„ფიორენტინას” ვეტერანმა თავდამსხმელმა, 37 წლის ფრანკ რიბერიმ „ტორინოს” კარში გოლი შეაგდო (იხ. ვიდეო) და მატჩის შემდეგ თქვა, რომ ფლორენციაში თავს კარგად გრძნობს. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ერთი ხნის წინ კი გავრცელდა ხმა, თითქოს ფრანგის „იებში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი ღიად იყო. ფეხბურთელმა თავისი პირით თქვა, რომ გერმანიაში სურდა დაბრუნება — რიბერიმ 2007-19 წლები „ბაიერნში” გაატარა.
ტურინელებთან შეხვედრის შემდეგ ფორვარდს ჰკითხეს, თქვენსა და „ფიორენტინას” შორის რამე ხომ არ გარკვეულაო. მან უპასუხა:
„ფლორენციაში თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ ამ კლუბში, ამ ფანებთან. ისიც მართალია, რომ ხანდახან მიჭირს, რადგან აქ რაღაცები ცოტა სხვანაირად ხდება. ეს მენტალიტეტის საკითხია. დავრჩები თუ არა? კლუბს ჰკითხეთ. მე მზად ვარ „ფიორენტინას” ვემსახურო”.
„ტორინოსთან” თამაშის წინ ფლორენციელთა სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ თქვა, რომ რიბერი გუნდის ლიდერია, რომელიც მომავალში თავად იტყვის რა უნდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
„ახალგაზრდები მისი მაგალითით იზრდებიან. ის მათ მნიშვნელოვან ფასეულობებს აზიარებს”, თქვა პრადემ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
