„ვალენსიას” თავდამსხმელი, სკანდალში გახვეული რაფა მირი სასამართლომ გამოკითხა და შინ გაუშვა. მას ბრალად სექსუალური დანაშაული ედება. წარმოშობით მურსიელი (ვალენსიის მეზობელი რეგიონია სამხრეთით) თავდამსხმელი ჩვენებურად რომ ვთქვათ თავდებით არის გამოშვებული. შინ მისვლამდე მირმა ჟურნალისტებს უთხრა: „აუცილებლად ვილაპარაკებ. თქვენ კარგად იცით, რომ მე ლაპარაკის პრობლემა არ მაქვს”. მოსამართლემ სიფრთხილის ზომები მიიღო. მაგალითად, ფეხბურთელს პასპორტი ჩამოართვა. გარდა ამისა...
ჭდე: რაფა მირი
ვალენსია მორიგ შარში: რაფა მირი დაპატიმრებულია
ვინ დაწყევლა „ვალენსია”? გეგონება უხეირო ფეხბურთის თამაში არ ეყოფოდა, მისი ახალი შენაძენი რაფა მირი ორშაბათს პოლიციამ დააკავა. მირს ორ სექსუალურ დანაშაულში ედება ბრალი. ფეხბურთელს უჩივის 21 წლის ქალი, რომელიც მან გასულ შაბათს ვალენსიის ცნობილ ღამის კლუბში „ვილიარეალთან” თამაშის (1:1) შემდეგ გაიცნო. დააკავეს „სევილიადან” იჯარით გადაყვანილი ფეხბურთელის მეგობარიც, რომელმაც სავარაუდოდ მეორე მსხვერპლს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. Cadena...
სევილიამ ვალენსიას პირი უტეხა
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირაღა დარჩა და ისეთი პირი უჩანდა, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სწორედ ამ კვირაში შეიძენდა ახალ ფეხბურთელს. უფრო სწორედ, „ჩეები” სწორედ ახლა აპირებდნენ სატრანსფერო საქმიანობის ყოველმხრივ გააქტიურებას: ისინი ერაი კომერტისა და მარკოს ანდრეს გაყიდვას ელიან და რაფა მირს ყიდვას აპირებენ. თავის მხრივ რაფა მირი დარწმუნებული იყო, რომ მის „მესტალიაზე” გადასვლას წინ აღარაფერი...


