სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირაღა დარჩა და ისეთი პირი უჩანდა, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სწორედ ამ კვირაში შეიძენდა ახალ ფეხბურთელს. უფრო სწორედ, „ჩეები” სწორედ ახლა აპირებდნენ სატრანსფერო საქმიანობის ყოველმხრივ გააქტიურებას: ისინი ერაი კომერტისა და მარკოს ანდრეს გაყიდვას ელიან და რაფა მირს ყიდვას აპირებენ. თავის მხრივ რაფა მირი დარწმუნებული იყო, რომ მის „მესტალიაზე” გადასვლას წინ აღარაფერი ედგა. წერენ, რომ რამდენიმე დღის წინ ის და მისი ოჯახი ვალენსიაში ნახეს კიდეც.
როგორც ესპანური პრესა იტყობინება, რაფა მირთან დაკავშირებით „სევილიასა” და „ვალენსიას” შორის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეული იყო, მაგრამ სევილიელებს გაახსენდათ, რომ ეკონომიკური პრობლემები აქვთ და როგორც ჩანს გადაწყვიტეს ცაიტნოტით ესარგებლათ. მათ გამოაცხადეს, რომ რაფა მირს აღარ ყიდიან, რითაც თავად ფეხხბურთელიც გააოცეს და „ვალენსიაც” პრობლემის წინაშე დააყენეს. ვალენსიური გაზეთები წერენ, რომ ამ დღეებში გამოჩნდება მართლა თავისთვის უნდა „სევილიას” თავდამსხმელი თუ მაზანდას წევს.
რაფა მირი 26 წლისაა. ის 2021 წლიდან „სევილიაში” თამაშობს. 2018-21 წლებში მირი ინგლისურ „ვულვერჰემპტონს” ეკუთვნოდა, თუმცა იჯარის წესით ხან „ლას პალმასში” გამოდიოდა, ხან „ნოტინგემ ფორესტში” და ხანაც „უესკაში”. კარიერა კი კარტახენელმა თავდამსხმელმა „ვალენსიაში” დაიწყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
