უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ევროპის სუპერლიგის შემქნელებს არაფერს აპატიებს. ეს მისი ყოველი გამოსვლისას იგრძნობა. თუმცა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შეფს, ბუნტისთავებისადმი ერთნაირი სიბრაზე არ აქვს და ერთი დუჟინი ამბოხებულები სამ ჯგუფად ჰყავს დაყოფილი. „ყველამ უნდა იწვნიოს შედეგი საკუთარ თავზე. ვერ ვიტყვით, რომ არაფერი მომხდარა. თუმცა, ინგლისურ 6 კლუბსა და სხვებს შორის, ჩემთვი დიდი განსხვავებაა. ბრიტანელებმა...
ჭდე: უეფა
სუპერლიგა მართლა ინგლისელმა ფანებმა ჩაშალეს?
ევროპის სუპერლიგაზე მთელს მსოფლიოში მსჯელობენ. ესპანურმა „მარკამ” ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა და 800 000 გამოხმაურება მიიღო. ამბიციურ პროექტში ესპანეთიდან სამი კლუბი, „ბარსელონა”, „რეალი” და „ატლეტიკო” მონაწილეობდნენ, მაგრამ ექვსმა ინგლისურმა კლუბმა ყველაფერი ჩაშალა — ისინი ჯერ შევიდნენ სუპერლიგაში, შემდეგ კი საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლეს და გავიდნენ. ამ ეტაპზე, სუპერკლუბთა გაერთიანება 72 საათიანი გამოდგა. „მარკა” წერს,...
სუპერლიგაზე ოცნება და ლა ლიგაში გამარჯვება
ევროპის სუპერლიგა ჩაიშალა, თუმცა ესპანეთის ორი გრანდი, „ბარსელონა” და „რეალი” მაინც მის წევრებად რჩებიან. ინგლისურ პრესაში კი, ბობოლათა ელიტური სამყაროს შექმნის მცდელობას „ბინძური თორმეტის გაქცევა” შეარქვეს და ხაზს უსვამენ, რომ „ბარსას” ახალარჩეული პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა „ხეტაფესთან” ლა ლიგის გუშინდელი თამაშის წინაც კი იმას ამბობდა, ასეთი შეჯიბრება აუცილებლობად უნდა შემოვიღოთო. „ამგვარი ლიგის შექმნა აუცილებელია. ჩვენ ეროვნული...
ორდღიანი სუპერლიგა
ორი დღე გავიდა, რაც ევროპული საფეხბურთო სუპერლიგის შექმნა გამოცხადდა და იქვე სრულდება. უეფას, ფიფას, გულშემატკივრებისა თუ საფეხბურთო სამყაროში გამოთქმული პროტესტების შემდეგ, სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა. მათ მიჰყვა ესპანური „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“. თუმცა, ეს არაფერია – გავრცელებული ხმებით თანამდებობები დატოვეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა და ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ. კომპანია Fenway Sports...
უეფას ახალი ფორმატი
როგორც მოსალოდნელი იყო, უეფას აღმასკომმა ევროთასების ახალი ფორმატი დაამტკიცა და გამოაცხადა. ის 2024-25 წლების სეზონიდან შევა ძალაში. უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ამასთან დაკავშირებით თქვა: „ჩვენი ახალი ფორმატი ამყარებს ეროვნული ჩემპიონატების სტატუსსა და მომავალს. მის მთავარ პრინციპად რჩება ის, რომ ევროპულ შეჯიბრებებში გუნდი შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატიდან. განახლებული ფორმატი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ოცნებასა და შანსს...
წუხელ, ევროპის სუპერლიგა დაფუძნდა!
„მარკა” წერს, რომ ევროპის სუპერლიგა დაფუძნდა. ამის შესახებ კვირას, გვიან საღამოს გახდა ცნობილი. ლიგის დამფუძნებლები არიან „რეალი”, „ბარსელონა”, „ატლეტიკო”, „მილანი”, „ინტერი”, „იუვენტუსი”, „არსენალი”, „ჩელსი”, „ლივერპული”, „მანჩესტერ სიტი”, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ტოტენჰემი”. სუპერლიგის პირველი თავმჯდომარე იქნება ფლორენტინო პერესი. სუპერლიგამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მას ფიფასა და უეფასთან თანამშრომლობის იმედი აქვს. გარდა ამისა, განცხადებაში განმარტებულია, თუ...
ზლატანს ტოტალიზატორი ამოუქექეს
39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთიდან სამი წლით მოკვეთა ემუქრება, რაც, ფაქტობრივად, მისთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს. საქმე ის არის, რომ დიდ შვედს (თუმც წარმოშობით ბოსნიელი ბოშაა) მალტის ერთერთ ტოტალიზატორში ინვესტიციის ჩადებას ედავებიან. შვედური გაზეთი Aftonbladet წერს, რომ ზლატანი ბეტ-კომპანია Bethard-ის 10 პროცენტს ფლობს. ამ ფირმას ოფისები ჰქონია მალტაზე. მოგეხსენებათ, ფიფა და უეფა ფეხბურთელებს ყოველგვარ კონტაქტს უკრძალავენ...
უეფა ქალაქებს შეკვეცავს
ევროპის ჩემპიონატი, გასულ ზაფხულს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო. ახლა კი ევროპულმა მედია გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მომავალ ევროპირველობას 12 ქალაქის ნაცვლად ორი უმასპინძლებს – ლონდონი და სანკტ-პეტერბურგი. ტურნირი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება და პირველობისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს. თავდაპირველი გადაწყვეტილებით ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ამსტერდამში (ნიდერლანდები), ბაქოში (აზერბაიჯანი), ბილბაოში (ესპანეთი),...
უეფას ევროპის ჩემპიონატის ინგლისში ჩატარება ჭკუაში დაუჯდა
გუშინ გაცნობეთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა, უეფას 2020 წლიდან 2021 წელს გადადებული ევროპის ჩემპიონატის მთლიანად მის ქვეყანაში ჩატარება შესთავაზა და როგორც შევიტყვეთ ნიონში ეს აზრი ჭკუაში დაუჯდათ. გაირკვა, რომ ევროფეხბურთის ბოსები საბოლოო სიტყვას 7 აპრილს იტყვიან. თავდაპირველი გეგმის თანახმად, ინგლისში, ლონდონში, „უემბლიზე”, მხოლოდ 7 მატჩი უნდა გამართულიყო. ლაპარაკი იყო D ჯგუფის სამ...
აბა, პასპორტი მაჩვენე…
ევროკავშირის ბოლო სამიტზე საუბარი შეეხო ტურიზმის სეზონისთვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებას. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გაზაფხულის ბოლოსთვის მზად იქნება სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ტურისტებისთვის სავალდებულო პასპორტიზაციას გაითვალისწინებს. ამ ე.წ. „პასპორტის“ მისაღებად საჭირო იქნება უკვე არამხოლოდ კორონავირუსის ტესტზე ორგზის მიღებული უარყოფითი პასუხი, არამედ ორჯერადი ვაქცინაცია. ბუნებრივია, ეს საკითხი გვერდს ვერ აუვლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც 11...









