როდესაც პარასკევს „ბარსელონამ” „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), ითქვა, რომ ამიერიდან კატალონიელებზე აღარაფერია დამოკიდებული. სადავეები „რეალის” ხელში გადავიდა. მიზეზი: მიმდინარე სეზონში „რეალმა” „ბარსას” პირად შეხვედრებში აჯობა და ამიტომ, თუკი ეს ორი გუნდი ქულათა თანაბარ რაოდენობას დააგროვებს, ჩემპიონად მადრიდი გამოცხადდება. ამისათვის კი საჭიროა „თეთრებმა” ყველა დარჩენილ შეხვედრაში გაიმარჯვონ. და აი, კვირას, სან საბასტიანში, „რეალ სოსიედადთან”, „რეალმა” დარჩენილი...
ჭდე: ქარიმ ბენზემა
ბენზემამ პუშკაშს გადაასწრო, რეალი ბარსელონას ჩამორჩება
„რეალმა” „ვალენსიას” 3:0 მოუგო. შოუს გმირი ქარიმ ბენზემა გახლდათ. ამრიგად, 29 ტურის შემდეგ ზინედინ ზიდანის გუნდი „ბარსელონას” 2 ქულით ჩამორჩება. დასაწყისი მადრიდელთათვის სანერვიულო გამოდგა. 22-ე წუთზე, ვალენსიელმა როდრიგომ „თეთრებს” გოლი გაუტანა. სტუმრებმა ზეიმი გააჩაღეს, მსაჯი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი კი მონიტორთან მივიდა და ეპიზოდი განმეორებით ნახა. დადგინდა, რომ გომესი თამაშს გარეთ იდგა და გოლი გაუქმდა....
სამოტივაციო ქეიფი ანუ თქვენი გადახდილია!
„რეალი” მადრიდის ცენტრში მდებარე ცნობილ რესტორან „ასადორ დონოსტიარაში” შეიკრიბა. ფეხბურთელები, მწვრთნელები და კლუბის თანამშრომლები კაპიტანმა სერხიო რამოსმა დაპატიჟა. წვეულების მიზანი კიდევ ერთხელ დაახლოება და დარჩენილი შვიდი თამაშის წინ საბრძოლო განწყობის შექმნა გახლდათ. მოგეხსენებათ, მადრიდელებს მოტივაციის მოგონება ნამდვილად სჭირდებათ, რადგან ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი უკვე აღარ აქვთ. ესპანური პრესის თანახმად, წვეულებაზე სამი კაცი არ მივიდა: კეილორ...
ვინ დაბლოკა მოურინიუ
გერმანული „შპორტ ბილდი” ის გამოცემაა, რომელმაც საფეხბურთო სამყარის კულუარებისა თითქმის ყველაფერი იცის. საუბარია არა მხოლოდ ბუნდესლიგაზე, არამედ მსოფლიოზე. და აი, რას წერს „შპორტ ბილდი” „რეალში” ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ. უფრო სწორედ იმაზე, რატომ არ დანიშნა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელად ჟოზე მოურინიუ, რომელიც თითქოსდა უპირველესი კანდიდატი იყო. „პერესს მადრიდში მოურინიუს დაბრუნება უნდოდა. საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ მას...
ბენზემა vs ბეილი
საინტერესო დეტალი ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრიდან, რომელიც ლას პალმასში გაიმართა და სადაც „რეალმა” მასპინძლებს 3:0 მოუგო: ამ შეხვედრაში „ლას პალმასის” კარში ორი პენალტი დაინიშნა. მადრიდელთა პენალტისტი კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობდა — ზინედინ ზიდანმა კანარის კუნძულებზე საერთოდ არ წაიყვანა; როგორც ჩანს „იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ დაასვენა. ამის გამო თავისებური ამბავი მოხდა „თეთრების” თავდამსხმელთა, ქარიმ ბენზემასა და გარეთ...
შემზარავი ამბავი
რა სხვაობაა კრიშტიანუ რონალდუს და იუია ოსაკოს შორის ? რონალდუ წლიურად 30 მილიონამდე ჯამაგირს იჯიბავს, ხოლო „კიოლნის“ იაპონელი ფორვარდი, ალბათ, ამის მეათედსაც ვერა. საერთო რაღა აქვთ? ორივემ ამ სეზონში თითო გოლი გაიტანა. რონალდუ და ბენზემა ადრე თუ მეტოქეებს სცემდნენ შიშის ზარს, ახლა მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და „რეალის“ ქომაგები არიან თავზარდაცემულნი. ორივემ ერთად...





