თუ სასწაული არ მოხდა, „რეალი” უკვე ვეღარაფერს მოიგებს და ეს იქნება მეშვიდე „მშრალი” სეზონი ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის ეპოქაში. „მარკა” შეგვახსენებს, რომ ყოველ ასეთ სეზონს კი კლუბში ცვლილებები მოსდევდა. გადავხედოთ, რომელ წელიწადს რა შეცვალა ფლორენტინომ წინა ექვს შემთხვევაში. 2004 პერესის პრეზიდენტობის პირველი სამი წლის განმავლობაში „რეალი” ორჯერ გახდა ლა ლიგას ჩემპიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. შემდეგ...
ჭდე: ფლორენტინო პერესი
რა თქვა შუსტერმა ლიოვსა და რეალზე
„რეალი” რომ „სევილიასთან” ბოლო, შედარებით ყოჩაღი თამაშისა და 2:0 მოგების მიუხედავად კრიზისშია ყველამ იცის. სწორედ ამიტომ, დროგამოშვებით ისმის ჭორი თითქოს ზაფხულში მის თავკაცს, ახალდანიშნულ სანტიაგო სოლარის მოხსნიან და… მის ნაცვლად გერმანიის ნაკრების მწვრთნელს იოაჰიმ ლიოვს დანიშნავენ. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სოლარი „რეალს” სათავეში სეზონის მსვლელობისას ჩაუყენეს, როდესაც წარუმატებელი ხულენ ლოპეტეგი მოხსნეს თანამდებობიდან. და მაინც, სოლარი...
ის ისე ერკვევა ფეხბურთში, როგორც…
კვირას, სევილიაში „ბეტისთან” სტუმრობისას „რეალს” ხუთი ფეხბურთელი აკლდა: ტონი კროოსი, ლუკას ვასკესი, გარეთ ბეილი, მარკო ასენსიო და მარკოს ლორენტე. აი, ისკო კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და სანტიაგო სოლარიმ წამითაც არ შეუშვა მოედანზე. არადა, მადრიდელებმა მართალია გაიმარჯვეს (2:1), მაგრამ დიდი სილაღით ვერ გამოირჩეოდნენ — გაუჭირდათ. რატომ იჯდა ისკო სათადარიგოთა სკამზე? რაიმე დასჯის ფორმაა ასეთი? ზოგი ამბობს,...
ლოპეტეგის სამშაბათამდე არ მოხსნიან
„რეალის” კრიზისი ღრმავდება — მადრიდელებმა შინ წააგეს „ლევანტესთან”, 1:2. AS წერს, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ იქვე, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, „ლოს ბლანკოსის” გაწბილებულ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობიდან დაუყოვნებლივ არ მოხსნის. სამშაბათს, 23 ოქტომბერს, „რეალს” პლზენის „ვიქტორიასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კვლავ ლოპეტეგი უხელმძღვანელებს. ლოპეტეგისთან შეხვედრამდე ფლორენტინოს „რეალის” მოთამაშეებთან და ტექნიკურ პერსონალთანაც...
რონალდუ და რეალი: ფაქტები და მიზეზები
„რეალის” ამბები ვინ იცის თუ არა „მარკამ”, მადრიდული გამოცემა კი წერს, რომ სამშაბათს კრიშტიანუ რონალდუს მომავლის გასარკვევად მაგიდას მიუსხდნენ ფლორენტინო პერესი, ხოსე ანხელ სანჩესი და ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდისი. შეხვედრამ გამოაჩინა, რომ რონალდუ „რეალიდან” წასვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. პორტუგალიელი, რომელიც წელიწადში 21 მილიონ ევროს იღებს შორს არის 50 მილიონისგან, რომელსაც ლეო მესი „ბარსელონაში” იღებს...
ზიდანის გადადგომის მიზეზი
ზინედინ ზიდანი „რეალიდან” იმიტომ წავიდა, რომ ფლორენტინო პერესთან ედენ აზარისა და დავიდ დე ხეას ყიდვაზე ვერ შეთანხმდა — წერს „სანი”, ინფორმაციას კი აწერია „ექსკლუზივი”, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ამბავი მხოლოდ მან გაიგო და ახლა სხვები მისგან თუ გადაწერენ. წყარომ, რომელმაც ინგლისურ გამოცემას ეს ინფორმაცია მიაწოდა თქვა, რომ ზიდანის გადადგომის წინა დღეს მწვრთნელს და კლუბის...
ხუთეული — პერესის ახალი გეგმა
„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 2018-19 წლების სეზონისთვის ახალი პროექტი შეიმუშავა. ამისთვის მას ხუთი ახალი ფეხბურთელი სჭირდება. პერესის მიზანი ნათელია: ლა ლიგაში „ბარსელონას” ჰეგემონიის დამხობა. ცხადია, ახალმა გუნდმა ევროსარბიელზეც წარმატებული სვლა უნდა განაგრძოს. პირველი, იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომელთა შეძენაც „თეთრების” პრეზიდენტს სურს, მეკარე დავიდ დე ხეაა. დე ხეა ამჯერად „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს. პერესს გუნდის ახლანდელი გოლკიპერი...
პერესმა უთხრა რუმენიგეს
გერმანული „მიუნხნერ მერკურის” ცნობით, შაბათს „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბაიერნელ კოლეგას კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაუკავშირდა. რუმენიგემ პერესი დაარწმუნა, რომ „რეკორდმაისტერის” წარმომადგენლები პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის ახალ აგენტ პინი ზაჰავის არ შეხვედრიან და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც პერესის მარჯვენა ხელმა ხოსე ანხელ სანჩესმა იცის. 29 წლის ლევანდოვსკის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. ალბათ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ოფიციალური...
შემზარავი ამბავი
რა სხვაობაა კრიშტიანუ რონალდუს და იუია ოსაკოს შორის ? რონალდუ წლიურად 30 მილიონამდე ჯამაგირს იჯიბავს, ხოლო „კიოლნის“ იაპონელი ფორვარდი, ალბათ, ამის მეათედსაც ვერა. საერთო რაღა აქვთ? ორივემ ამ სეზონში თითო გოლი გაიტანა. რონალდუ და ბენზემა ადრე თუ მეტოქეებს სცემდნენ შიშის ზარს, ახლა მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და „რეალის“ ქომაგები არიან თავზარდაცემულნი. ორივემ ერთად...






