ბილბაოში „ტოტენჰემმა’’ მანჩესტერ იუნაიტედს’’ ევროპის ლიგის ინგლისური ფინალი მოუგო (1:0) და ლონდონში, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი მოედანზე გადახტა. „სფურზს’’ გამარჯვება ბრენან ჯონსონის მიერ 42-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა. გიჟური ზეიმი მოეწყო ბასკეთის დედაქალაქშიც. „ტოტენჰემის’’ ფანების გულიდან წლობით ნაგროვებმა ემოციამ ამოხეთქა. რა ხანია „დეზებს’’ ლონდონის ჩრდილოეთში ჯილდო არ ჩაეტანათ. „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმის’’ ტრიბუნები ხალხით იყო სავსე. იქ...
ჭდე: ტოტენჰემ ჰოთსპური
ინგლისელებმა ბილბაოში ერთმანეთს დასცხეს
დღეს ევროლიგის ფინალია, წუხელ კი „მანჩესტერ იუნაიტედისა’’ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის’’ ფანები ბილბაოში ერთმანეთს დაერივნენ. ბასკეთის დედაქალაქში დაახლოებით 70 000 მანჩესტერელი და ლონდონელი გულშემატკივარი ჩავიდა, რომელთაც ცხადია დიდი რაოდენობით მიიღეს ალკოჰოლი. ინგლისელი გულშემატკივრები მოედნენ მთელს ბასკეთს, მათ შორის სან სებასტიანსა და მის მიდამოებსაც, სადაც დასცხეს კიდეც ერთმანეთს. ადგილობრივებმა პოლიცია გამოიძახეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბი მას მერე...
ინგლისური ფინალი ევროპის ლიგაში
კრიტიკის ქარცეცხლში მოხვედრილი მწვრთნელები რუბენ ამორიმი და ენჯ პოსტეკოგლუ ერთმანეთს ევროპის ლიგის ფინალში დაუპირისპირდებიან: ევროთასის გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ინგლისური გუნდი ექვსი წელიწადია არ შეხვედრია ერთმანეთს. მეისონ მაუნტის ორ ჩინებულ დარტყმას პლუს კაზემიროსა და რასმუს ჰოილუნდის გილებმა „მანჩესტერ იუნაიტედს’’ „ბილბაო’’ ორი შეხვედრის ჯამში 7:1 დაამარცხებინა; დომინიკ სოლანკემ და პედრო პორომ კი „ბოდო გლიმტთან’’ ხელოვნურ საფარზე „ტოტენჰემის’’...
რიშარლისონმა გამომძალველები მოიშორა
26 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რიშარლისონმა თქვა, რომ როგორც კი ინგლისში დაბრუნდება, სადაც „ტოტენჰემში” თამაშობს, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართავს. ის ნაკრებში იყო გამოძახებული და როდესაც ბოლივიასთან შეხვედრაში შეცვალეს, ტირილი დაიწყო. ბრაზილიამ ბოლივიას 5:1 მოუგო. რიშარლისონმა გოლი ვერ გაიტანა. მან ვერც პერუსთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. ფორვარდს უკვე ოთხი თამაშია, რაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გოლი არ შეუგდია....
ჰარი მიდის ბაიერნში
ინგლისის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გადაწყვეტილება მიიღო და ის კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. 30 წლის ბომბარდირსი გერმანულ გრანდთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, კეინი, სავარაუდოდ, 11 აგვისტოს მიუნხხენში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მიუნხენში მას ოფიციალურად წარადგენენ. არ არის გამორიცხული, თავდამსხმელი 12 აგვისტოს, გერმანიის სუპერთსის მატჩში „ბაიერნსა“ და „ლაიპციგს“ შორის ის მიუნხენელთა განაცხადში იყოს…
ნაპოლიდან ნდომბელეც წავიდა
ტანგუ ნდომბელე „ნაპოლის” დაემშვიდობა. ფრანგი ნახევარმცველი „დიეგო მარადონაზე” იჯარით გატარებული პერიოდის შემდეგ „ტოტენჰემ ჰოთსფურს” უბრუნდება. გასული სეზონი პირადად ნდომბელესთვის მაინცდამაინც წარმატებული არ იყო, რადგან ლუჩანო სპალეტის ხელში უფრო სათადარიგო გახლდათ, ვიდრე ძირითადი შემადგენლობის წევრი, მაგრამ მედლების პირადი კოლექცია სკუდეტოთი გაამდიდრა. 26 წლის ფეხბურთელი თამაშობდა იმ „ნაპოლიში” რომელმაც გულშემატკივარს დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ, 30 წლის ნანატრი...
კონტე ტოტენჰემიდან წავიდა
იტალიელი სპეციალისტი, ანტონიო კონტე, „ტოტენჰემის“ მწვრთნელი აღარ არის, ამის შესახებ ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს. „გაცნობებთ, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ვწყვეტთ თანამშრომლობას მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან. ანტონიოს მუშაობის პირველ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ. მადლობას ვუხდით მას გაწული სამსახურისთვის და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალში. კრისტიან სტელინი, როგორც მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს,...
ჰარი კეინი და მანჩესტერ იუნაიტედი
ინგლისში ვარაუდობენ, რომ ჰარი კეინი და „მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს ძალიან მოუხდებიან. არც ის არის საიდუმლო, რომ „იუნაიტედი” ზაფხულს ელოდება, რათა „ტოტენჰემს” კეინზე ვაჭრობა დაუწყოს. თავად თავდამსხმელისთვისაც დრო არის ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელშიც ტიტულებს მოიპოვებს, თორემ უკვე 29 წლისაა და შეიძლება კარიერა „მშრალად” ჩაამთავროს. „დეილი მეილი” წერს, რომ ეს ამბავი ძალიან ჰგავს ტედი შერინგემის ისტორიას, როდესაც...
პსჟ და მამლები
კომპანია Qatar Sports Investments, რომელიც პარი სენ-ჟერმენის მფლობელია, კიდევ ერთ კლუბში აპირებს ინვესტიციის ჩადებას. კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ინგლისის პრემიერლიგის კლუბებთან. ყველაზე მეტად ისინი „ტოტენჰემით“ დაინტერესდნენ, კომპანიის გენერალური დირექტორი და პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უკვე შეხვდა ლონდონელ კოლეგა დანიელ ლევის. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ამასთან, არაბები ჯერ არ შეხმიანებიან „ლივერპულს“, რომლის აქციებიც ასევე გაიტანეს...
კონტე: VAR ფეხბურთს კლავს
VAR ფეხბურთს აზიანებს — თქვა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” იტალიელმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრის ბოლოს მოედნიდან გააძევეს. მიზეზი: „სფურზისა” და „სპორტინგის” მატჩი 1:1 მთავრდებოდა, როდესაც 90+6 წუთზე ჰარი კეინმა ლისაბონელთა კარში გოლი შეაგდო. VAR-მა ეპიზოდი საეჭვოდ მიიჩნია. გოლი არ ჩაითვალა, რაც კონტემ ემოციურად გააპროტესტა და არბიტრმა მას წითელი ბარათი ამოუღო. ეს ამბავი...









