„რეალის” მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დაინიშნა, თუმცა, მანამდე მადრიდის კლუბი აქტიურად განიხილავდა მისი თანამემამულის, ანტონიო კონტეს კანდიდატურას. „თაიმზის” პოდკასტ „სატრანსფერო ფანჯრის” წამყვანმა დანკან კესტლისმა თქვა, რომ „ლოს ბლანკოსის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი კონტესთან მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებდა, მაგრამ კინაღამ ფეხბურთელების აჯანყება გამოიწვია. პერესს დაახლოებით ათი ფეხბურთელი დაკავშირებია და უთქვამს, თუ კონტეს მოიყვან, მე გუნდიდან წავალო. პრეზიდენტს რომ დაუნახავს...
ჭდე: ფლორენტინო პერესი
რეალმა ზიდანს უპასუხა
„რეალმა” ზინედინ ზიდანის პრეტენზიას პასუხი გასცა. ამას მადრიდული გაზეთი AS წერს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, „ლოს ბლანკოსის” ფრანგმა ლეგენდამ გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც მან „რეალის” ფანებს მიმართა და სადაც განმარტა, თუ რატომ მიდის კლუბიდან. კლუბის შეფებისა და პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის გარემოცვის საპასუხო რეაქცია ასეთი იყო: მათი ინფორმაციით, პერესი ზიდანს, პირისპირ, ორი საათის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ ის...
ზიდანის წერილი რეალის ფანებს
„მე, რასაკვირველია, მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ერთი თვისება მაქვს — ყველას, იქნება ის ფეხბურთელი, რომელიმე მწვრთნელი თუ კლუბის სხვა თანამშრომელი, შემიძლია შთავბერო ის ძალა და რწმენა, რომელიც მიზნის მისაღწევად არის საჭირო. მე ზუსტად შემიძლია გითხრათ, თუ რა სჭირდება გუნდს. „რეალში” გატარებული 20 წლის განმავლობაში გავისიგრძეგანე, რომ თქვენ, ფანებო, რასაკვირველია გამარჯვებას ითხოვთ, მაგრამ უპირველეს...
წავიდა!
ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა „რეალი” დატოვოს. მსოფლიო ფეხბურთის ფრანგმა ლეგენდამ წერტილი დაუსვა თავისი სამწვრთნელო კარიერის მეორე ეტაპს მადრიდული კლუბის თავკაცის თანამდებობაზე. ხსენებულ ეტაპზე, ზიდანმა „რეალს” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და ქვეყნის სუპერთასი მოაგებინა, თუმცა ბოლო სეზონში კლუბი უტიტულოდ დარჩა. მწვრთნელს, რომლის ხელშიც მადრიდელებს სულ მოპოვებული აქვთ ორჯერ ლა ლიგა, ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი, ორჯერ...
რეალის მწვრთნელობის კანდიდატებს ერთიც დაემატა
ესპანეთში წერენ, რომ ზინედინ ზიდანი სავარაუდოდ „რეალის” მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს და მადრიდული კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მისი შემცვლელის მოძებნა დასჭირდება. სხვადასხვა კანდიდატთა შორის ერთ-ერთი ჩაბი ალონსოც ყოფილა. ბასკი სპეციალისტი, რომელიც 2004-09 წლებში „ლივერპულის”, 2009-14 წლებში „რეალის”, ხოლო 2014-17 წლებში „ბაიერნის” ფეხბურთელი იყო, „რეალ სოსიედადის” B გუნდს უდგას სათავეში და ის ისტორიაში მეორედ ლა ლიგა 2-ში...
რეალი საერთოდ ტიტულის გარეშე დარჩა
11 წელიწადია ასეთი რამ არ მომხდარა: „რეალმა” სეზონი ტიტულის გარეშე დაამთავრა. ბოლოს მადრიდის გუნდი ასეთი ხელმოცარული 2009-10 წლებში იყო. ლა ლიგის ბოლო ტურში „ლოს ბლანკოსმა” „ვილიარეალს” 2:1 მოუგო, მაგრამ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „ატლეტიკომ” „რეალ ვალიადოლიდს” ასეთივე ანგარიშით აჯობა და ჩემპიონი გახდა. 2009 წელს, „რეალის” პრეზიდენტი გახდა ფლორენტინო პერესი, რომელმაც შეიძინა კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, ქარიმ ბენზემა...
ზიდანი თითქმის წასულია
სწორედ ამგვარ დასკვნას აკეთებენ მედიასაშუალებები, რომლებსაც “რეალის” კულუარებზე წვდომა აქვთ. ფრანგი გუნდიდან იმის მიუხედავად წავა, რომელ ადგილს დაიკავებ გუნდი პრიმერაში. ეს უმთავრესად იმის ბრალია, რომ ზიდანი ფლორენტინო პერესის მხარდაჭერას ვერ გრძნობს. დირექტორთა საბჭოს წევრებს გაუჭირდებათ, ის დარჩენაზე დაიყოლიონ. უკვე იმასაც ამბობენ, რომ ზიზუს ანდრეა ანიელიმ მოუსინჯა კბილი და ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ “იუვენტუსის” გაძღოლას სთავაზობს....
სუპერლიგა მართლა ინგლისელმა ფანებმა ჩაშალეს?
ევროპის სუპერლიგაზე მთელს მსოფლიოში მსჯელობენ. ესპანურმა „მარკამ” ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა და 800 000 გამოხმაურება მიიღო. ამბიციურ პროექტში ესპანეთიდან სამი კლუბი, „ბარსელონა”, „რეალი” და „ატლეტიკო” მონაწილეობდნენ, მაგრამ ექვსმა ინგლისურმა კლუბმა ყველაფერი ჩაშალა — ისინი ჯერ შევიდნენ სუპერლიგაში, შემდეგ კი საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლეს და გავიდნენ. ამ ეტაპზე, სუპერკლუბთა გაერთიანება 72 საათიანი გამოდგა. „მარკა” წერს,...
წუხელ, ევროპის სუპერლიგა დაფუძნდა!
„მარკა” წერს, რომ ევროპის სუპერლიგა დაფუძნდა. ამის შესახებ კვირას, გვიან საღამოს გახდა ცნობილი. ლიგის დამფუძნებლები არიან „რეალი”, „ბარსელონა”, „ატლეტიკო”, „მილანი”, „ინტერი”, „იუვენტუსი”, „არსენალი”, „ჩელსი”, „ლივერპული”, „მანჩესტერ სიტი”, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ტოტენჰემი”. სუპერლიგის პირველი თავმჯდომარე იქნება ფლორენტინო პერესი. სუპერლიგამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მას ფიფასა და უეფასთან თანამშრომლობის იმედი აქვს. გარდა ამისა, განცხადებაში განმარტებულია, თუ...
ხარბი სუბიექტების გეგმები
„ლივერპული”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „რეალი” და ფიფა ფეხბურთის განადგურებას აპირებენო, განაცხადა ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ოთხი სუბიექტი ჩართულია მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც არის 5 მილიარდ ევროზე მეტად ღირებული ევროპის სუპერლიგის შექმნა. კერძოდ, ტებასი ხელს „ლივერპულის” მეპატრონისკენ ჯონ ჰენრისკენ, „მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელისკენ ჯო გლეიზერისკენ, „რეალის” პრეზიდენტისკენ ფლორენტინო პერესისა და ფიფას პრეზიდენტისკენ...









