ჭდე: უეფა

Home უეფა
ძმები
ჩანაწერი

ძმები

დანიელი კრისტიან ერიკსენი სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა და მის გადარჩენაში დიდი როლი ითამაშეს დანიელმა მედიკოსებმა, უეფას ექიმებმა, ჰოსპიტლის პერსონალმა დ მისმა თანაგუნდელმა სიმონ კიაერმა. დანიელ მედიკოსებს შორის, ახლა უკვე გმირი ძმები, მორტენ და ანდერს ბოესენებიც იყვნენ. საინტერესოა, რომ ისინი თავის დროზე ბადმინტონის პროფესიონალი მოთამაშეები ყოფილან და ერთი მათგანი მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეც ბრძანებულა. მაგრამ შემდეგ თამაშისთვის...

დე ბური ქომაგებს არ უჯერებს
ჩანაწერი

დე ბური ქომაგებს არ უჯერებს

13 ივნისს ნიდერლანდების ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს უკრაინასთან გამართავს. მატჩისწინა ბოლო ვარჯიშზე ნიდერლანდელმა გულშემატკივრებმა თვითმფრინავის საშუალებით გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს, რომელზეც ეწერა – ფრანკ, მხოლოდ 4-3-3. ამით გულშემატკივრებმა მწვრთნელს ბოლო დროს გამოყენებული ტაქტიკური სქემის შეცვლა მოსთხოვეს. დე ბური კი შეუვალია და პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მადლობა რჩევისთვისთვის, მაგრამ ჩვენ 3-5-2...

ის სუნთქავს და ლაპარაკობს…
ჩანაწერი

ის სუნთქავს და ლაპარაკობს…

კრისტიან ერიკსენი სუნთქავს და ლაპარაკობს, მან გაიღვიძა და გონზე მოვიდა – თქვა ფეხბურთელის აგენტმა მარტინ შუტსმა ერიქსენის მამასთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთი რადიოს პირდაპირ ეთერში. უეფამ კი გაავრცელა ცნობა, რომ კრისტიან ერიკსენი კოპენჰაგენის კარდიოლოგიური კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამჟამად გამოკვლევები უტარდება… საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა: ევრო 2020-ის დანია –...

რუსი ჟურნალისტები აზერბაიჯანში არ შეუშვეს
ჩანაწერი

რუსი ჟურნალისტები აზერბაიჯანში არ შეუშვეს

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩები ბაქოშიც იმართება, სადაც რუსი კომენტატორი მიხაილ მოსაკოვსკი არ შეუშვეს და აეროპორტიდანვე მოსკოვში გააბრუნეს. როგორც ირკვევა, მიზეზი რუსი ჟურნალისტის ყარაბახში ვიზიტია. თავად მოსაკოვსკი ამბობს, მესაზღვრეებთან პრეტენზია არ მაქვსო. „ყარაბახში მართლაც ვიყავი, რამდენი წლის წინ, საფეხბურთო ტურნირზე. თუ ამის გამო არ შემიშვეს, მესაზღვრეებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ კითხვები მაქვს საორგანიზაციო კომიტეტთან....

რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის კონტრშეტევა
ჩანაწერი

რეალის, ბარსელონას და იუვენტუსის კონტრშეტევა

„რეალმა”, „ბარსელონამ” და „იუვენტუსმა” უეფას კონტრშეტევა მოუწყვეს. გუშინ გაგაცანით უეფას გადაწყვეტილება, დასაჯოს სუპერლიგის დამფუძნებელი ეს სამი კლუბი, თუმცა სამეული არ შეშინდა და საპასუხო განცხადება გაავრცელა. განცხადების ყველაზე მძაფრი მონაკვეთი მისი ბოლო წინადადებაა: „ფეხბურთს ან რეფორმას ჩავუტარებთ ან მისი გარდაუვალი დაცემის მოწმეები გავხდებით”. „რეალი”, „ბარსელონა” და „იუვენტუსი” განცხადებაში რამდენჯერმე უსვამენ ხაზს, რომ ეს სამი საფეხბურთო ინსტიტუტი...

რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს დასჯიან
ჩანაწერი

რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს დასჯიან

უეფას ცნობით, ევროპის სუპერლიგის შექმნისა და არსებული საფეხბურთო სტრუქტურების დარღვევის მცდელობის გამო იწყება „რეალის”, „ბარსელონას” და „იუვენტუსის” სადისციპლინო პროცესი. თავიდან, სუპერლიგის პროექტში 12 კლუბი მონაწილეობდა, მაგრამ ამ სამის გარდა ყველამ უკან დაიხია და უეფას ხელახლა შეჰფიცა ერთგულება. შესაბამისად, დასასჯელი ეს სამეულია. უეფას ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მისმა ეთიკისა და სადისციპლინო საკითხთა ექსპერტებმა ჩაატარეს  „ეგრეთწოდებულ სუპერლიგასთან”...

კონფერენს თასი
ჩანაწერი

კონფერენს თასი

მალე, ჩემპიონთა და ევროპა ლიგის პარალელურად სტარტს აიღებს ევროპის კიდევ ერთი ახალი საკლუბო გათამაშება – კონფერენს ლიგა. დღეს კი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა კონფერენს ლიგის თასი წარადგინა, რომელიც 57.5 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 11 კილოგრამს იწონის…  

უეფამ სუპერლიგელები მოათვინიერა
ჩანაწერი

უეფამ სუპერლიგელები მოათვინიერა

ევროპის სუპერლიგა მკვდრადშობილი აღმოჩნდა, ორი დღეც ვერ იარსება და 12-დან 9 დამფუძნებელმა კლუბმა დატოვა. უეფამ მეამბოხე 9 კლუბს გარკვეული პირობები წაუყენა, რასაც ისინი უკვე დათანხმდნენ. 1.9 კლუბი 15 მილიონი ევროთი დაჯარიმდება და ეს ფული ეროვნულ ასოციაციებზე გადანაწილდება. 2. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაცილებით დიდი იქნება. 3. ცხრავე კლუბი უარს ამბობს წლეულს ევროთასებზე გამომუშავებული თანხის 5...

არადა, ჩეფერინი ჯონსონთან ვალშია
ჩანაწერი

არადა, ჩეფერინი ჯონსონთან ვალშია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა უეფას სთხოვა ფანების ინტერესებიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალი მონაწილეების, „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” სამშობლოში ჩაატაროს. შეხვედრა 29 მაისს სტამბოლშია დანიშნული, მაგრამ თურქეთი covid 19-ის წითელ ზონაშია და 29 მაისამდე ამ სამწუხარო ზონას თავს ვერ დააღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს შინ დაბრუნების შემდეგ კოვიდსასტუმროებში მოუწევთ ათი დღის გატარება....

ფინალზე ქომაგები დაუშვეს
ჩანაწერი

ფინალზე ქომაგები დაუშვეს

უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას გულშემატკივრები დაესწრებიან, თუმცა, ბუნებრივია, მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი პოლონურ გდანსკში 26 მაისს გაიმართება. პოლონურმა მხარემ დასტური მისცა უეფას, სტადიონზე ტევადობის 25%, ანუ 9500 მაყურებელი შეუშვას. ამ რაოდენობიდან 2-2 ათას ბილეთს ფინალისტები მიიღებენ. კიდევ 2 ათასი ბილეთი უეფას საიტზე ღია გაყიდვაში დაიდება. დარჩენილ...