ფედერერი vs ნადალი „სანტიაგო ბერნაბეუზე”

Home კატეგორიის გარეშე ფედერერი vs ნადალი „სანტიაგო ბერნაბეუზე”
ფედერერი vs ნადალი „სანტიაგო ბერნაბეუზე”

„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩოგბურთის თამაში მოაწყოს — რაფა ნადალი როჯერ ფედერერს შეახვედროს. ეს გეგმა ფლორენტინომ „რეალის” დირექტორატს კვირის თათბირზე გააცნო. ჩოგბურთის გარდა პერესს „რეალის” ქალთა გუნდის შექმნაც განუზრახავს.

ესპანური გაზეთი ABC ამტკიცებს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის დაპირისპირება საჩოგბურთო მატჩზე დასწრების რეკორდს დაამყარებს. ტრიბუნებზე, სავარაუდოდ, 80 000 მაყურებელი მოიყრის თავს.

ჯერჯერობით, რეკორდი გახლავთ 35 681 მაყურებელი, რომელიც ბრიუსელში, ყოფილ „ეიზელზე”, რომელსაც ახლა „მეფე ბოდუინის სტადიონი” ჰქვია, სერენა უილიამსისა და კიმ კლაისტერსის დაპირისპირებას დაესწრო.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გაიმართება ფლორენტინოს საოცნებო შეხვედრა. სავარაუდოდ, მას მერე, რაც 38 წლის ფედერერი მიმდინარე ტურნირებს მორჩება.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.