სწორედ გუშინ ვწერდით, რომ ესპანურად ფეხბურთის მატჩში თითქოს გადაწყვეტილი შედეგის შემოტრიალებას რემონტადა ჰქვია. ინგლისურად (და სავარაუდოდ უკვე ქართულადაც) ამას ქამბექს ეძახიან, მაგრამ ის რაც წუხელ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე” მოხდა ქამბექი არ იყო. ეს გახლდათ ნამდვილი რემონტადა: „რეალი” „სევილიასთან” 0:2-ს აგებდა და მსაჯის წამატებულ წუთებში ქარიმ ბენზემას გოლით 3:2 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსის” დრამატულად ძლევის...
ჭდე: ქარიმ ბენზემა
გარეთ ბეილი, შიგნით სტვენა
გარეთ ბეილმა „რეალში“ ითამაშა. ეს დაახლოებით ისეა, ბრაზილიაში თოვლი მოვიდეს. ბეილი 74-ე წუთზე გამოჩნდა „რეალი“ – „ხეტაფეს“ შეხვედრაში (ქარიმ ბენზემა შეცვალა) და გემრიელი სტვენაც ხვდა წილად. ეს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისი პირველი მატჩი იყო ორი წლის განმავლობაში… ხან ტრავმა, ხან ცუდი სათამაშო ფორმა, ხან მწვრთნელების უნდობლობა – უელსელს აიწონა-დაიწონა კარიერა აქვს. სამაგიეროდ, ნაკრებში ძალიან მაგარია. სწორედ...
ბენზემამ მოიგო თუ ლუკაკუმ წააგო?
ბრწყინვალე ქარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალმა“ „ჩელსის“ სტუმრად 3:1 მოუგო, მაგრამ… ნუთუ ეს რომელუ ლუკაუს ბრალი იყო? ბელგიელ თავდამსხმელს გვარიანი კრიტიკა შეხვდა. „ლივერპულის“ ყოფილმა ლეგენდამ, სატელევიზიო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა ეკრანიდან მოუწოდა, ნუ ფილოსოფოსობ, უბრალოდ გადი მოედანზე და კარგად ითამაშეო. მანვე თქვა, რომ სისულელეა, თითქოს ლუკაკუ „ჩელსიში“ კარგად იმიტომ ვერ თამაშობს,...
ნეიმარი და დონარუმა შერიგებულან
ნეიმარმა მისი და ჯანლუიჯი დონარუმას მიმოწერა გაასაჯაროვა. 30 წლის ბრაზილიელ ვარსკვლავს ეს იმისთვის დასჭირდა, რომ მიეჩუმებინა ხმები მისი და იტალიელი მეკარის ჩხუბის შესახებ. მოგეხსენებათ, მადრიდში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მათი დაპირისპირების ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო. ნეიმარი და დონარუმა თანაგუნდელებს გასაშველებელი გაუხდათ. „პარი სენ ჟერმენს“ „რეალთან“ პირველი თამაში 1:0 ჰქონდა მოგებული. პარიზელები საპასუხო შეხვედრაშიც დაწინაურდნენ,...
ბენზემას მასტერკლასი
ქარიმ ბენზემამ თანამემამულე კილიან მბაპეს თვალნათლივ აჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს „რეალის“ ლეგენდა. ბენზემამ „თეთრებისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირებაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს იყო კარიერაში ფრანგის მესამე ჰეთ-თრიქი, რომელიც მან შეხვედრის მეორე ნახევრის 17 წუთიან მონაკვეთში შეასრულა. სამი გოლიდან ორი მადრიდელთა ვარსკვლავმა 105 წამში შეაგდო. პარიზელთა ვარსკვლავმა მბაპემ რომელიც, როგორც ჩანს, ზაფხულში აუცილებლად შეუერთდება „რეალს“,...
ქაღალდის სახლი მადრიდში
ესპანეთის ლა ლიგაში მსაჯთან 2022 წლის პირველი პრეტენზია „ვალენსიას” გაუჩნდა. „ღამურებმა” მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” 1:4 წააგეს და ყურადღება მათ კარში გატანილ პირველ გოლზე გაამახვილეს. ვალენსიელების აზრით, კაზემირო მცველებს არ წაუქცევიათ და პენალტი, რომლითაც ქარიმ ბენზემამ 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა, არ უნდა დანიშნულიყო. ვალენსიელებს მხარი „ბარსელონას” ვეტერანმა ჟერარდ პიკემაც დაუჭირა. მართალია პიკეს გუნდმა იმავე დღეს სტუმრად...
თვითონ თუ დაკარგავს თორემ…
„რეალმა“ ბილბაოში, „სან მამესზე“ ბრძოლით 2:1 მოიგო. ამ გამარჯვებას მადრიდელთათვის დიდი მნიშვნელობა მხოლოდ სატურნირო კი არა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ჰქონდა — რთულ მეტოქესთან გაიმარჯვეს მაშინ, როდესაც კლუბში ბევრს Covid 19 შეეყარა. ამას სასიკეთოდ დაერთო კონკურენტი გუნდების მიერ ქულების კარგვა: „სევილიას“ ფრე „ბარსელონასთან“ წინა დღეს; „ატლეტიკოს“ მარცხი „გრანადასთან“ „რეალის“ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე. ესპანური გაზეთები წერენ, რომ ამიერიდან...
რეალმა ატლეტიკოს აჯობა!
„რეალმა“ „ატლეტიკოს“ 2:0 მოუგო და ლა ლიგის ცხრილში რვა ქულით დაწინაურდა. მისი მდევარია „სევილია“. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში „თეთრებს“ გამარჯვება აშკარად მეტოქეზე მეტად სწყუროდათ. კარლო ანჩელოტის გუნდმა როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში თავისი წილი შანსი გამოიყენა. ის მეოთხე ადგილამდე დაქვეითებულ „ატლეტკოს“ ახლა 13 ქულით უსწრებს. ანგარიში ქარიმ ბენზემამ გახსნა. მან პირველ ტაიმში ვინისიუს ჟუნიორის პასს...
რეალობა: იოვიჩის გოლი, იოვიჩის პასი
„ანოეტაზე“ „სოსიედადთან“ 2:0 მოგება „რეალისთვის“ ცხრილში 8 ქულით დაწინაურებას ნიშნავდა. გოლები ვინისიუს ჟუნიორმა და ლუკა იოვიჩმა გაიტანეს. „თეთრების“ სიხარული „მალიორკასთან“ „ატლეტიკოს“ მოულოდნელმა წაგებამ (1:2) გააორმაგა. მეორე ადგილზე მოექცა „სევილია“, რომელმაც „ვილიარეალს“ 1:0 მოუგო. იოვიჩმა გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, ვინისიუსს მახვილგონივრული საგოლე პასიც გადააწოდა. საინტერესოა, რომ ეს იყო „რეალის“ მაისურით მისი პირველი წარმატება 2020 წლის...
ბენზემამ ისევ გოლი გაიტანა
ქარიმ ბენზემამ ისევ გოლი გაიტანა. ის წარმატებით განაგრძობს ბრძოლას პიჩიჩის ანუ ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის. „ლოს ბლანკოსმა“ ამჯერად „ბილბაოს“ მოუგო 1:0, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბასკებმა მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს. მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში თავიდან სტუმრებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ბრწყინვალე საგოლე მომენტი ჰქონდა ინიაკი ვილიამსს, მაგრამ ტიბო კურტუას მის თავით დარტყმულზე ფენომენალური რეაქცია ჰქონდა....









