„სევილიას“ ახალწვეულმა გიორგი ქოჩორაშვილმა ოფიციალურ პრეზენტაციაზე ჟურნალისტების წინაშე ილაპარაკა. „ვაფასებ იმ ძალისხმევას რომელიც კლუბმა ჩემს შესაძენად გაიღო. ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებების დღეები გადავიტანეთ და საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა – დიდ კლუბში მოვხვდი. ადაპტაცია ძალიან იოლად გავიარე. გასახდელში ყველანი მიზნის მისაღწევად ვართ მობილიზებულები. თანაგუნდელებმა კლუბის ფასეულობები გამაცნეს და საქმეში ჩამრთეს. წლების წინ მე ვთამაშობდი ლეგენდარული...
ჭდე: სევილია
ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ „სან მამესზე“ „ბილბაოს“ 3:1 მოუგო. ქართველ ნახევარმცველს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ის სულ რამდენიმე დღეა რაც გუნდს შეუერთდა და როგორც მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ წინა დღეს თქვა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარშე არც დატვირთავდა. გამარჯვების შემდეგ ლუის გარსია პლასამ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მან შოტლანდიელი თავდამსხმელის რობი ურის მონდომებას გაუსვა ხაზი, თუმც ჟურნალისტების...
ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს
დღეს, საქართველოს დროით საღამოს 7 საათზე გიორგი ქოჩორაშვილის ახალი გუნდი „სევილია“ ბილბაოში თამაშობს. ესპანური გაზეთი „მარკა“ იტყობინება, რომ ქართველი ბასკეთშია და შესაძლოა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. „სევილიას“ არ ეყოლება 24 წლის ცენტრალური მცველი კიკე სალასი, რომელმაც წინა შეხვედრაში „რაიო ვალეკანოსთან“ წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრაში არც 28 წლის შვეიცარიელი ვინგერი რუბენ ვარგასი მიიღებს მიიღებს მონაწილეობას – ის...
ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
ესპანური AS წერს, რომ მართალია „სევილიას“ მთავარი ამოცანა თავდამსხმელის ყიდვაა, ლუის გარსია პლასამ დირექტორატს ნახევარმცველიც შეუკვეთა. სერბი ნემანია გუდელის წასვლამ ნახევარდაცვის შუაში ახალი ფეხბურთელის მიყვანის საჭიროება გააჩინა. გაზეთის აზრით სევილიელებს ურჩევნიათ ისეთი მოთამაშე შეიძინონ, რომელიც ესპანურ ფეხბურთს კარგად იცნობს, ასეთი კი გიორგი ქოჩორაშვილია. ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიას ვერ შეეწყო. 27 წლის ნახევარმცველი ლისაბონის „სპორტინგში“ შარშან ამ...
ჟორჟი შევიდა და თამაში მოიგო
„ამ შეხვედრაში ბურთს ბევრჯერ არ შეხებია, მაგრამ ერთი საუცხოო მოქმედებით მისი ბედი გადაწყვიტა. მიქაუტაძემ წამოიწყო გარღვევა მარჯვნიდან, გასცდა კარმონას და საგოლე პასი მიაწოდა სოლომონს’’, ― წერს AS ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც „სევილიაში’’ მწვრთნელმა მარსელინომ მოედანზე 69-ე წუთზე შეუშვა. 84-ე წუთზე ჩაერთო საქმეში ისრაელის ნაკრების მოთამაშე მანორ სოლომონიც, ხოლო გოლი, რომელიც შეცვლაზე შესულმა ამ ორმა ფეხბურთელმა...
მამარდა მოედანს დაუბრუნდა
გიორგი მამარდაშვილი მოედანს დაუბრუნდა. მისმა „ვალენსიამ’’ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე’’ აუტსაიდერის რანგში ითამაშა. ქართველი მეკარის გარდა შემადგენლობას დაუბრუნდა „ღამურების’’ კაპიტანი ხოსე გაია, დანარჩენი შემადგენლობა კი იგივე იყო რაც წინა ტურში „რეალის’’ წინააღმდეგ. სევილიელებმა თამაში რიხიანად დაიწყეს და პირველ 12 წუთში სამი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მამარდა მამარდობდა. საბოლოოდ შეხვედრა დამთავრდა 1:1. ანგარიში 61-ე წუთზე სტუმრამა ლუის...
ვაჩვენე, რომ ძლიერი ვარ, ეს სიგიჟეა…
გასულ უქმეებზე დასრულდა 39 წლის სევილიელი ხესუს ნავასის დიდი საფეხბურთო კარიერა. ესპანელის პატივსაცემად, მადრიდის „რეალთან“ „სევილიას“ გასვლითი მატჩის წინ გუნდებმა ლამაზი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს. ნავასი სათადარიგო გახლდათ, მაგრამ სასტარტო სასტვენამდე ორივე გუნდის ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონისა და ევროს ორგზის გამარჯვებულთან გამომშვიდობებისას, საპატიო დერეფანში დადგნენ და ვეტერანს ოვაციებით მიესალმნენ, მათ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნებიც შეუერთდნენ. ამ დროს ხესუსი აცრემლდა. „რეალმა“...
დასაევი: გავლოთდი!
საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ მეკარე, თავის დროზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე რინატ დასაევი 1988 წელს ესპანეთში, კერძოდ „სევილიაში“ გადაბარგდა, სადაც სამი სეზონი ითამაშა და კარიერაც იქვე დაამთავრა. რინატ დასაევი საცხოვრებლად სევილიაშივე დარჩა და… დანარჩენს მისი ამ ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც მან ახლახან მისცა რუს ჟურნალისტებს… – სევილიაში კარიერის დასრულების შემდეგ, მოსკოვში აღარ დაბრუნდი. რატომ?...
მამარდას კარში არ დაურტყამთ
AS-მა კარგი ფორმულირება მოძებნა, „ვალენსიამ” და „სევილიამ” „მესტალიაზე” ტაქტიკური ფეხბურთი ითამაშეს, ეს ბურთაობაზე მეტად მწვრთნელების დუელი იყოო. გამოცემის აზრით ამის კარგი დასტური გახლდათ ის, რომ შეხვედრაში, რომელსაც ეწოდებოდა „ვალენსია” „სევილიას” წინააღმდეგ, მსაჯმა მხოლოდ ერთხელ ამოიღო ყვითელი ბარათი. ორივე მხარე შეტევაზე მეტ ყურადღებას დაცვას აქცევდა და ის სახიფათო მომენტები, რომლებიც ამ საღამოს შეიქმნა, უფრო კონტექსტიდან მოგლეჯილი...
სევილიამ ვალენსიას პირი უტეხა
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირაღა დარჩა და ისეთი პირი უჩანდა, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სწორედ ამ კვირაში შეიძენდა ახალ ფეხბურთელს. უფრო სწორედ, „ჩეები” სწორედ ახლა აპირებდნენ სატრანსფერო საქმიანობის ყოველმხრივ გააქტიურებას: ისინი ერაი კომერტისა და მარკოს ანდრეს გაყიდვას ელიან და რაფა მირს ყიდვას აპირებენ. თავის მხრივ რაფა მირი დარწმუნებული იყო, რომ მის „მესტალიაზე” გადასვლას წინ აღარაფერი...









