ცხადი იყო, რომ ევროპული ფეხბურთის ერთერთ საუკეთესო ფორვარდ ტიმო ვერნერს „ლაიფციგში“ დიდხანს არავინ გააჩერებდა. უამრავ მსურველს შორის კი ყველაზე მარიფათიანი ლონდონის „ჩელსი“ აღმოჩნდა.რომან აბრამოვიჩს გერმანიის ნაკრების ფორვარდის გამოსყიდვა 47,5 მილიონი გირვანქა დაუჯდა. ამ თანხიდან 15% „შტუტგარტს“ ერგება, საიდანაც ტიმო 2016 წელს გადავიდა „ლაიფციგში“. თავად ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში ხელფასის სახით კვირაში 170 ათას გირვანქას მიიღებს. 24 წლის ტიმო ვერნერის კონტრაქტი ხუთწლიანია. ის სეზონს გერმანიაში ჩაამთავრებს და „ჩელსის“ ივლისში შეუერთდება.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ვერნერი მოედანზე 32-ჯერ გავიდა, 26 გოლი მიითვალა და 8-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
