ცოტა გაუგებარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ covid 19-ით დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს ნება დართეს პამპლონაში გუნდთან ერთად გაემგზავროს და „ოსასუნასთან” შეხვედრაში უხელმძღვანელოს მას. ზიდანს ტესტი ჩაუტარეს. ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. და მაინც, წინა დღით წერდნენ, რომ ესპანეთის ჯანდაცვის სისტემისა და ლა ლიგის რეგულაციების შესაბამისად, ფრანგი თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო, მისი გუნდში დაბრუნება-არ...
ჭდე: ქარიმ ბენზემა
ზიდანი: ის ყველა დროის საუკეთესო ფრანგი თავდამსხმელია
ქარიმ ბენზემამ მე-13 წუთიდან ათი კაცით დარჩენილ „ბილბაოს” ორი გოლი გაუტანა და გადამწყვეტი როლი ითამაშა „რეალის” გამარჯვებაში — 3:1. ახლა მადრიდელებს 26 ქულა აქვთ და ლიდერების, „სოსიედადისა” და „ატლეტიკოს” ტოლად არიან, თუმცა „ატლეტიკოს” ორი მატჩი მარაგში აქვს. „რეალმა” მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, თუმც, როგორც მოგახსენეთ, თავიდანვე რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა — 34 წლის რაულ გარსიამ 13...
მშვიდად კრიზისის წინააღმდეგ
„რეალმა” კვლავ შეძლო მისთვის რთულ სეზონში კარგი ფეხბურთის თამაში. მან ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქარიმ ბენზემას ორი გოლით „გლადბახი” დაამარცხა და ცხრილის სათავეში მოექცა. ვეტერანმა ფრანგმა მე-9 და 32-ე წუთებზე გაიტანა. გერმანული გუნდი, წაგების მიუხედავად, მეორე ადგილზე გავიდა, რადგან „ინტერმა” და „შახტარმა” 0:0 ითამაშეს. „მარკა” წერს, რომ „თეთრებმა” ამ შეხვედრაში გულშემატკივრის იმედი გაამართლეს...
რეალმა ვერ ივარგა
„ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის ჩოკო ლოსანოს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა „რეალისა” და „კადისის” შეხვედრაში — მადრიდელებმა შინ წააგეს. საგოლე პასი ლოსანოს თავით ვეტერანმა ალვარო ნეგრედომ დაუგდო. ნეგრედოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 35 წლის მიუხედავად, ჩინებულად ითამაშა და ესპანეთის ჩემპიონს ბევრი პრობლემა შეუქმნა: მისი დარტყმული ჯერ სერხიო რამოსმა გამოიტანა კარის ხაზიდან, შემდეგ კი თავით ცოტათი ააცილა მიზანს. „კადისი”...
სანამ ქარიმს ქარი წაიღებს
„რეალი” უკვე ემზადება იმ დროისთვის, როდესაც 32 წლის ქარიმ ბენზემას გაუშვებს და მეტოქის საჯარიმოში ახალი ვარსკვლავი დასჭირდება. ფრანგს კონტრაქტს ვადა 2022 წელს გაუდის და როგორც ესპანური გამოცემა AS წერს, კლუბმა უკვე იცის მის შემდეგ „ვისი სულიც სურს”. ლაპარაკია, „დორტმუნდის” 20 წლის ნორვეგიელ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდზე. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „რეალი” და...
უკან სარა, წინ – პელე
არგენტინელი გენია ლეო მესი ესპანეთის ბომბარდირი (პიჩიჩი) მეშვიდედ გახდა და ამ მაჩვენებლით ტელმო სარას გადაასწრო, რომელიც ესპანეთის მთავარმეგოლე 6-ჯერ აქვს ყოფილა. რაც შეეხება მესის მიღწევას ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით, აქ მისი კონკურენტი გერმანული და, ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გერდ მიულერია, რომელიც ასევე 7-ჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო მეგოლე. წელს ლეომ ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა, ეს...
ბირჰოფის ხუთეული
კრიშტიანუ არა, ლეო მესი არა და გერმანელები არა… ასეთი იყო ესპანური „მარკას” გერმანელი ექსპერტის ოლივერ ბირჰოფის კრიტერიუმები, როდესაც ის პლანეტის ხუთი საუკეთესო თავდამსხმელის დასახელებაზე ფიქრობდა. 52 წლის ვეტერანმა, რომელიც ფეხბურთელობის წლებში თავად გახლდათ ფორვარდი და თავი ისეთ კლუბებში თამაშით გამოიჩინა, როგორებიც იყო „მილანი” და „მონაკო”, ხუთეულში ბუნდესლიგის ორი წარმომადგენელი მაინც შეიყვანა. „ძნელი ამოცანა მერგო, —...
ახალი თამაში, ძველი ისტორია და უცხო ცხვირები
ტრადიციასავით დამკვიდრდა, „რეალის” ყოველი ახალი შეხვედრის მიმოხილვას კატალონიურ, პრო-ბარსელონურ პრესას დავესესხებით ხოლმე. მიზეზი მარტივია, „ბარსას” მხარდამჭერი მედია ჩასაფრებულია და მადრიდელთა ყოველ მოგებას გამადიდებლით აკვირდება. ახალი თამაში, ძველი ისტორია! — წერს ამჯერადაც უკმაყოფილო „სპორტი” — „რეალს” ისევ პენალტი დაარტყმევინეს, რასაკვირველია საეჭვო, რის შემდეგაც მადრიდელებმა „ალავესი” დაამარცხეს და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ცხრილში ოთხი ქულით ლიდერობენ....
ლევანდოვსკის დროა
წლეულს „ოქროს ბურთის“ მთავარ პრეტენდენტად რობერტ ლევანდოვსკი სახელდება. მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ივნისის შუაში ფორმა „აკრიფა“ და ექსპერტების აზრით, ორი უმთავრესი კონკურენტი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ სწორედ მაშინ ჩამოიშორა. მეტიც, კრიშტიანუ მაშინ კევინ დე ბრუინმა სამეულიდანაც გააგდო, თუმც გავიდა კიდევ ორი კვირა და რონალდუ სამეულში დაბრუნდა, მაგრამ უკვე აღარ ჩანს მესი. ლევანდოვსკი კი, ისევ რჩება...
მთავარი იყო ბენზემას პასი
„რეალმა” ბარსელონაში ქალაქის მეორე გუნდ „ესპანიოლს” 1:0 მოუგო და 32 ტურის შემდეგ პირველ გუნდ „ბარსელონას” 2 ქულით უსწრებს. მადრიდელების გამარჯვებაში ყველაზე ეფექტური საგოლე პასი გახლდათ. ქარიმ ბენზემამ პირველი ტაიმის მიწურულს კაზემიროს ბურთი ქუსლით ისე მიაწოდა, რომ „ესპანიოლის” მცველებიცა და ტელემაყურებელიც სახტად დატოვა, ხოლო მთელს მსოფლიოში, სოციალურ ქსელებში, ხალხს 10 წლის წინანდელი ეპიზოდი გაახსენდა, როდესაც „დეპორტივოსთან”...







