იტალიის თასზე ქართველების გუნდები ერთმანეთს დაერივნენ: გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ” საბა საზონოვის „ტორინო” მეთექვსმეტედფინალში 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უნდა შეხვდეს. ტურინელებმა საზონოვი არ ათამაშეს, კვერნაძემ კი მოედანზე 61 წუთი დაჰყო. მისი ყველაზე გამორჩეული მომენტი 49-ე წუთზე იყო, როდესაც გიორგიმ ძლიერად დაარტყა კარისკენ, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა. შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა 1:1, დამატებითში კი...
ჭდე: ტორინო
ნავსიანი პერიოდი: ზოგი დაშავდა, ზოგმა გონი დაკარგა
სანაკრებო კვირის შემდეგ სიმონე ინძაგის „ინტერმა” სერია A-ს შეწყვეტილი ჩემპიონატი დიდებულად განაახლა: მარკუს ტურამის, ლაუტარო მარტინესისა და ჰაკან ჩალჰანოღლუს (პენალტი) გოლებით ტურინში, „სტადიო ოლიმპიკოზე” საბა საზონოვის „ტორინოს” 3:0 მოუგო. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი მოედანზე 51-ე წუთზე დაშავებული ნიდერლანდელი პერ შუურსის ნაცვლად შევიდა. ის, რომ ამის შემდეგ მასპინძლებმა სამი გოლი გაუშვეს საბას ბრალი არ ყოფილა, მაგრამ...
საბა საზონოვი ტორინო ჩენალის მიკროფონებთან
„ტორინოს” ახალწვეულმა საბა საზონოვმა (დაიბადა 2002 წლის 1 თებერვალს; სიმაღლე 194 სანტიმეტრი; ტრანსფერის ღირებულება 3 მილიონი ევრო; „ტორინოსთან” კონტრაქტი გააფორმა 2027 წლამდე) „ტორინო ჩენალის” მიკროფონებთან საკუთარ თავზე ილაპარაკა: „ბოლოხანს დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ჯერ კიდევ ორი დღის წინ მოსკოვის „დინამოში” ვვარჯიშობდი და აი, უკვე ტურინში ვარ. ბევრი შემოთავაზება მქონდა. აქ ჩამოსვლას მამას ვუმადლი. ყოველთვის ბევრს...
გასამდა…
სერია A-ში ქართველების რიცხვი სამამდე გაიზარდა – საფეხბურთო კლუბმა „ტორინომ“ საქართველოს ნაკრების მცველის საბა საზონოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. საანკ-პეტერბურგში დაბადებული საბა საზონოვი 2021 წელს მოსკოვის „დინამოში“ თამაშობდა, სადაც 44 თამაში ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 3 მილიონი ევროა.
საზონოვი ტორინოში
იტალიის სერია A-ში კარიერას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გააგრძელებს – „ტორინო“ ახლოს არის საბა საზონოვის ტრანსფერის დახურვასთან, კლუბებს შორის შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია, ტურინელები მოსკოვის „დინამოს“ 3 მილიონ ევროს გადაუხდიან, უკვე ჩანიშნულია სამედიცინო შემოწმების დღეც – 30 აგვისტო, რის შემდეგაც ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ოფიცილურად გაფორმდება. სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ტორინის“ 1 ქულა აქვს...
მილანის ორი პენალტი ტორინოს კარში
„მილანმა” „სან სიროზე” „ტორინოს” 4:1 მოუგო. მილანელთა ოთხი გოლიდან ორი პენალტით გავიდა. ორივე ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ამ ფაქტს ნეაპოლურ მედიაში მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. კამპანიის დედაქალაქში სწამთ: ეს იყო მორიგი დადასტურება იმისა, რომ იტალიაში მსაჯები „ჩრდილოეთის სამეულს” ეხმარებიან. „ჩრდილოეთის სამეულში” „მილანი”, „ინტერი” და „იუვენტუსი” იგულისხმება. ჟირუს გარდა ტურინელთა კარში გოლები გაიტანეს კრისტიან პულიშიჩმა და თეო ერნანდესმა....
კვარას ფუნდამენტური ფაქტორი
პორტალმა ilnapolista სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრა „ტორინოსა” და „ნაპოლის” შორის (0:4) საფუძვლიანად გაარჩია. ვინაიდან წერილი ვრცელია, მხოლოდ ის მონაკვეთი გადმოვაქართულეთ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. მიმოხილვაში წერია: „მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი” ამ დღეს უწინდელთან შედარებით სრულიად განსხვავებულ გუნდად წარმოგვიდგა, მაინც ეტყობოდა, რომ მას ბურთის ფლობა უყვარს. თამაშის კონტროლისთვის „აძური” მთავარ ინსტრუმენტად სწორედ ბურთის ფლობის ხერხს...
ნეაპოლელი ხულიგნები დასაჯეს
DASPO არის იტალიური მართლმსაჯულების ზომა, რომელიც სპორტში, კერძოდ კი ფეხბურთში ხულიგნობის თავიდან აცილების მიზნით, კანონის დარღვევაში შემჩნეული ადამიანების საჯარო თავშეყრის ადგილებიდან მოკვეთას ნიშნავს. იტალიასა და მთელს ევროპაში ამას 1985 წლის 29 მაისის შემდეგ მიმართეს, როდესაც ბრიუსელში, „ეიზელის” სტადიონზე, ჩემპიონთა თასის ფინალში, „ლივერპულისა” და „იუვენტუსის” შეხვედრის წინ ინგლისელმა ფანებმა იტალიელებზე იერიში მიიტანეს, ტრიბუნა ჩაინგრა და 32...
ხვიჩას თანაგუნდელები ტორინოსთან გამარჯვების შესახებ
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „ტორინოს” 3:1 მოუგო. ორი გოლი, 6 წუთიან მონაკვეთში, 26 წლის კამერუნელმა ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გაიტანა, მესამე — კვარამ. გოლები გავიდა მე-6, მე-12 და 37-ე წუთებზე, რასაც ტურინელებმა 44-ე წუთზე ერთით უპასუხეს. მეორე ნახევარში თამაშის სურათი შეიცვალა. გოლი აღარ გასულა. „ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ შეხვედრაში წარმატებას რომ მივაღწიეთ. არის თუ არა ეს...
მაგალითი
დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” „ტორინოს” ეთამაშება. იტალიურ მედიაში გამოჩნდა ტურინელთა ყოფილი ცენტრალური მცველის, შემდგომ წარმატებული საფეხბურთო მენეჯერისა და ჟურნალისტის რობერტო კრავეროს მოსაზრება ბროწეულისფერთა მეტოქისა და სერია A-ს ლიდერის „ნაპოლის” შესახებ. კრავერო ამბობს: „ხმაური, რომელიც ნეაპოლელთა გარშემო ატყდა, დადებითია. ისინი ძლიერ ხასიათსა და ჩინებულ ფიზიკურ ფორმას ამჟღავნებენ, რასაც თან შესანიშნავი ფეხბურთი ახლავს. იმის თქმა არ მინდა,...









