მარტის ამხანაგური თამაშებისთვის სანაკრებო განაცხადში მყოფმა საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ ვარჯიში ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა, შესაბამისად, მოახერხებს თუ არა თუ არა ქართველი მცველი სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას, მისი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის ბერძნული „პანსერაიკოსის“ მცველი ივა გელაშვილი დაემატა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 23 მარტს...
ჭდე: საბა გოგლიჩიძე
გოგლიჩიძის ფრე
საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ’’ „კალიარის’’ უმასპინძლა ― 1:1. ამით უდინელებმა მიჯრით ორწაგებიანი პერიოდი დაასრულეს, მაგრამ მოგებით ვერ მოიგეს. ანგარიში 25-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, მიზანს ჯენარო ბორელიმ მიაღწია. 58-ე წუთზე მასპინძელთა ბელგიელმა მცველმა კრისტიან კაბასელემ გაქვითა. „უდინეზეს’’ კიდევ შეეძლო გოლის გატანა. მასპინძლებმა მარტო პირველ ტაიმში ორჯერ გაარტყეს ძელს. შესვენების შემდეგ ერთი ხეირიანი მომენტი გოგლიჩიძემაც გაუშვა ხელიდან, მაგრამ...
საბა უდინელი…
საბა გოგლიჩიძე იტალიური „უდინეზეს“ ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრების მცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. „ძალა, სისწრაფე და ხასიათი“, – ამ სიტყვებით დაახასიათა კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ახალგაზდა ქართველი მცველი – „საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ახალი ფეხბურთელია, მან კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის თანამედროვე მცველია, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით, ამავდროულად, ტექნიკური და სწრაფია. გოგლიჩიძე 2024 წლის იანვარში...
საბა იანვრამდე და იანვრის მერე
„უდინეზე’’ გამოცოცხლდა, შინ ზედიზედ ექვსი ვერ-მოგების მერე ორჯერ გაიმარჯვა. კვირას მან 3:0 მოუგო საბა გოგლიჩიძის „ემპოლის’’. საბამ იტალიური პრესის კრიტიკა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ საიტებმა, რომლებიც ფეხბურთელებს სტატისტიკაზე დაყრდნობით აფასებენ მას უფრო მაღალი ქულები დაუწერეს ვიდრე იმ საიტებმა, რომლებიც თავიანთი შთაბეჭდილებებს ეყრდნობიან. ნაკლი შეფასების ორივე პრინციპს აქვს. აღსანიშნავია, რომ იტალიური პორტალების დამოკიდებულება გოგლიჩიძისადმი იანვრის სატრანსფერო პერიოდის...
გოგლიჩიძეს თამაშში მოულოდნელად მოუხდა ჩართვა
საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ შინ „მილანთან’’ 0:2 დამარცხდა. უკვე ცხრა შეხვედრაა, რაც რობერტო დ’ავერსას გუნდი ვერ იგებს. ეს გახლდათ მატჩი, რომელშიც ორივე მეტოქე მოედანზე ათი კაცით დარჩა. ჯერ მეორე ყვითლისთვის მილანელი ფიკაიო ტომორი გააგდეს, შემდეგ კი ლუკა მარიანუჩის მეტოქესთან ძიძგილაობაში მსაჯმა ემპოლელის მხრიდან არასპორტული საქციელი დაინახა. მატჩის შემდეგ დ’ავერსამ DAZN-ის კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ, მაგრამ...
გოგლიჩიძის გზა რომში აღარ მიდის
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საბა გოგლიჩის „რომაში“ ტრანსფერის შესახებ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებდა, ზაფხულამდე „რომაში“ იჯარით გადავიდოდა, შემდეგ კი რომაელლები მის ტრანსფერს გამოისყიდიდნენ. თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ვითარება შეიცვლა, „ნაპოლისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ რომაელთა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ...
გოგლიჩიძის უჩვეულო მატჩი
საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ ტურინში „იუვენტუსთან’’ 61-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ოთხი გოლი გაუშვა. სამწუხაროდ, სტუმრებმა გოლების გაშვება მას მერე დაიწყეს, რაც მოედანზე ნაცვლად ქართველი მცველი შევიდა. საბას უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაშმა – დაშავებული შუა მცველის, ადრიან ისმაილის შეცვლა მოუხდა, თუმცა გავრცელებული აზრით მისი ხელმოცარვა უცხო ამპლუით კი არა, სატრანსფერო ისტორიებით იყო განპირობებული....
გოგლიჩიძის მორიგი სოლიდური თამაში
საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „ბოლონიასთან’’ 1:1 ითამაშა და შინ ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. გუნდი 21 ქულით მე-14 ადგილზეა. იტალიური საიტები ქართველი მცველის თამაშს ასე აფასებენ: calciomercato — 6.5 ეს იყო მისი მორიგი სოლიდური თამაში. როდესაც უტევდნენ, ბურთს არ ატარებდა. პირველი ტაიმის ბოლოს შვედი ემილ ჰოლმის დარტყმული ხაზიდან გამოიტანა. pianetaempoli — 6.5 მან დან ნდოიეს მეურვებას კარგად გაართვა...
ემპოლი და საბა ინტერთან ვერას გახდნენ
„ინტერმა’’ საბა გოგლიჩიძის „ემპოლის’’ 3:1 მოუგო და ლიდერ „ნაპოლისთან’’ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მილანელებს „აძურიზე’’ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „შავ-ლურჯებს’’ სერია A-ში ახლა ზედიზედ 15 თამაში არ წაუგიათ. რაც შეეხება „ემპოლის’’, ის 21 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-14 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნთა ზონას ანუ მე-18 ადგილს მხოლოდ ერთი ქულით აღემატება. გოგლიჩიძე თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო,...
გოგლიჩიძის უიღბლო დღე
საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ შინ 1:3 წააგო „ლეჩესთან’’. „ლეჩე’’ გასავარდნთა ზონიდან გამოძვრა და „ემპოლის’’ გაუტოლდა. მათ 20 ქილა აქვთ, თუმცა ხსენებულ ზონას მხოლოდ ორი ქულით აღემატებიან. „ემპოლიმ’’ ცუდად ითამაშა. ასეთ დროს ყველა ფეხბურთელი სცოდავს. გოგლიჩიძის თვალშისაცემი შეცდომა მეორე გოლის წინ აუტის დროს წამით შეფერხება იყო. გთავაზებთ იტალიური საიტების შეფასებებს. calciomercato — 5.0. მეორე გოლის დროს სერიოზული შეცდომა...









