საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გვითხრა. თუმცა, ჩემპიონატის განახლებამდე გარკვეული პროცედურების ჩატარება იქნება საჭირო: პირველი ივნისიდან 7 ივნისამდე ელიგის ყველა გუნდი კორონავირუსზე გაივლის ტესტირებას; შემდეგი ორი კვირა გუნდები შეკრებას გაივლიან. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება;...
ჭდე: სფფ
უეფა საქართველოში კორონას ებრძვის
რამდენიმე დღის წინ გაცნეთ, რომ ფიფამ მისი წევრი 211 ასიციაციის დასახმარებლად 150 მილიონი დოლარი გამოძებნა და გადაანაწილა. ფიფას უეფამაც მიბაძა, ჯიბეზე ხელი გაიკრა და ერთბაშად 236,5 მილიონი ევრო გამოყო ეროვნული ასოციაციებისთვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სხვა 54 ასოციაციის დარად, 4,3 მილიონ ევროს მიიღებს. უეფა პროგრამა „ჰეთ თრიქის“ ფარგლებში ფინანსებს სხვა დროსაც ანაწილებს და ეს ფული ოპერატიული...
ფიფამ წილი საქართველოსაც შეახვედრა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები აწონ-დაწონა და წევრი ეროვნული ასოციაციებისთვის გასანაწილებლად 150 მილიონი დოლარი გამოძებნა. ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც ასოციაციებს პანდემიით გამოწვეული კრიზისული პერიოდის დაძლევაში დაეხმარება. ფიფას წევრი 211 ასოციაციიდან თითოეული 500 ათას დოლარს მიიღებს. ამას გარდა, ფიფა თითოეულს სრულად გაუსტუმრებს არამხოლოდ 2019, არამედ 2020 წელში გადასახდელ თანხებსაც....
საშინაო გადაიდო, ველით ევროპულს???
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა: 1 აპრილამდე მისი ეგიდით გამართული ყველა ტურნირი შეჩერებულია. გადაწყვეტილება ლოგიკურია და სრულად ჯდება ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო კონტექსტში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფედერაციის გვერდით ვართ, მაგრამ ბელარუსთან სანაკრებო მატჩის ამბავი ისევ ჰაერშია გამოკიდებული. ქართველი ქომაგისთვის, ეს კონკრეტული და მომდევნო კიდევ ერთი მატჩი, რომელიც იმედია იქნება, ალბათ, უფრო მეტია, ვიდრე მთელი გასული 30...
დებიუტი შერყევით
გიბრალტართან ევროშესარჩევ მატჩში ძირითად შემადგენლობაში დებიუტანტი ჰქონდა შვედური „გიოტებორგის“ ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს, ვინც ერთი გოლი გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ისე დაშავდა, მოედნიდან საკაცით გასაყვანი გახდა. ექიმებს ეჭვი ტვინის მძიმე შერყევაზე ჰქონდათ, თუმცა სფფ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარისას 23 წლის ფეხბურთელმა ქომაგები დაამშვიდა: „თავს კარგად ვგრძნობ. რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა საკვალიფიკაციო ეტაპზე...
უეფამ რუსეთი გააჩუმა
ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გვერდი ვერც ფეხბურთმა აუარა. ელიგის ფეხბურთელებმა თუ მწვრთნელებმა რუსეთის ოკუპაცია სხვადსხვა ფორმით გააპროტესტეს. ცხადია, ამ ამბავს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსმა პოლიტიკოსებმა და საფეხბურთო ფუნქციონერებმა უეფასგან ქართული კლუბების დასჯა და ევროტურნირებიდან მოკვეთა მოითხოვეს. რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა ისიც კი თქვა, ეს ფეხბურთელები ჩვენს ლიგაში ვეღარ ითამაშებენო....





