კორონავირუსმა ლორენსო სანსი იმსხვერპლა. მადრიდის „რეალის” 76 წლის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა ვერ უშველეს. ის 21 მარტს გარდაიცვალა. სანსი „ლოს ბლანკოსს” 1996-2000 წლებში ედგა სათავეში. მანამდე ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” რამონ მენდოსას ადმინისტრაციაში დირექტორად მუშაობდა. ლორენსო სანსმა „რეალის” დასუსტებულ გუნდს, რომელსაც Los Merengues (ბეზეს) ეძახდნენ, ახალი სიცოცხლე შთაბერა. მან თავიდან მწვრთნელად მიიყვანა ფაბიო...
ჭდე: ფლორენტინო პერესი
კალდერონის გზა
ხდება ხოლმე, ადამიანები რაღაცას ქმნიან და შემდეგ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, სამარადისო მონუმენტს საკუთარ სახელს უგებენ. თანამედროვე სამყაროში ფეხბურთი ხომ მხოლოდ მწვრთნელები და ფეხბურთელები აღარ არიან, საფეხბურთო მოღვაწეები კლუბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ფლორენტინო პერესის დიდი ამბიციები რომ არა, შესაძლოა „რეალი“ დღეს ასეთი წარმატებული არ ყოფილიყო. მეორე მადრიდული გუნდისთვის, „ატლეტიკოსთვის“, ვისენტე კალდერონი სწორედ ასეთი პრეზიდენტი იყო....
ეს ბიჭი მბაპეზე მაგარიაო
შეუძლებელი იყო, მადრიდის „რეალის“ ბოსებს 19 წლის ნორვეგიელი ვუნდერკინდი სამიზნედ არ აერჩიათ. უფრო მეტიც: მისი ტრანსფერი ახლა სამეფო კლუბის ნომერ პირველი პრიორიტეტია. ფლორენტინო პერესი მზადაა, უარი თქვას პსჟ-დან კილიენ მბაპეს წაყვანაზე, ოღონდაც „დორტმუნდის“ ახალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი ჩაიგდოს ხელში. შეგახსენებთ, რომ ჰოლანი ამ ზამთარს „დორტმუნდში“ ავსტრიული „ზალცბურგიდან“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. დებიუტანტმა...
რეალიდან ერთადერთი ოქროს ბურთიც მიდის
ფლორენტინო პერესმა წლეულს „რეალის“ სერიოზული „გადაიარაღება“ დააანონსა, თუმცა ხმაურიანი ტრანსფერები მხოლოდ ზაფხულშია მოსალოდნელი. როგორც წესი, დიდი საფეხბურთო ფორუმების წინ დონ ფლორენტინოს დარი საქმოსნები ფეხს ითრევენ: ემანდ ბევრმილიონიანმა შენაძენმა ევრო 2020-ზე ტრავმა არ მიიღოს, ან ეგებ, სულ სხვა ახალმა ტალანტმა დაიქუხოსო. ამასობაში კი ზინედინ ზიდანი ძველ კადრებ დაუნანებლად ეთხოვება და სახელფასო ფონდსაც მნიშვნელოვნად ათავისუფლებს. გუნდიდან ლუკა...
უელსი, გოლფი, რეალი
არ არის გამორიცხული, რომ იანვარში გარეთ ბეილი „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდეს. თუ ეს ტრანსფერი საახალწლოდ არ განხორციელდება, ზაფხულს ნამდვილად აღარ გადასცილდებაო, ამბობენ „რეალის” ბანაკში. გასული ზაფხულის ამბავი კი კარგად გეხსომებათ: უელსელი ჩინურ „ჯუანგსუ სუნინგში” გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იდგა, ხელფასის ამბავიც გარკვეული ჰქონდა — კვირაში(!) მილიონი გირვანქა უნდა აეღო — მაგრამ კონტრაქტზე ხელის მოწერამდე წუთებით ადრე...
დი მარიამ წერილი დახია და გადააგდო
ხვალ, ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენი” „რეალს” უმასპინძლებს და „მარკამ” ანხელ დი მარიასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა. დი მარია მოგეხსენებათ არგენტინელი ვარსკვლავია, რომელიც რამდენიმე წელი „რეალის” ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო. შემდეგ ფეხბურთელს კლუბთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ის 2014 წელს „მანჩესტერ იუნაიტედში” გაყიდეს, საიდანაც „პარი სენ ჟერმენში” ამოჰყო თავი და თუკი ოთხშაბათს მოედანზე იქნება, თავის ყოფილ საყვარელ-საძულველ...
ფედერერი vs ნადალი „სანტიაგო ბერნაბეუზე”
„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩოგბურთის თამაში მოაწყოს — რაფა ნადალი როჯერ ფედერერს შეახვედროს. ეს გეგმა ფლორენტინომ „რეალის” დირექტორატს კვირის თათბირზე გააცნო. ჩოგბურთის გარდა პერესს „რეალის” ქალთა გუნდის შექმნაც განუზრახავს. ესპანური გაზეთი ABC ამტკიცებს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის დაპირისპირება საჩოგბურთო მატჩზე დასწრების რეკორდს დაამყარებს. ტრიბუნებზე, სავარაუდოდ, 80 000 მაყურებელი მოიყრის თავს....
გარბის და არ უშვებენ
„მარკა” წერს, რომ სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ „რეალის” კაპიტანს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და კლუბიდან წასვლა უნდა. რა გამოთქმას აღარ ხმარობენ: პრეზიდენტისა და ვარსკვლავის კონფლიქტი უკან დაბრუნების წერტილს გაცდაო; მათ შორის ხიდები დაიწვაო… ესპანური რადიო Cope-ს გადაცემა El Partidazo-ში თქვეს: „ურთიერთობა საბოლოოდ წახდა. მათ ერთმანეთთან კავშირი აღარ აქვთ. კაცმა, რომელსაც...
რეალი ბარსას უქომაგებს?!
წინასწარვე გაცხადდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ვერმოხვედრის შემთხვევაში „მანჩესტერი“ მკაცრი ეკონომიის რეჟიმზე გადავა. ფეხბურთელები წინასწარ უნდა შეეგუონ, რომ მათი ხელფასები დაახლოებით 25%-ით შემცირდება. ჯერჯერობით „მანჩესტერი“ მეექვსე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. ბუნებრივია, არსებობს რამდენიმე სათადარიგო ვარიანტიც, მაგრამ უმთავრესი უკვე ითქვა: თუ ლიგაში ვერ გავა, „მანჩესტერი“ პოლ პოგბას „რეალში“ გაყიდის. ედენ...
ზიდანი დაბრუნდა!
მადრიდში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. „მარკა“ წერს, რომ სულ მალე მას მერე რაც ზინედინ ზიდანზე ითქვა, რომ ის „რეალში” ბრუნდება, ლეგენდარულმა ფრანგმა უკვე „ლოს ბლანკოსის” მწვრთნელის რანგში მოაწყო პრეს-კონფერენცია. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მას გარს ეხვივნენ ყოფილი თანაგუნდელები, მათ შორის რაული და რობერტო კარლოსი. ზიზუს აგრეთვე ახლდნენ კლუბის დირექტორატის წევრები და მეუღლე ვერონიკი. ზიდანმა „რეალთან” 2022 წლამდე...








