ფრენკ ლემპარდი „ჩელსის” მწვრთნელის თანამდებობიდან იანვარში გაუშვეს. მას მერე, „ლურჯების” ყოფილ ვარსკვლავს ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ამას მან „დეილი მეილთან” ინტერვიუში უმუშევრობის ორი უპირატესობიდან ერთ-ერთი უწოდა. გასაგებია რატომაც: მუდამ დაკავებულს ოჯახისთვის დრო გაუჩნდა, ორი თვის წინ კი ვაჟიც შეეძინა. ლემპარდმა ვაჟს ფრედი დაარქვა. მეორე უპირატესობა კი, რასაკვირველია, საკუთარი შეცდომების გადახედვა და ანალიზია. ლემპარდმა თქვა:...
ჭდე: რომან აბრამოვიჩი
სუპერლიგა პუტინმა დაშალა?
ახალშექმნილი და უკვე მარტივ მამრავლებად დაშლილი სუპერლიგიდან გასვლის შესახებ პირველმა ლონდონურმა „ჩელსიმ“ განაცხადა. გერმანული „ზიუდოიჩე ცაიტუნგის“ ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩს მოსკოვიდან დაურეკეს და აუხსნეს, რომ სუპერლიგის შექმნა კრემლის ინტერესებში არ შედის, რადგან ჩემპიონთა ლიგა კნინდება, მისი ერთ-ერთი უმსხვილესი სპონსორი „გაზპრომი“ გახლავთ. ამავე კონცერნს ეკუთვნის პეტერბურგის „ზენიტი“ რომელსაც სუპერლიგაში არავინ მიიწვევდა, ჩემპიონთა ლიგაში თამაშით კი თავის ჭიას...
რომა დიდ სიამოვნებას იღებს
რომან აბრამოვიჩს ინტერვიუების მიცემა არ უყვარს, მაგრამ თითქმის 15 წლიანი დუმილი დაარღვია და ჟურნალ „ფორბსს” ელაპარაკა. რუსმა მილიარდერმა გატაცებით ისაუბრა დიდი კლუბის შექმნაზე, „ჩელსის” ქალთა გუნდსა და აკადემიაზე, რასაც სხვა თემები, მაგალითად, „ლურჯთა” თემში დისკრიმინაციასთან ბრძოლაც მოაყოლა. „ვფიქრობ, ჩვენს მიერ მოპოვებული ტიტულები ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ რა შევქმენით მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩემი მიზანია მომავალშიც...
აბრამოვიჩმა ჰოლანდი გაამწვანა
ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა „დორტმუნდის“ ნორვეგიელი თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას მწვანე შუქი აუნთო. გავრცელებული ინფორმაციით, „არისტოკრატები“ მზად არიან ბუნდესლიგის ახალი ვარსკვლავის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. აბრამოვიჩს უახლოეს პერიოდში ჩემპიონთა ლიგის მოგება აქვს დაგეგმილი და მზად არის უახლოეს სატრანსფერო ბაზარზე 300 მილიონი ევრო ჩადოს. ეს იმის მიუხედავად, რომ სეზონის სტარტზე საკმაოდ მასშტაბური სატრასნფერო კამპანია...
რას ნიშნავს იყო მილიარდერი
„ჩელსის” მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის ახალი იახტა, „სოლარისი”, 430 მილიონი გირვანქა ჯდება და ის უცხო თვალს პირველად დაანახეს. იახტა 460 ფუტს იწონის და რვა გემბანი აქვს. ერთ-ერთ მათგანზე ვერტმფრენის ასაფრენ-დასაჯდომი მოედანიც კეთდება. პატრონმა ორი ელექტროძრავის ფული არ დაინანა, რისი წყალობითაც „სოლარისი” მსოფლიოში ყველაზე მძლავრი იახტა იქნება. ის თითქმის მზად არის. 54 წლის აბრამოვიჩი მას ზღვაში ზაფხულში...
წესიერი ადამიანი და ახალი კაცი წნეხში
„ჩელსის” ახალი მწვრთნელი თომას ტუხელი გახდება. მის წინაშე დგას კონკრეტული და მკაფიო ამოცანა: დასავლეთლონდონელებმა ჩემპიონის ტიტულისთვის ამ სეზონშივე უნდა იბრძოლონ. კლუბის ლეგენდა ფრენკ ლემპარდი კი გუშინ მოხსნეს. როგორც „ჩელსის” შეფებმა თქვეს, მის ხელში, ბოლოს, გუნდს საკუთარი შესაძლებლობებისა აღარ სწამდა. ლემპარდი სამსახურიდან დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ და თავმჯდომარემ ბრუს ბაკმა გაუშვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ტუხელი „ლურჯებს” ხვალვე...
ეს ის ჩელსი აღარ არის
ფრენკ ლემპარდმა თქვა, „ჩელსი” უმაღლესი ადგილებისთვის საბრძოლველად მზად არ არისო. ამას არც უნდა დიდი მიხვედრა, რადგან გუნდი, რომელიც ბოლო ხუთი სტუმრობიდან შინ ოთხჯერ დამარცხებული დაბრუნდება, ჩემპიონობას ვერ შეძლებს. „ლესტერ სიტის” მოთამაშეებმა ვილფრედ ნდიდიმ და ჯეიმს მედისონმა დასავლეთლონდონელებს პირველ ტაიმში გაუტანეს ორი უპასუხო გოლი — 2:0. „მელიები” პრემიერლიგის ცხრილს თავში მოექცნენ. ახლა ისინი „ჩელსის” 9 ქულით...
ძვირი სიამოვნება
„ჩელსის“ მეკარე კეპა არისაბალაგას კატასტროფული სეზონი აქვს., ამიტომაც მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი უპირველეს ამოცანად უფრო მაღალი დონის მეკარის შეძენას მიიჩნევს. მისი ფავორიტი მადრიდის „ატლეტიკოს“ კარის დარაჯი იან ობლაკია. ტრანსფერის შემთხვევაში ლონდონელებს კლაუსულას, ანუ ობლაკის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ, რაც 120 მილიონი ევროა და მას ავტომატურად უძვირეს გოლკიპერად აქცევს. ისე, 2018 წელს კეპაში გადახდილი...
თასი მადრიში, ფული ლონდონში
ედენ აზარის ტრანსფერიდან ლონდონის „ჩელსიმ“ უფრო იხეირა, ვიდრე მადრიდის „რეალმა“… ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. ბელგიელი შემტევი, ვინც „რეალის“ მაისურით მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „არისტოკრატებმა“ კი ამისთვის 18 მილიონ ევრომდე მიიღეს. ის რომ, „ჩელსიმ“ წინა ზაფხულს აზარის „რეალში“ ტრანსფერით ბიუჯეტი 100 მილიონით შეივსო, ეს ცნობილი...
მითხარი, ვინ გიხდის ხელფასს…
ეს წერილი გულწრფელობაზეა. აი, იცით, როგორ გულწრფელობაზე? ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩება და მაშინ მაინც რომ უნდა იყოს გულწრფელი, სწორედ იმ გულწრფელობაზე.– ვწერდით ორიოდ დღის წინ. ახლაც იმავე გულწრფელობის თემას მივუბრუნდით და… ამბობენ, ЦСКА -ს დიდი ხანია არანაირი კავშირი აღარ აქვს რუსულ არმიასთან, კრემლთანო, თუმც… ფორმალურად ეს მართლაც ასეა, მაგრამ...









