რეალი ბარსას უქომაგებს?!

Home აქეთურ-იქითური რეალი ბარსას უქომაგებს?!
რეალი ბარსას უქომაგებს?!

წინასწარვე გაცხადდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ვერმოხვედრის შემთხვევაში „მანჩესტერი“ მკაცრი ეკონომიის რეჟიმზე გადავა.

ფეხბურთელები წინასწარ უნდა შეეგუონ, რომ მათი ხელფასები დაახლოებით 25%-ით შემცირდება.

ჯერჯერობით „მანჩესტერი“ მეექვსე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. ბუნებრივია, არსებობს რამდენიმე სათადარიგო ვარიანტიც, მაგრამ უმთავრესი უკვე ითქვა: თუ ლიგაში ვერ გავა, „მანჩესტერი“ პოლ პოგბას „რეალში“ გაყიდის.

ედენ აზარის შემდეგ პოგბა მადრიდელთა N2 სამიზნეა. პოგბას ტრანსფერს კიდევ ერთი რამ შეაფერხებს: მანკუნიანელებმა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგონ. ჰოდა, კომიკური სიტუაცია იქმნება. თუ ფლორენტინო პერესს პოგბას ყიდვა სურს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერთან“ დაპირისპირებაში „ბარსელონას“ უნდა უქომაგოს – ლიგიდან ინგლისელთა გამოვარდნა სასურველ ტრანსფერთან ძალიან დააახლოებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".