უეფამ ინგლისის ნაკრების ირგვლივ გამოძიება რომ დაიწყო, უკვე ვწერდით. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინურ საკითხთა კომიტეტმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 30.000 ევროთი დასაჯა.
ინგლისელებს უსაქციელობის სამ ფაქტი დაუდეს და შესაბამისი სანქციებიც დააკისრეს:
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის პენალტის შესრულების დროს დანიელთა მეკარეს კასპერ შმეიხელს ინგლისელი გულშემატკივრები სახეზე მწვანე ლაზერს ანათებდნენ;
ინგლისელები ასევე დამნაშავედ სცნეს ეროვნული ჰიმნების უპატივცემულობაში;
მესამე ბრალდება კი, სტადიონის შიგნით ფოიერვერკების გაშვებაა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
