ჭდე: სფფ

Home სფფ
ჯიგრულ-ქართული ფეხბურთი
ჩანაწერი

ჯიგრულ-ქართული ფეხბურთი

დავფიქრდი, რამდენი ხანია გულით და ხალისით საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრაზე არ წავსულვარ. ვალდებულების გამო და სამსახურებრივად კი არა – ალალად. გამიჭირდა გახსენება. არადა, ხომ იყო? ზოგადად კი არა და კონკრეტული კლუბების კონკრეტული მატჩებიც კი მახსოვს. მერე კი… მერე რაღაცნაირად გავცივდი და დავშორდი. სხვა სხვის ომში ბრძენიაო, მაგრამ წლიდან წლამდე სადღაც ძალიან ცუდ ადგილში რომ მივექანებით, ვიღაცის...

ტყუილი 211 მილიონად
ჩანაწერი

ტყუილი 211 მილიონად

საბჭოთა ხალხი 1980 წლისთვის კომუნიზმში იცხოვრებს. 2021 წლისთვის ქართული ფეხბურთი უნდა გახდეს მომგებიანი, შეინახოს საკუთარი თავი და სახელმწიფოს მოუტანოს შემოსავალი. ამ ორი ციტატიდან პირველი 1961 წელს ითქვა, მეორე 2016-ში. ითქვა სხვადასხვა ხალხის მიერ, სხვადასხვა ადგილას და განსხვავებულ გარემოებებში. საერთო კი მათ ერთი რამ აქვთ: ორივე მოსაზრება, რბილად რომ ვთქვათ, მცდარი გამოდგა. ადამიანებმა, რომლებიც 2015 წლიდან...

კანკავა საფრანგეთში დაბრუნდა
ჩანაწერი

კანკავა საფრანგეთში დაბრუნდა

N 6, საფრანგეთი ლიგა 2, „ვალანსიენი“, კოტრაქტი სეზონის ბოლომდე – საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახური „ტობოლიდან“ საფრანგეთში დაბრუნდა. დაბრუნდა, რადგანაც ყაზახეთამდე, 2015-2017 წლებში, კანკავა სწორედ საფრანგეთში, კერძოდ „რეიმსში“ თამაშობდა. „ვალანსიენში“ ლიგა-2-ში 24 ქულით მეათე ადგილზეა და დღეს ფ.კ. პარიზს ეთამაშება. კანკავას ახალ გუნდს არც გავარდნა ემუქრება და აღზევების მცირე შანსი თუ აქვს. კონტრაქტიც სეზონის...

ჩანაწერი

დროულად არმოსული სად არის?

რა დროს ესაა და ყოველთვის რომაა ამის დრო, იმაზეა საუბარი… საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სიყვარული ის თემაა, ზამთარ-ზაფხული და შვებულება რომ არ იცის. შემოდგომიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრები უთავოდ დარჩა. ვლადიმირ ვაისმა ევროფეხბურთის ფსკერი რომაა, იქ კი გაგვახარა ერთი-ორჯერ, მაგრამ შემოდგომით ისეთი ალიყური ააწნა ქართული ფეხბურთის ქომაგთა თავმოყვარეობას, კარგა ხანი რომ დაგვაჩნდება. რაც არის, არის – წასულებზე...

პრეზიდენტის სხვა სამყარო
ჩანაწერი

პრეზიდენტის სხვა სამყარო

ესეც ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელსაც უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეალობის გრძნობა დაუკარგავს, სადღაც სხვა სამყაროშია. სხვა შემთხვევაში, ამ კაცმა რაც იკადრა, ამის უფლებას თავს არ მისცემდა და თუ მაინცდამაინც, რაც გააკეთა, სხვა ფორმითაც შეძლებდა. აგერ, განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში წუხელ გავრცელდა და რომლის შინაარსსაც ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს… რას ველოდით და რა მივიღეთ???...

თქვენ კი რა ქენით? ადექით და სომხეთთან…
ჩანაწერი

თქვენ კი რა ქენით? ადექით და სომხეთთან…

სომხეთთან როგორ წააგეთ, ბიჭო?.. მეგობრებთან ერთად ვუყურე საქართველო – ჩრდ. მაკედონიას. რეგულაციებს დავემორჩილეთ და რაკიღა საგანგებო მდგომარეობას ემთხვეოდა მატჩი, იქვე დარჩენა გადავწყვიტეთ. ასეთი მნიშვნელობის თამაშისას უერთმანეთოდ ვერ ვიქნებოდით, გვსურდა დიდი ემოცია თანაბრად გაგვენაწილებინა და ტრიუმფი გაგვეზიარებინა… თვალებს ვერ ვუსწორებდით ნამატჩევს ერთმანეთს, თუმც ერთად ყოფნით ერთმანეთს ეს ტკივილი თუ ვერ გადავატანინეთ, შევუმსუბუქეთ მაინც და ასე იყო...

ვინ უნდა გაიყვანოს ნაკრები ესტონეთთან?
ჩანაწერი

ვინ უნდა გაიყვანოს ნაკრები ესტონეთთან?

„ვიცი ნაკრების შიდა სამზარეულო. ვიცი, როგორ უყურებენ ფეხბურთელები მწვრთნელს და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,“ – ეს სიტყვები ლევან კობიაშვილმა გაზაფხულზე, ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილების მიღებისას თქვა. ამ კონტექსტში  „ვიცი, როგორ უყურებენ ფეხბურთელები მწვრთნელს,“ –  გუნდში ჯანსაღი სიტუაციის არსებობას ნიშნავს. ახლა კი რას ამბობს მწვრთნელი სომხეთთან დამარცხების შემდეგ: „თუ პროგრესი გსურთ, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდში არ...

ფეხბურთის ფედერაცია უნდა დაიშალოს!
ჩანაწერი

ფეხბურთის ფედერაცია უნდა დაიშალოს!

ფეხბურთის ქომაგს ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან ხელი მოხვდა. იმ ქომაგს, წუხელ სასტუმროდან სტადიონამდე რომ მიაცილა საყვარელი გუნდი და მერე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ერთზე კი არაა საუბარი – ბევრ ქომაგზეა. ხელი კი ვისგან მოხვდათ, იცით? იმ ფედერაციის ჩინოსნებისგან, ვინც რამდენიმეწლიანი მუშაობის მანძილზე ყაზახეთთან მოგებისა და სომხეთთან ფრეს გარდა, შედეგად ვერაფერი დადო. ბოდიშის მაგიერი...

რა გააკეთა ლევან კობიაშვილმა?
ჩანაწერი

რა გააკეთა ლევან კობიაშვილმა?

დავმარცხდით და ეს არ იყო რიგითი მარცხი. ჩვენ ფაქტობრივად მომავალი წავაგეთ, ის მომავალი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, იმედიანი და ოცნებებით სავსე იყო. მე უფრო მეტად გავიხედე მაკედონიელთა კარისკენ, ვიდრე ჩვენმა ნაკრებმა მთელი მატჩის მანძილზე და დიახ, ჩვენ ვიტყვით რომ ფეხბურთელებმა ჩააგდეს თამაში. მოულოდნელი და ბუნდოვანი იყო გუნდის ტაქტიკური მონახაზი, ზოგადად, შერჩეული შემადგენლობა, მწვრთნელის უნიათო გადაწყვეტილებები...

მშვიდობით, ბატონო ვაის!
ჩანაწერი

მშვიდობით, ბატონო ვაის!

სულ ვიმეორებ, გაცეცხლებულ გულზე ემოცია არ უნდა გამოხატო მეთქი. ახლაც ვეცადე, ერთი ღამე მაინც გამეთია იმ ბოღმასთან, კიდევ დიდხანს რომ არ მომასვენებს და მერეღა ამომეთქვა. მე შემრცხვა! ვერმოგებისაც, გაშვებული შანსისაც, ტელევიზორს მიჯაჭვული მილიონისაც, სტადიონთან ნაკრების დამხვედრი ბიჭებისაც… ფეხბურთელების ნაცვლად სულაც არ შემრცხვენია. რეალურად, ცალკე აღებული ფეხბურთელი ცლკე აღებული ინსტრუმენტია. მერე უკვე დირიჟორის ამბავია, გამოუვა თუ...