ჭდე: რომან აბრამოვიჩი

Home რომან აბრამოვიჩი
ჩელსიმ ვერნერი გამოაცხადა
ჩანაწერი

ჩელსიმ ვერნერი გამოაცხადა

ცხადი იყო, რომ ევროპული ფეხბურთის ერთერთ საუკეთესო ფორვარდ ტიმო ვერნერს „ლაიფციგში“ დიდხანს არავინ გააჩერებდა. უამრავ მსურველს შორის კი ყველაზე მარიფათიანი ლონდონის „ჩელსი“ აღმოჩნდა. რომან აბრამოვიჩს გერმანიის ნაკრების ფორვარდის გამოსყიდვა 47,5 მილიონი გირვანქა დაუჯდა. ამ თანხიდან 15% „შტუტგარტს“ ერგება, საიდანაც ტიმო 2016 წელს გადავიდა „ლაიფციგში“. თავად ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში ხელფასის სახით კვირაში 170 ათას გირვანქას მიიღებს....

კრიშტიანუ „ჩელსიში“ ?
ჩანაწერი

კრიშტიანუ „ჩელსიში“ ?

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელოს. 35 წლის პორტუგალიელის საკუთარ გუნდში ხილვა, პირადად „არისტოკრატთა“ მფლობელ რომან აბრამოვიჩს სურს და სატრანსფეროდ 120 მილიონი ევროს გადახდასაც არ დაზარდება. შეგახსენებთ, რომ რონალდუს უკვე უთამაშაია პრემიერლიგაში. 2003-09 წლებში ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა. „იუვენტუსში“ კი 2018 წლის ზაფხულში 117 მილიონ ევროდ გადავიდა მადრიდის „რეალიდან.“  ტურინულ...

ექვსთვიანები
ჩანაწერი

ექვსთვიანები

როგორც იქნა დასრულდა მატჩი, რომელიც 15 დეკემბერს დაიწყო. ისტორიას არ ახსოვს საფეხბურთო მატჩი ამდენი ხნით გაგრძელებულიყო. საქმე ეხება ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდების, „რაიო ვალეკანოსა“ და „ალბასეტეს“ შეხვედრას, რომელიც 179 დღის შემდეგ დასრულდა. თამაში პირველი ტაიმის დასრულებისთანავე, გულშემატკივრების მიერ გამოყენებული შეურაცხყმყოფელი შეძახილების გამო შეწყდა. მასპინძელთა ქომაგები „ალბასეტეს“ ფორვარდის, უკრაინელი რომან ზოზულიას მისამართით სკანდირებდნენ, რომ ის ნაცისტი...

ჩელსის გადაწყვეტილება
ჩანაწერი

ჩელსის გადაწყვეტილება

„ჩელსის” ფეხბურთელებმა ფარული კენჭისყრა ჩაატარეს და გადაწყვიტეს, რომ შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში 10 მილიონ გირვანქას მოიკლებენ. ეს ყოფილა თითოეული მათგანის მიერ თვეში გასამრჯელოს 10 პროცენტზე უარის თქმა, რასაც მაისიდან დაიწყებენ. დასავლეთლონდონელებს იმედი აქვთ, რომ სექტემბერში ინგლისის სტადიონებზე ბურთი თავიდან გაგორდება და ახალი სეზონი დაიწყება, მანამდე კი ქამრებს მოიჭერენ. ზემოხსენებული გადაწყვეტილება გუნდის სახელით კაპიტანმა სესარ ასპილიკუეტამ...

მილიარდერის ჟესტი
ჩანაწერი

მილიარდერის ჟესტი

„ჩელსიმ” ინგლისური საზოგადოება ლამაზი ჟესტით მოხიბლა — დასავლეთლონდონური კლუბის მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას „მილენიუმ ოტელი” დაუთმო. ცხადია, აქცია დროებითია. ის იმოქმედებს დღეიდან ორი თვის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი გადაიხედება სიტუაციის შემდგომი განვითარების მიხედვით. როგორც კი ბრიტანეთში კორონავირუსს დაამარცხებენ, სასტუმრო მფლობელს დაუბრუნდება. ხსენებული „მილენიუმ ოტელი” „სტემფორდ ბრიჯის” კომპლექსში შედის. ეს ჯერ კიდევ...

ლეგენდის დაბრუნება
ჩანაწერი

ლეგენდის დაბრუნება

ფრენკ ლემპარდს „ჩელსის” გულშემატკივრის წინაშე რა წარდგენა სჭირდება, მაგრამ გუნდის ახალი მწვრთნელის რანგში წარდგენა მაინც სხვაა. ინგლისური პრესა წერს, რომ 41 წლის ლეგენდამ დასავლეთლონდონელებთან სამწლიან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და დაახლოებით 48 საათში ეს ამბავი ოფიციალურად გამოცხადდება. 48 საათში იმიტომ, რომ გუნდი პარასკევს ვარჯიშს უნდა შეუდგეს და ცხადია, მწვრთნელი ადგილზე სჭირდება. ლემპარდის ჯამაგირი „სტემფორდ ბრიჯზე”...

მამა აბრამის მწვრთნელები
ჩანაწერი

მამა აბრამის მწვრთნელები

მაურიციო სარიმ ევროლიგა მოიგო და… ის „ჩელსის” მწვრთნელობიდან გადააყენეს, — წერს BBC, ოღონდ დასძენს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. მწვრთნელებს დასავლეთლონდონელთა სათავეში ცოტა ხნით აჩერებენ. რაც რომან აბრამოვიჩმა ეს კლუბი შეიძინა (ანუ ბოლო 16 წელიწადში), „ჩელსიმ” 12 მწვრთნელი გამოცვალა, ოღონდ 16 ტროფიც მოიგო. რამდენ ხანს ჩერდებოდნენ თანამდებობაზე სარის წინამორბედები? ანდა, სად უფრო დიდხანს ენდობოდნენ მწვრთნელებს, „ჩელსიში”...

ჩანაწერი

ლონდონს ომსკი ჯობდა

16 წლის წინ რომან აბრამოვიჩს შეეძლო „არსენალი” ეყიდა, მაგრამ შვეიცარიელმა ბანკირებმა შეცდომაში შეიყვანეს და… ის „ჩელსის” მეპატრონე გახდა. კიდევ, რუსმა ოლიგარქმა რამდენჯერმე ცადა იმავ „მეთოფეთა” კლუბიდან იმხანად საუკეთესო ფორმაში მყოფი დიდი ფრანგი თავდამსხმელის, ტიერი ანრის გადაბირება, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს ყველაფერი წერია წიგნში, რომელსაც „კლუბი” (The Club) ჰქვია და რომელიც „ვოლ სტრიტ ჯორნალის” ორმა ჟურნალისტმა...

ნაცისტ ფანებს ჩელსი პოლონეთით დასჯის
ჩანაწერი

ნაცისტ ფანებს ჩელსი პოლონეთით დასჯის

„ჩელსის” პრეზიდენტს, რომან აბრამოვიჩს იდეა მოუვიდა: მას სურს დასავლეთ ლონდონელთა ნაცისტ ფანებს თამაშებზე დასწრება კი არ აუკრძალოს, არამედ აუშვიცის, იმავე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში საგანმანათლებლო ტურები მოუწყოს. მოგეხსენებათ, აბრამოვიჩი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ ეროვნებით ებრაელია და მისთვის ჰოლოკოსტის თემა განსაკუთრებით მტკივნეული გახლავთ. რასაკვირველია, ოცდამეერთე საუკუნის ინგლისში ადამიანს ვერ გაკოჭავ და სხვა ქვეყანაში, კერძოდ პოლონეთში ექსკურსიაზე ძალად ვერ...

ღარიბი რომანი და მდიდარი ჯიმი
ჩანაწერი

ღარიბი რომანი და მდიდარი ჯიმი

რომან აბრამოვიჩმა თქვა, რომ უმდიდრესი ბრიტანელი ჯიმ რეტკლიფი მას „ჩელსის” შეძენასთან დაკავშირებით არ შეხმიანებია. რეტკლიფი ნავთობქიმიური ბიზნესის წარმომადგენელია. ის 27 მილიარდი დოლარის პატრონი და „მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი გახლავთ, თუმცა ამჯერად „სტემფორდ ბრიჯის” აბონემენტი აქვს და „ლურჯების” თამაშებზე დადის. რუსი მილიარდერი კი, როგორც იცით, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიზის ამბავს ედავება და ამის გამო დასავლეთ ლონდონში...