N 6, საფრანგეთი ლიგა 2, „ვალანსიენი“, კოტრაქტი სეზონის ბოლომდე – საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახური „ტობოლიდან“ საფრანგეთში დაბრუნდა. დაბრუნდა, რადგანაც ყაზახეთამდე, 2015-2017 წლებში, კანკავა სწორედ საფრანგეთში, კერძოდ „რეიმსში“ თამაშობდა.
„ვალანსიენში“ ლიგა-2-ში 24 ქულით მეათე ადგილზეა და დღეს ფ.კ. პარიზს ეთამაშება. კანკავას ახალ გუნდს არც გავარდნა ემუქრება და აღზევების მცირე შანსი თუ აქვს. კონტრაქტიც სეზონის ბოლომდე გაგრძლების პერსპექტივით არის გაფორმებული. ჯაბა 6 ნომრით ითამაშებს. ეს ცნობა უკვე დადასტურებულია, „ვალანსიენის“ საიტმა გამოაქვეყნა…
ჯაბა კანკავას საქართველოს ნაკრებში ნაკრებში 93 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გატანილი… ჯაბა ახლოსაა 100-იან ნიშნულთან, რომელსაც ჯერ მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიაღწია, თუმც ეჭვი არაა, მალე მას პირველობის დათმობა სწორედ კანკავასთვის მოუწევს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
მთავარი ამბავი25/05/2026 | 20:26შეკრება თექვსმეტმა დაიწყო
კატეგორიის გარეშე20/04/2026 | 00:50კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
კატეგორიის გარეშე19/04/2026 | 18:24თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
