სერია A ისევ საფრთხის წინაშეა – იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სანდრა ძამპა ჩემპიონატის შეჩერებას მოითხოვს. ცხადია, მიზეზი კორონავირუსია.
„ჩემპიონატი უნდა შეჩერდეს. დაავადებულთა რაოდენობა ყველაფერზე მეტყველებს. როდესაც დადებითი ტესტების ასეთი მაღალი რაოდენობა გვაქვს, საფეხბურთო სეზონის გაჩერებაა საჭირო. შეიძლება უამრავი ადამიანი დაავადდეს,“ – ამბობს ძამპა.
ჩემპიონატის შეჩერების საფრთხე მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც „ჯენოაში“ 14 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა.
ახლა „ჯენოას“ მორიგი შეხვედრა 3 ოქტომბერს „ტორინოსთან“ უწევს. თუმცა, სერია A-ს ხელმძღვანელობა აპირებს უეფას პროტოკოლის თანახმად იმოქმედოს – გუნდს განაცხადში მინიმუმ 13 ფეხბურთელი (მათ შორის ერთი მეკარე) უნდა ჰყავდეს.
ასევე განიხილება თამაშის გადატანის შესაძლებლობაც.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
