ბრიტანეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩს ვადა დაუთქვა. შესაბამისად, რუსმა ოლიგარქმა თავის ამერიკელ ბანკირებს მოსთხოვა დააჩქარონ „ჩელსის“ გაყიდვა. წუხელ, ლონდონური კლუბის მილიარდერმა მეპატრონემ „რეინ გრუპს“ განკარგულება მისცა, რომ ისინი დაუკავშირდნენ „ლურჯების“ შეძენის მსურველებს და სთხოვონ, რომ მათ თავიანთი წინადადებები შემდგომ პარასკევამდე წარმოადგინონ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სანქციების თანახმად აბრამოვიჩი ამ ოპერაციით კაპიკს ვერ მოიგებს. ამას წინ...
ჭდე: რომან აბრამოვიჩი
ვადა დათქმულია! „ჩელსი” კოლაფსის პირასაა!
რომან აბრამოვიჩს „ჩელსის” გასაყიდად 81 დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი შეიძლება დაიხუროს. მას მერე, რაც რუს ოლიგარქს ბრიტანეთში სანქციები დაადეს, „ჩელსის” კონტროლი ფაქტობრივად სახელმწიფოს ხელში გადავიდა. სპონსორმა სახელწოდებით Three (ლაპარაკია კომპანიაზე, რომლის ლოგო „3“ ფეხბურთელებს მაისურაზე აწერიათ) კლუბთან 40 მილიონ გირვანქად ღირებული კონტრაქტი გაწყვიტა და ლონდონელები ფინანსურ შავი ხვრელში აღმოჩენის საშიშროების წინაშე დადგნენ. მათ შეიძლება...
ჩელსის მყიდველი გამოჩნდა
დაირხა ხმა, რომ „ჩელსი” ახალ მეპატრონეს მალე იშოვის — დასავლეთ ლონდონელთა შეძენა NFL-ს ერთ-ერთი კლუბის მეპატრონეს სდომებია. ამერიკულ ბურთაობაში ჭიპმოჭრილი ბიზნესმენის მიერ ინგლისური ფეხბურთის კლუბის შეძენა იშვიათობა არ არის. გაიხსენეთ, გლეიზერების ოჯახი და „მანჩესტერ იუნაიტედი”. „იუნაიტედისა” რა მოგახსენოთ და 2020 წელს სუპერბოული სწორედ გლეიზერების „ტამპა ბეი ბუკანირსმა” მოიგო. „ლოს ანჯელეს რემსმა”, რომელიც „არსენალის” მეპატრონე სტენ...
ჩელსის ფანებმა კი აბრამოვიჩის ძახილი დაიწყეს
„ბარნლისა” და „ჩელსის” თამაშის წინ, როდესაც „ტარფ მურზე” შეკრებილი ორივე გუნდის გულშემატკივარი უკრაინის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად ტაშს უკრავდა, დასავლეთ ლონდონელთა ფანებმა რომან აბრამოვიჩის გვარ-სახელის სკანდირება დაიწყეს. გაგიკვირდებათ და ამან მათივე გუნდის მწვრთნელი, გერმანელი თომას ტუხელი გააღიზიანა. „საამისოდ შესაფერისი მომენტი არ იყო, — თქვა ტუხელმა, — როდესაც ვინმეს სოლიდარობას ვუცხადებთ, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. თუკი მუხლს...
ვინ იყიდის ჩელსის?
„ამ საკითხს განვიხილავ“, – დაწერა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა და თანხაც ახსენა: 3 მილიარდი გირვანქა. როგორც იცით, რუსი რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ ჰყიდის. აბრამოვიჩი 2003 წლიდან იყო არისტოკრატების მფლობელი. კიდევ, დღესვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბის შეძენაზე დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯიმ რეტკლიფი ფიქრობს. ბრიტანული პრესა წერს, რომ მას ადრეც...
წავიდა! მაგრამ არ წასულა
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ მართვაზე უარი თქვა. ასეთია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგი. ლონდონური კლუბის მეპატრონემ, რომელიც მას 2003 წლის შემდეგ ფლობს და უძღვება, „ლურჯების“ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა. ეს მოხდა „კარაბაოს თასის“ ფინალის წინა საღამოს: დღეს „უემბლიზე“ „ჩელსი“ „ლივერპულს“ ხვდება. აბრამოვიჩის ნების შესაბამისად ახლა „ლურჯებს“ ექვსი ადამიანი მართავს: თავმჯდომარე ბრუს ბაკი, ქალთა კლუბის ხელმძღვანელი ემა ჰეისი, ეროვნული...
ტუხელმა იცის, რომ ჩელსისადმი დამოკიდებულება შეიცვალა
„ჩელსის“ გერმანელი მწვრთნელი თომას ტუხელი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პრობლემებს ელის. ომმა დასავლეთ ლონდონელთა კლუბი და მათი მეპატრონე, რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი უნებურად ყურადღების ცენტრში მოაქცია. ტუხელმა თქვა, რომ შეიქმნა შემაძრწუნებელი ვითარება, რომელიც ადამიანთა გონებას ღრუბელივით ფარავს, ის კი ამ დროს ცდილობს გუნდი კვირას გასამართი „კარაბაოს თასის“ ფინალისთვის მოამზადოს. „ჩელსის“ მეტოქეა „ლივერპული“. ტუხელი: „გარკვეულ დონემდე...
პოლიტიკური თამაში
პოლონეთმა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეარჩია: პოსტზე ადამ ნავალკას დააბრუნებენ, რომელიც ევრო 2016-ის პერიოდში მუშაობდა ნაკრებში. და ანდრეი შევჩენკო? პოლონეთის ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა Przeglad Sportowy წერს, რომ შევჩენკოს იგნორირების მიზეზი პოლიტიკურია: უკრაინელი რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან მეგობრობს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელ ნახევარფინალურ ფლეი-ოფში პოლონეთი სწორედ რუსეთს ხვდება… ისიც ცნობილია, რომ „ჩელსის“ მფლობელი აბრამოვიჩი რუსულ ფეხბურთთან მუდმივ...
აბრამოვიჩს ედენის ედემში დაბრუნება სურს
30 წლის ედენ აზარი შეიძლება „ჩელსიში“ დაბრუნდეს — დასავლეთ ლონდონის კლუბმა „რეალთან“ არაფორმალური მოლაპარაკებები წამოიწყო. ბელგიელმა ვარსკვლავმა „ჩელსი“ 2019 წელს დატოვა. მადრიდელებმა მასში 115 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ ტრანსფერმა არ გაამართლა. აზარმა „თეთრების“ შემადგენლობაში უფრო მეტი თამაში (57) გამოტოვა, ვიდრე ჩაატარა (51); ის მეტწილად დაშავებული იყო. თავისი გუნდის ყოფილი ვარსკვლავის შემყურე „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი...
აბრამოვიჩს ულტიმატუმები არ უყვარს
სუპერვარსკვლავების ხელფასები თანდათან გასცდა არამხოლოდ პანდემიური ეკონომიკური კრიზისის, არამედ ლოგიკის ჩარჩოებსაც. ამის შემხედვარე, მეტ-ნაკლებად მდიდარი კლუბების ყველა მოთამაშეს გაუჩნდა ამბიცია და სახელფასო ულტიმატუმების წამოყენება დაიწყეს. ამჯერად საქმე „ჩელსის“ მცველ ანტონიო რუდიგერს ეხება. კი ბატონო, გუნდის დაცვის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, მაგრამ წლიურ 7,2 მილიონ ევროსაც არ უხდიან ყოველ მეორეს ხელფასად. გერმანელმა, რომლის კონტრაქტიც 2022 წლის ზაფხულში...









