ეს მოძველებული ამბავია – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჟურნალისტებთან გაბუტვა დაიწყო. ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევები რიგ მედია-საშუალებებთან, მაგრამ ასეთი მასიური არა… თუმცა, ბოლოს ყველამ ცუდად დაამთავრა… მაინც და მაინც ჩრდილოეთ კორეას გინდათ დაემსგავსოთ? ჯერ იყო და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები სადმე თამაშს თუ წააგებდა, ფედერაციის ვებ-გვერდზე ისიც არ იკითხებოდა. ახლა სულაც თამაში დამალეთ. თან სად? ორი ფეხის...
ჭდე: სფფ
დაღლამდეა ? წადით !
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბრძანა, ნაკრებმა რომ სამი თამაში წააგო, ფედერაცია რა შუაშიაო? ბუნებრივია, ამ ლოგიკით, ფედერაცია არც იმასთანაა კავშირში, ჩვენს გუნდებს წლიდან წლამდე აგვისტოშივე რომ კინწისკვრით ერეკებიან ევროტურნირებიდან. ამ კვირაში ევროპის საკლუბო ტურნირების მატჩები გაიმართა, რომლებშიც უეფას წევრი 55-დან 36 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ესტონეთი იქაა, სომხეთი, აზერბაიჯანი, სლოვენია, ყაზახეთი, გიბრალტარიც კი… ბალასტი გარეთ დარჩა:...
იმიტატორი !
ფეხბურთი! ახლო წარსულში, ასობით ათასი ქართველის სიყვარულის ობიექტი და აქედან გამომდინარე, თითოეულის ცხოვრების ნაწილი იყო! განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა! როცა საქმე ფეხბურთს ეხებოდა, ყველა, დიდიცა და პატარაც, მეცნიერიცა და ხუროც ერთი ჭკუისანი ვიყავით! ერთიანნი ვიყავით! მამაკაცები კი არა, ქალებიც არ ჩამორჩებოდნენ და ნებისმიერი „ნეიტრალური“ დიასახლისიც კი გულწრფელად ინტერესდებოდა „რა ქნა დინამომ“. სულ მცირე, იმიტომ მაინც,...
უთავობა! რატომ ვერ ვაბამთ საქმეს თავს?
2 სექტემბერს კოსოვოსთან მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდებაო – დაადგინა მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ. ჩვენ არც იმუნოლოგები ვართ, არც ვირუსოლოგები, არც ინფექციონისტები და რეანიმატოლოგები – ამდენად, როდესაც ამ დარგების სანდო სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ვერაგ ვირუსთან ბრძოლა ვაქცინაციას, პირბადის ტარებას და სოციალური დისტანციის დაცვას მოითხოვს, ვალდებულები ვართ დავიჯეროთ და პანდემიასთან ბრძოლაში ამ „აღჭურვილობით“ შეიარაღებულები ჩავებათ. მაგრამ ვერავინ ჩამოგვართმევს კრიტიკული...
ბათუმში ხალხს ნაკრები დაუმალეს
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქართველი გულშემატკივრებისთვის არცთუ სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღეს. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 2 სექტემბერს, ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის, უმაყურებელოდ გაიმართება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეროვნული გუნდი ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშებს. პირველი სანაკრებო ბათუმის ახალ სტადიონზე და გულშემატკივართ მცირე იმედი ჰქონდათ, მაგრამ თამაშის ნახვა მხოლოდ...
გრანდი გრანდებში მალე გაერია
ვარკეთილის „გრანდი“ სულ 3 წლის ჩამოყალიბებულია გუნდია და უკვე გრანდობს. გუნდი ელიტ ლიგაში პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზეა, მანამდე „კოპალას თასზე“ მეორე ადგილი დაიკავა, “მშვიდობის თასი” მოიგო, ჯერჯერობით ბოლო წარმატებას კი ბათუმში გამართულ ფესტივალზე მიაღწია. ეს 2011 წელს დაბადებულ ბავშვებში, რომლის მწვრთნელი ბექა მელიქიძე გახლავთ. საქართველოში ნიჭერი ბავშვები ყოველთვის იყვნენ და ასაკობრივ ტურნირებზე თავის გამოჩენა...
რა მოხდა დინამოზე?
შფოთიანი ტური გამოდგა. შფოთის ავტორი კი „საბურთალო“ გახდა, რომელმაც „დინამოსთან“ 3:4 წააგო და ატყდა ერთი ამბავი. საბურთალოელთა თავკაცი, ლევან კორღალიძე მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს შემოსწყრა: მეტოქე მცველს საჯარმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი რატომ არ დანიშნეო. თუმცა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო. შემდეგ კი სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაცხო, რასაც „საბურთალოს“ პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაც მოჰყვა, რომელმაც ჟურნალისტებს...
ჟორდანიას ავსტრიული სარბიელი
დღე-დღეზე ავსტრიულ ფეხბურთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი, უწინ ნიდერნალდური „ვიტესის“ ხემლძღვანელი მერაბ ჟორდანია გამოჩნდება. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ დირექტორატში იქნება. სხვათა შორის, ეს ამბავი თავად ჟორდანიამ ამას წინათ საქართველოშიც გაამხილა, თუმც ჩანს, საქმე უკვე დასარულს მიუახლოვდა. სავარაუდოდ, მერაბ ჟორდანია კლუბის ერთ-ერთი მმართველი იქნება. მეტს კი ავსტრიელები ამ დღეებში...
რას დაუკრავს ვილი?
დღეს 16 თებერვალია. საქართველოს ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დარჩენილია 37 დღე, შესაბამისად 5 კვირა და ევროპის საფეხბურთო კალენდრით 5 ტური. საქართველოს ნაკრების ლეგიონერები თამაშობენ საფრანგეთში, პოლონეთში, კვიპროსზე, თურქეთში, უნგრეთში, ესპანეთში, რუსეთში… დაახლოებით 20 ფეხბურთელი… მომავალ უქმეებზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში ჩამოდის, ანუ უახლოესი ტურის მატჩებს ის ვერ დაესწრება და ჰა ჰა,...
Bonjour Willy !
გაირკვა! საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ფრანგი ვილი სანიოლი გახდა. კონტრაქტი ორწლიანია და კიდევ ორი წლით გაგრძელებას ითვალისწინებს. მწვრთნელი რომ გვყავს, უკვე კარგია. სერიოზული საფეხბურთო და გარკვეული სამწვრთნელო პრაქტიკაც რომ უმაგრებს ზურგს – მთლად უკეთესი. ვისაც გახსოვთ „ბაიერნში“ მუდამ მებრძოლი სანიოლი, ალბათ ხანდახან დაგიჭერიათ მის თამაშში სუფთა გერმანული გაუტეხლობა და ბრძოლის ჟინი. ესეც მისი, როგორც პიროვნების მახასიათებელი...








