მათ უფრო შეეშინდათ, ვიდრე რამე დაუშავდათ ― „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ორი ფრანგი ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი და უილსონ ოდობერი ავარიაში მოყვნენ, მაგრამ გუნდს ფრანკფურტში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მაინც შეუერთდებიან. „ტოტენჰემი’’ ჯგუფური ეტაპის ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „ფრანკფურტი’’ 33-ეზე. ლონდონელთა მწვრთნელმა დანიელმა თომას ფრანკმა თქვა: „ორივე კარგად არის. სამწუხაროდ ისინი მცირე ინციდენტში მოყვნენ, მაგრამ არავინ...
ჭდე: ტოტენჰემ ჰოთსპური
კვარას დიდი გავლენა სტატისტიკაზე ვერ აისახა
„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის ნოკაუტის ეტაპზე რომ მოხვდება ამას დიდი მარჩიელობა არ უნდა. ახლა გასარკვევია საფრანგეთის ჩემპიონი პირდაპირ მერვედფინალში გავა თუ ჯერ ფლეი ოფის ეტაპზე მოუწევს ბრძოლა. ასეა თუ ისე, ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში პარიზელებმა „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ სანახაობრივ შეხვედრაში 5:3 მოუგეს, რაც 5 ტურში მათი მეოთხე გამარჯვება იყო. პსჟ „არსენალის’’ შემდეგ მეორე ადგილზეა. შეხვედრის მთავარი...
კვარა: მარცხნივ თამაში მირჩევნია, მაგრამ უნივერსალური უნდა ვიყო
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მოედანზე თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობს ვიდრე მიკროფონების წინ, მოვალეობას თავი გაართვა და ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ მატჩამდე პრეს-კონფერენციაზე დასმულ კითხვებს უპასუხაო, წერს „პარიზიენი’’. მიმდინარე სეზონში ქართველი ევროპულ სარბიელზე კარგად თამაშობს, ორი გოლი შეაგდო. მან თქვა, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაშია და მის განვითარებაში ლუის ენრიკემ დიდი წვლილი შეიტანა. დიდი ხანი არ...
დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის
ოთხშაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენი’’ „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ უმასპინძლებს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომლის წინ ლუის ენრიკემ ერთი რამ არ იცის ― შეძლებს ოსმან დემბელე ამ მატჩში მონაწილეობას თუ ვერა. თეორიულად „ოქროს ბურთის’’ 2025 წლის გამარჯვებულს მოედანზე ვიხილავთ. დემბელემ პარასკევს გუნდთან ერთად ივარჯიშა. როგორც ფრანგული მედია წერს, მას მარცხენა ფეხის წვივი...
ტოტენჰემი კი უკვე ჩასაფრებულია
როგორც სატრანსფერო საქმეებში გარკვეული ესპანური პორტალი Fichajes წერს, „ვილიარეალში’’ ახალგადასული ჟორჟ მიქაუტაძის გადაბირებას მალე „ტოტენჰემ ჰოთსფური’’ შეეცდება. ჩრდილოლონდონური კლუბი ჯერ კიდევ დააკვირდება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს და თუ შთაბეჭდილება არ წაუხდება ზაფხულში „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ 50 მილიონ ევროს შესთავაზებს. მიქაუტაძემ სახელი „ლიონში’’ გაითქვა, სადაც 47 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მის პოტენციალს ყურადღება ბევრმა კლუბმა მიაქცია. სატრანსფერო...
მიქაუტაძის პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში
„ტოტენჰემ ჰოთსფურმა’’ ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ რთულ ბრძოლაში დაამარცხა ― 1:0. ეს ისტორიაში ამ გუნდების პირველი შეხვედრა იყო. სულ „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ინგლისელებს 15-ჯერ შეხვედრია. ესპანელთა სამწუხაროდ, ამ 15 თამაშიდან მათ ერთიც არ მოუგიათ ― 6 ფრე და 9 მარცხი. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე „ვილიარეალის’’ ბრაზილიელი მეკარის ლუის ჟუნიორის უხეში შეცდომის გამო გავიდა. მან ლუკას...
ატლეტიკოსთან სამი თავდამსხმელით?
შაბათს, 13 სექტემბერს „ატლეტიკოს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელს მარსელინო გარსია ტორალს მიმდინარე სეზონში პირველად მიეცემა სამი თავდამსხმელით თამაშის საშუალება. წინა სამ ტურში ის ხან რა გამოსავალს პოულობდა და ხან რას. „ვანდა მეტროპოლიტანოზე’’ კი მარსელინოს შეუძლია ერთდროულად ათამაშოს ჟორჟ მიქაუტაძე, 32 წლის ესპანელი აიოსე პერესი და 25 წლის ნიგერიული წარმოშობის კანადელი ტანი ოლუვასეი. 33 წლის ესპანელი ცენტრფორვარდის...
მოულოდნელი გამოცოცხლება
პირველი მატჩი და პირველი ტიტლული! ისე, რომ ერთი ამხანაგურიც არ ჰქონდა ნათამაშევი, „პარი სენ ჟერმენმა’’უეფას სუპერთასი მოიგო. მისი და „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ შეხვედრაში თავიდან ლონდონელები დაწინაურდნენ (2:0), მაგრამ პარიზელებმა ბოლო 10 წუთში ორი გოლი შეაგდეს და შემდეგ პენალტებშიც იმარჯვეს. ლუის ენრიკეს გუნდმა, რომელსაც ახალი სეზონისთვის მზადება ერთი კვირის დაწყებული აქვს, ერთი თვის ნავარჯიშებ მეტოქესთან შეხვედრაში უამრავი...
ლუის ენრიკე: თასს ტოტენჰემი იმსახურებდა
„პარი სენ ჟერმენი’’ უნიკალური გუნდია. „პარიზიენი” წერს, რომ ოთხშაბათს, უდინეში აშკარა ფიზიკური ჩამორჩენის მიუხედავად მან ენერგიულად და ღირსეულად მოიგო ევროპის სუპერთასი, რომელიც ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა. ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა სიურეალისტურ ატმოსფეროში, შეხვედრის ბოლო ათ წუთში ორბურთიანი ჩამორჩენაც გამოასწორეს და პენალტების სერიაში გაიმარჯვეს კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პენალტებში გადამწყვეტი როლი მათმა ახალმა მეკარემ ლუკა შევალიემ ითამაშა....
დონარუმა იმ ვარჯიშს არ ესწრებოდა
ჟესტი რომელიც „პარი სენ ჟერმენმა’’ გააკეთა ტრივიალური არ არის და თან მეტყველია ― ნათლად გამოჩნდა, თუ რას აპირებს კლუბი იტალიელ მეკარესთან ჯანლუიჯი დონარუმასთან დაკავშირებით. ახლა ამაზე ბევრს ილაპარაკებენ და კიდევ, საფრანგეთის ჩემპიონი სატრანსფერო ფანჯარას ალბათ სწორედ ამით დახურავს. საქმე ასეა: ლუკა შევალიეს ყიდვიდან სამ დღეში პსჟ-მ იტალიელი გოლკიპერი უეფას სუპერთასის განაცხადში არ შეიყვანა. ანუ, ოთხშაბათს...









