გოგლიჩიძის გზა რომში აღარ მიდის

Home კატეგორიის გარეშე გოგლიჩიძის გზა რომში აღარ მიდის
გოგლიჩიძის გზა რომში აღარ მიდის

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი  დღით ადრე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საბა გოგლიჩის „რომაში“ ტრანსფერის შესახებ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებდა, ზაფხულამდე „რომაში“ იჯარით გადავიდოდა, შემდეგ კი რომაელლები მის ტრანსფერს გამოისყიდიდნენ.

თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ვითარება შეიცვლა, „ნაპოლისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ რომაელთა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ გოგლიჩიძე „რომაში“ აღარ გადავა.

მოკლედ, ჩვენიანის ტრანსფერი ჩაიშალა. „ჯალოროსიმ“ „ემპოლისთან“ მოლაპარაკებები შეაჩერა და გოგლიჩიძის ნაცვლად „გალათასარაიდან“ დანიელი მცველის ვიქტორ ნელსონის ტრანსფერზე დაიწყო მუშობა, რომელები მიიჩნევენ, რომ მათთვის გამოცდილი დანიელი მცველის შეძენა უფრო მომგებიანი იქნება.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.