოიგერია, საიდანაც რამდენიმე მართლაც ურთულესი ასაღები იყო. სხვა სტატისტიკური მონაცემები უფრო შემაშფოთებელია: შვედებმა კარში 28 ჯერ დაარტყეს, კიდევ 17 მცდელობა...







