საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „ბოლონიასთან’’ 1:1 ითამაშა და შინ ზედიზედ მეოთხე მარცხს გადარჩა. გუნდი 21 ქულით მე-14 ადგილზეა. იტალიური საიტები ქართველი მცველის თამაშს ასე აფასებენ:
calciomercato — 6.5 ეს იყო მისი მორიგი სოლიდური თამაში. როდესაც უტევდნენ, ბურთს არ ატარებდა. პირველი ტაიმის ბოლოს შვედი ემილ ჰოლმის დარტყმული ხაზიდან გამოიტანა.
pianetaempoli — 6.5 მან დან ნდოიეს მეურვებას კარგად გაართვა თავი. შვეიცარიელი მთელი მატჩის განმავლობაში შეზღუდული იყო. აღნიშვნის ღირსია, რომ ქართველმა პირველ ტაიმში კარი იხსნა.
Tuttomercatoweb ― 6.5 „ინტერთან’’ „სან სიროზე’’ წინა ტურის შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, „ბოლონიასთან’’ შეხვედრაში კი დაბრუნდა და დან ნდოიე მჭირდო მეთვალყურეობის ქვეშ მოაქცია, რის გამოც შვეიცარიელმა „ემპოლის’’ პრობლემები ვერ შეუქმნა.
eurosport — 6.5 პირველ ტაიმში ემილ ჰოლმის დარტყმა დაბლოკა და კარი გადაარჩინა. სივცეებს კარგად კეტავდა
Flashscore-მა საბა გოგლიჩიძეს 6.3 დაუწერა, whoscored-მა 6.2, ხოლო sofascore-მა 6.6.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
