ჭდე: ფლორენტინო პერესი

Home ფლორენტინო პერესი
წმენდა ფრანგული. ასრულებს ზიდანი
ჩანაწერი

წმენდა ფრანგული. ასრულებს ზიდანი

მადრიდის „რეალის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს იმ ფეხბურთელთა სია წარუდგინა, ვისზეც იმედს აღარ ამყარებს და ტრანსფერზე დაყენებას ურჩევს. „შერისხულთა“ შორის საკმოდ გამოცდილი და სახელიანი ფეხბურთელები მოხვდნენ: ისკო, მარსელო, ალვარო ოდრისოლა, ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი. შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ ზიდანმა გუნდიდან წასვლა ურჩია ოთხ ახალგაზრდას, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ აქვთ....

მესი და რამოსი ერთ გუნდში
ჩანაწერი

მესი და რამოსი ერთ გუნდში

ესპანურ მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსმა უკვე აცნობა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, რომ ფრანგულ პსჟ-ში აპირებს გადასვლას. მისი თქმით, პარიზელთა ხელმძღვანელობა ტოპ-კლუბის შენებას მისი და ლეო მესის ირგვლივ აპირებს. შესაძლოა, ეს რამოსის მხრიდან ერთგვარი ფანდიც იყოს. 34 წლის ვეტერანს „რეალმა“ კონტრაქტის ორი ვარიანტი შესთავაზა. პირველი ერთწლიანია და ხელფასი იგივე რჩება, ორწლიანი კი ჯამაგირის 10...

დარჩით ჩვენთან!
ჩანაწერი

დარჩით ჩვენთან!

არ გამართლდა პროგნოზი, რომ მადრიდის „რეალი“ ვეტერან ლუკა მოდრიჩს შეელეოდა. მიზეზად კი სხვა გარემოებებთან ერთად მისი მაღალი ხელფასიც სახელდებოდა. მსგავსი ხმები არ შეხებია კლუბის ლეგენდად ქცეულ სერხიო რამოსს, მაგრამ ორივე ამ ვეტერანს კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება. ბურუსი ფლორენტინო პერესმა გაფანტა. კლუბის პრეზიდენტის თქმით, ქომაგები ვერ გაუგებენ, თუ „რეალი“ უაღრესად დამსახურებულ ფეხბურთელებს ახალ კონტრაქტებს არ...

თასი მადრიში, ფული ლონდონში
ჩანაწერი

თასი მადრიში, ფული ლონდონში

ედენ აზარის ტრანსფერიდან ლონდონის „ჩელსიმ“ უფრო იხეირა, ვიდრე მადრიდის „რეალმა“… ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. ბელგიელი შემტევი, ვინც „რეალის“ მაისურით მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „არისტოკრატებმა“ კი ამისთვის 18 მილიონ ევრომდე მიიღეს. ის რომ, „ჩელსიმ“ წინა ზაფხულს აზარის „რეალში“ ტრანსფერით ბიუჯეტი 100  მილიონით შეივსო, ეს ცნობილი...

საუკუნის გარიგება: მბაპე უფასოდ
ჩანაწერი

საუკუნის გარიგება: მბაპე უფასოდ

ბევრს ეცადა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა, პსჟ-დან კილიან მბაპე გადაებირებინა, მაგრამ ბოლოს ცხადი გახდა, რომ პარიზელები სუპერვასკვლავს არ გაყიდიან და თავად ეცდებიან მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას… არადა, მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე სულ ორი წელიწადი დარჩა. რა ისეთი ხელფასი უნდა შესთავაზოს ფრანგულმა კლუბმა, რომ ზიდანის სურვილმა და ფლორენტინო პერესის ჯიბემ ერთად ვერ გადაწონოს? და აი, აქ უკვე გვარიანად...

ატლეტიკო რეალს სტადიონს უთმობს
ჩანაწერი

ატლეტიკო რეალს სტადიონს უთმობს

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტ ენრიკე სერესოს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში დაუძინებელ მტერ „რეალს“ მათი მშობლიური „ვანდა მეტროპოლიტანო“ საშინაო მატჩებისთვის დაუთმოს. „მე ვაპირებ ჩამოვიხსნა ნიღაბი და ისე გიპასუხოთ ამ კითხვაზე. არავის შეეპაროს ეჭვი, რომ „რეალს“ ჩვენი სტადიონით სარგებლობას შევთავაზებთ,” – იყო ბატონი სერესოს პასუხი. თავად კითხვა კი ფლორენტინო პერესის განცხადებას მოჰყვა: „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმდინარე...

რეალის დი სტეფანო
ჩანაწერი

რეალის დი სტეფანო

გადაწყდა, რომ მადრიდის „რეალი“  საშინაო მატჩები არა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ეს გადაწყვეტილება კლუბს ზედმეტი საორგანიზაციო ხარჯებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. „სეზონის დარჩენილ თამაშებს „ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე ჩავატარებთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი რეკონსტრუქცია დაიწყო,“- თქვა კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა. „ალფრედო დი სტეფანოზე“ „რეალის“ სარეზერვო  გუნდი თამაშობდა, რეალ კასტილია, რომელსაც კლუბის...

ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო სამყაროში
ჩანაწერი

ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო სამყაროში

სანამ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვის შედეგებს გაეცნობით, წარმოიდგინეთ, თქვენ ვის დაასახელებდით მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე გავლენიან ადამიანად. ლეო მესის? კრიშტიანუ რონალდუს? პეპ გვარდიოლას? იქნებ ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს? ან სულაც „რეალის“ თავკაც ფლორენტინო პერესს? არამც და არამც. ფრანგული ჟურნალის ვერსიით, მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე წონადი ფიგურა პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი გახლავთ. გარდა ფრანგული კლუბისა, ალ-ხელაიფი ყატარულ ტელეკომპანია beIN...

მალდინის რეალი ეპატიჟება
ჩანაწერი

მალდინის რეალი ეპატიჟება

ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. მადრიდის „რეალის“ კულუარებიდან ინფორმირებული მედია ირწმუნება, რომ ფლორენტინო პერესი ლეგენდარულ იტალიელს ესპანეთში გადაბარგებას სთავაზობს. პაოლო მალდინის „მილანის“ სპორტული დირექტორის პოსტი უკავია, თუმცა ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა ინფორმაცია მასსა და კლუბის ხელმძღვანელობის შორის გარკვეული უთანხმოების შესახებ. შეგახსენებთ, რომ მაშინ „მილანის“ დირექტორატი ზვონიმირ ბობანმა დატოვა.  მალდინი-ბობანის დუეტი მათ ზურგს უკან საკადრო საკითხების...

როცა პრეზიდენტი ტუალეტში შედიოდა…
ჩანაწერი

როცა პრეზიდენტი ტუალეტში შედიოდა…

ესპანურ ფეხბურთს კორონავირუსმა უკვე წაართვა ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი. 21 მარტს მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი, 76 წლის ლორენსო სანსი ამ ეპიდემიის მიზეზით გარდაიცვალა. 17 მარტს ის მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და კორონავირუსი დაუდგინეს. იქამდე მან არ მოისურვა ჰოსპიტალში ყოფნა და რვა დღე შინ თვითიზოლაციაში გაატარა. თუმცა ამან მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმა და ისევ მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში,...