ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი იმდენჯერ მოიგო, რამდენჯერაც ზიდანმა, ეუსებიომ, გერდ მიულერმა, ბაჯომ, ბესტმა, რონალდინიომ და ბობი ჩარლტონმა ერთად აღებულმა. სტატისტიკას უყვარს ასეთი დატოლებები, თუმცა სერიოზულად აღსაქმელად ასეთი დატოლებები არ ღირს. მეშვიდე ოქროს ბურთის ჩაბარებისას, მესიმ რობერტ ლევანდოვსკის გახედა და საჯაროდ უთხრა, რომ შარშან დანამდვილებით მას ერგებოდა ეს ჯილდო. ამით არგენტინელმა ორი კურდღელი მოიგო – პანდემიის...
ჭდე: ქარიმ ბენზემა
ბენზემას მიუსაჯეს
საფრანგეთის ნაკრებისა და „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა თანაგუნდელის ფარული ჩანაწერით შანტაჟის საქმეში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ თავდამსხმელს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა და 75 000 ევროს ტოლი ჯარიმა დააკისრა. ბენზემა, რომელიც დღეს 33 წლისაა, გახლავთ ერთი იმ ხუთთაგანი, რომელთაც ერთი თვის წინ სასამართლოს წინაშე, პირველ სხდომაზე მოუხდათ წარდგომა. მიზეზი: ფრანგი ფეხბურთელის მატიუ ვალბუენას შანტაჟი. სკანდალმა თავის დროზე საფრანგეთში ისეთი...
ჟირუ ბენზემას გამო გაიბუტა
„მილანის“ ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ ფრანგულ მედიასთან იმაზე ისაუბრა, რომ ნაკრებში „რეალის“ ფორვარდის – ქარიმ ბენზემას დაბრუნების შემდეგ, მას აღარ იძახებენ. „როგორც ყველა, ნაკრებში გამოძახებულთა სიას მეც მხოლოდ მისი გასაჯაროების შემდეგ ვიგებ. განა ვინ ვარ, რომ მწვრთნელმა ამის შესახებ წინასწარ მაცნობოს, თუმცა ზოგიერთ ფეხბურთელთან მიმართებაში დიდიე დეშამი ასე აკეთებდა ხოლმე. ნაკრებში ბენზემას დაბრუნებამ შეცვალა საფრანგეთის ნაკრების...
რა კარგია, როცა გისტვენენ
„რეალმა“ „შახტარს“ 2:1 მოუგო. ერთი შეხედვით, მადრიდელებს დიდი ჯაფა არ დასდგომიათ, მაგრამ მეორე მხრივ, დაცვაში ცდებოდნენ და შეხვედრის განმავლობაში ფანტაზიას მოკლებული პერიოდებიც ჰქონდათ. ახლა, ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში „ლოს ბლანკოსი“ 9 ქულით პირველ ადგილზეა. მას მოსდევს 7 ქულიანი „ინტერი“, შემდეგ მოდის „შერიფი“ 6 ქულით და ბოლოს „შახტარი“, რომლის მარაგში მხოლოდ 1 ქულაა. შეგახსენებთ, რომ „რეალმა“...
პატიმრობას ერთი თვით გადაურჩა
პარასკევს, 22 ოქტომბერს, ქარიმ ბენზემა 10 თვიანი პატიმრობისა და 75 ათასი ევროთი დაჯარიმების საშიშროების წინაშე იდგა, მაგრამ მოსამართლემ სხდომა 24 ნოემბრისთვის გადადო. „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს ისევ ძველ ამბავს, მატიე ვალბუენას სექს-ვიდეოთი შანტაჟს ედავებიან. სასამართლოში საქმე უკვე სამჯერ განიხილეს. ბედის ირონიაა, რომ 25 ნოემბერს, როდესაც ფაქტობრივად ბენზემა განაჩენს შეიტყობს, „რეალს“ სტუმრად, ჩემპიონთა ლიგაში ტირასპოლის...
ბენზემა პირველია
ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ მომხმარებელთა შორის ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა, ვის მისცემდნენ „ოქროს ბურთს“. გამოკითხვაში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ. მას მკითხველთა ხმების 38% ერგო. ბენზემას სულ ერთი პროცენტით ჩამორჩა არგენტინის ნაკრების და ფრანგული პსჟ-ის ლიდერი ლეო მესი. დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: 3. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი) – 14%. 4. კრიშტიანუ რონალდუ...
ლა ლიგის დამრტყმელები
Football Espana წერს, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დაწყებიდან რვა ტური გავიდა, რაც საკმარისია რათა ჩემპიონატის პირველი მონაკვეთი შეფასდეს. დღეს, როდესაც სანაკრებო ფეხბურთის გამო კლუბები ისვენებენ, დაგროვილ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეიძლება შეიქმნას შეხედულება, ამ ეტაპზე ვინ როგორ ყოჩაღობს. ინტერნეტ გამოცემის აზრით, სხვადასხვა პარამეტრთა შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კარში დარტყმების რაოდენობაა. ის ცხადად აჩვენებს, რამდენად აგრესიულია შეტევაში...
მბაპემ დახლართა
„მარკა“ წერს, რომ კილიან მბაპეს საგამ ხელახლა მაშინ წამოყო თავი, როდესაც ამას არავინ ელოდა. ზაფხულში „რეალმა“ ორჯერ სცადა ფრანგი ფორვარდის „პარი სენ ჟერმენისგან“ ყიდვა, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო. ყველას ეგონა, რომ ამის შემდეგ კლუბები შობამდე დაზავდებოდნენ, მაგრამ აი, რა მოხდა: მბაპემ ინტერვიუ მისცა RMC სპორტსა და „ეკიპს“, რამაც თემა თავიდან წამოწია, თანაც დაძაბულობაც შეჰმატა. „მარკას“...
ბენზემას საუკუნის რეკორდი
ესპანური ლა ლიგას მე-6 ტურში მადრიდის „რეალმა“ „მალიორკას“ 6:1 დასცინა. შეხვედრა საკუთარ ბენეფისად აქცია ქარიმ ბენზემამ. ამ სეზონში მადრიდელთა ფორვარდი შედეგიანი მოქმედების გარეშე მოედანს არ ტოვებს. ამჯერად ფრანგის ანგარიშზე ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. ბენზემას 6 ტურის შემდეგ 8 გოლი და 7 საგოლე პასი დაუგროვდა. ამგვარი შედეგიანობა ტოპ-5 ევროპულ ლიგაში XXI საუკუნეში არცერთ ფეხბურთელს ჰქონია.
რეალი — გამარჯვება ახალ ბერნაბეუზე
560 დღიანი განშორების შემდეგ, „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნდა და „სელტას“ 5:2 მოუგო. ქარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა. დარჩენილი ორი გოლი ვინისიუსმა და 18 წლის ახალწვეულმა ედუარდო კამავინგამ გაიტანეს. ვინისიუსმა გიჟივით იზეიმა, მაყურებლებში ავარდა. „სელტამ“, თავის მხრივ, პირველ ტაიმში ორჯერ შეაგდო, ორჯერ დაწინაურდა (1:0 და 2:1), მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდთან გამკლავება მისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. განახლებულ ლეგენდარულ სტადიონზე...









