შაბათს, 1 ოქტომბერს, 17 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” „ტორინოს” მასპინძლობს, რომელმაც მიმდინარე სეზონში სტუმრად ოთხჯერ ითამაშა და ოთხივეჯერ გოლი გაუშვა. მას „მონცამ” და ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემაც” გაუტანა, თუმც ეს შეხვედრები ტურინელების გამარჯვებით დასრულდა. სულ „ტორინომ” 7 შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა, ოღონდ მათგან 3 ერთ მატჩში, ბერგამოში „ატალანტასთან”. გუნდის ხორვატი მწვრთნელი, 47 წლის ივან იურიჩი განსაკუთრებული...
ჭდე: ტორინო
ჩხუბი ტორინოში
ქვემოთ ნახავთ ვიდეოს, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ იწევს „ტორინოს” სპორტული დირექტორი დავიდე ვანიატი მწვრთნელის ივან იურიჩის საცემად. ინციდენტი ავსტრიაში მოხდა. ვანიატი გუნდს სეზონისწინა შეკრებაზე ესტუმრა, სადაც განვითარდა კიდეც ქვემოთ მოყვანილი სცენა. ჩხუბის მიზეზი იურიჩის საჯარო კომენტარები ყოფილა. ატყდა ყვირილი, ლანძღვა-გინება, მაჩხუბრები გასაშველებლები გახდნენ. „ფუტბოლ იტალია” წერს, რომ ვანიატი ყვიროდა: „ხმას ნუ იმაღლებ, შენ აქ ხალხს...
რიბერი თავად იტყვის რა უნდა
„ფიორენტინას” ვეტერანმა თავდამსხმელმა, 37 წლის ფრანკ რიბერიმ „ტორინოს” კარში გოლი შეაგდო (იხ. ვიდეო) და მატჩის შემდეგ თქვა, რომ ფლორენციაში თავს კარგად გრძნობს. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ერთი ხნის წინ კი გავრცელდა ხმა, თითქოს ფრანგის „იებში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი ღიად იყო. ფეხბურთელმა თავისი პირით თქვა, რომ გერმანიაში სურდა დაბრუნება — რიბერიმ 2007-19 წლები „ბაიერნში” გაატარა. ტურინელებთან შეხვედრის შემდეგ...
72 წლის შემდეგ
იტალიის სერია А-ს მე-12 ტურში „მილანი“ სტუმრად „ჯენოას“ (2:2) დაუზავდა და ლიდერობა შეუნარჩუნა. „როსონერის“ ქულა პიერ კალულუ კიატენგვამ გადაურჩინა, ვინაც 83-ე წუთზე შეაგდო. „მილანმა“ ამ გოლით 72-წლიანი რეკორდი დაამხო. სერია А-ში მილანურმა კლუბმა ზედიზედ 14 მატჩში გაიტანა ორი და მეტი გოლი. ბოლოს მსგავსი რამ „ტორინოს“ გაუკეთებია – 1948 წელს ტურინულმა კლუბმა ორი და მეტი ბურთი...
სერია A კორონას ეთამაშება
სერია A ისევ საფრთხის წინაშეა – იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სანდრა ძამპა ჩემპიონატის შეჩერებას მოითხოვს. ცხადია, მიზეზი კორონავირუსია. „ჩემპიონატი უნდა შეჩერდეს. დაავადებულთა რაოდენობა ყველაფერზე მეტყველებს. როდესაც დადებითი ტესტების ასეთი მაღალი რაოდენობა გვაქვს, საფეხბურთო სეზონის გაჩერებაა საჭირო. შეიძლება უამრავი ადამიანი დაავადდეს,“ – ამბობს ძამპა. ჩემპიონატის შეჩერების საფრთხე მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც „ჯენოაში“ 14 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა....
ბუფონმა მალდინის პირველობა აართვა
იტალიური სერია A-ს 30-ე ტურში ტურინის „იუვენტუსის“ კარს ჯიჯი ბუფონი იცავდა. „ტორინოს“ წინააღმდეგ მატჩი 42 წლის მეკარისათვის 648-ე გახლდათ – ამდენჯერ უმაღლეს იტალიურ დივიზიონში მოედანზე სხვა არავინ გასულა. ჯიჯიმ ერთი მატჩით გადაასწრო ლეგენდარულ პაოლო მალდინის. ბუფონი კარიერის განმავლობაში „იუვენტუსის“ და „პარმას“ ღირსებას იცავდა. ცხრაჯერ აქვს მოგებული სკუდეტო, ხუთჯერ იტალიის თასი, ექვსჯერ ქვეყნის სუპერთასი და ერთხელაც...
რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთო
იტალიაში უკანონობის წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლა გაჩაღდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მძღოლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობას ან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევას არ ვგულისხმობთ. საქმე ფეხბურთს ეხება და ერთი ძველი, გენიალური ქართული მხატვრული ფილმისა არ იყოს, უამრავ გულშემატკივარს უთხრეს რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთო. არადა, იტალიაში ფეხბურთი რომ სიგიჟემდე უყვართ და ლამისაა რელიგიის...
მილანი ევროპიდან მოკვეთეს
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ იტალიურ „მილანსა“ და უეფას შორის დავა განიხილა. საქმე ეხება ფინანსური ფეარ ფლეის პრინციპების დარღვევას. სასამართლომ კლუბი დამნაშავედ ცნო და ევროტურნირებიდან მისი ერთი წლით მოკვეთა გადაწყვეტა. „როსონერის“ ბოსებმა სასამართლომდევე აღიარეს დარღვევები და ევროპის თასზე ასპარეზობის სანაცვლოდ უეფასგან დარღვევების გამოსასწორებლად ერთწლიანი ვადა მიიღეს. მილანელთა ადგილს ევროპა ლიგიაში „რომა“ დაიკავებს, „ტორინო“ კი ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან...
არც გოლი გააუქმეს და მწვრთნელიც გააძევეს
ვიდეორეფერი რატომღაც ყველას ის მოწყობილობა ჰგონია, რომელიც მსაჯის გადაწყვეტილებას გააუქმებს, მაგრამ მსაჯები ყოველთვის არ ცდებიან. ტურინულ დერბიში, მაგალითად, “ტორინომ” “იუვენტუსის” მეორე გოლი გააპროტესტა და ეპიზოდის მონიტორზე გადამოწმება მოითხოვა. ვაგლახ, ვიდეომსაჯმა გოლი ჩათვლილად დატოვა. ამან “ტორინოს” მწვრთნელი სინიშა მიჰაილოვიჩი გააცეცხლა და შედეგად, ის გააძევეს. “იუვენტუსმა” 2:0 მოიგო და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა. “ბებერმა ქალბატონმა” თანაქალაქელებს სერია A-ს...







