11 წელიწადია ასეთი რამ არ მომხდარა: „რეალმა” სეზონი ტიტულის გარეშე დაამთავრა. ბოლოს მადრიდის გუნდი ასეთი ხელმოცარული 2009-10 წლებში იყო.
ლა ლიგის ბოლო ტურში „ლოს ბლანკოსმა” „ვილიარეალს” 2:1 მოუგო, მაგრამ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „ატლეტიკომ” „რეალ ვალიადოლიდს” ასეთივე ანგარიშით აჯობა და ჩემპიონი გახდა.
2009 წელს, „რეალის” პრეზიდენტი გახდა ფლორენტინო პერესი, რომელმაც შეიძინა კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, ქარიმ ბენზემა და ჩაბი ალონსო, მაგრამ იმ ჩემპიონატში პირველ ადგილზე „ბარსელონა” გავიდა, რომელმაც 99 ქულა დააგროვა, „რეალმა” კი 96.
იმ სეზონში, ესპანეთის სამეფო თასზე, მეთექვსმეტედფინალში, მადრიდელებმა „ალკორსონთან” წააგეს 0:4 და მართალია, საპასუხო შეხვედრაში 1:0 გაიმარჯვეს, ესპანურმა პრესამ ის დაპირისრება „ალკორკონასოდ” მონათლა და მთელ რიგ დავთრებშიც ასეა შეტანილი. ცნობისთვის: მაშინ „ალკორკონი” ესპანეთის საფეხბურთო იერარქიის მესამე დონეზე, სეგუნდა დივისიონ B-ში გამოდიოდა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ „რეალი” მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „ლიონთან” დამარცხდა.
1928 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც ესპანეთში ლიგა დაარსდა, ეს ოცდამეშვიდე შემთხვევაა, რაც „თეთრებმა” საერთოდ ვერაფერი მოიგეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
