ჭდე: რეალი

Home რეალი
ჩანაწერი

შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავიდარაბა

სერხიო რამოსს საკლუბო ფეხბურთში 590 თამაში აქვს ჩატარებული, რომელთაგან 24-ში ის მოედნიდან გააძევეს, მაგრამ… 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მისთვის წითელი ბარათი აღარ ამოუღიათ. არადა, ერთი წლის წინ, იმ ავბედით დეკემბრის თვეში, „რეალის” კაპიტანი ორჯერ გააგდეს — „ბილბაოსთან” და „დეპორტივოსთან”, მაგრამ მერე რაღაც მოხდა. ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა საქმისადმი დამოკიდებულება შეცვალა. სხვათა შორის, 32 წლის...

ჩანაწერი

MVP – ხენტო პაპის გასახარად!

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ (MVP) „რეალის” 23 წლის ნახევარმცველი მარკოს ლორენტე დაასახელეს. ლორენტე მადრიდშია დაბადებული. ის 2008 წელს, 13 წლისა შეუერთდა „რეალის” ბავშვთა სკოლას. მარკოს ლორენტე მადრიდელთა ლეგენდარული გარემარბის ფრანსისკო (პაკო) ხენტოს დის შვილიშვილია. მამამისი ფრანსისკო ლორენტე ხენტო ასევე გარემარბი გახლდათ. ის თამაშობდა „ატლეტიკოში”, „რეალსა” და „კომპოსტელაში”. ყველაზე მეტი შეხვედრა (106) „რეალის”...

ჩანაწერი

„რეალი” მეშვიდედ! ანუ მადლობა ზიდანს

„რეალმა” აბუ დაბიში, კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში „ალ აინი” 4:1 დაამარცხა და მეშვიდედ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას. აქვე დავძენთ, რომ ეს გახლდათ მადრიდელთა მიჯრით მესამე ტრიუმფი ამ შეჯიბრებაში. ჯილდოს, რომელსაც თავიდან საკონტინენტთაშორისო თასს უწოდებდნენ, შემდეგ კი სახელი და ფორმატი შეუცვალეს „რეალი” აქამდე 1960, 1998, 2002, 2014, 2016 და 2017 წლებში ფლობდა. ამ ტიტულის რაოდენობით „რეალთან”...

ჩანაწერი

ისკო ქალაქზე ფიქრობს

როგორც ესპანური AS იტყობინება, ისკო სერიოზულად განიხილავს „რეალის” დატოვებისა და „მანჩესტერ სიტიში” გადასვლის ვარიანტს. ინტერესი „ქალაქელთა” კატალონიელი თავკაცისგან პეპ გვარდიოლასგან მოდის. ისკოსაც ძალიან აწყობს „ეტიჰედზე” გადაბარგების ვარიანტი. ეს ყველაფერი ჭორი და ზერელე ლაპარაკი არ გეგონოთ. რამდენიმე დღის წინ ინგლისიდან მადრიდს აგენტი ჩაფრინდა, რომელიც „რეალის” წარმომადგენლებს შეხვდა და პრემიერლიგის ჩემპიონის ინტერესზე დაუწყო ლაპარაკი. მალაგელი გამთამაშებელი „რეალში”...

ჩანაწერი

რეალს მაყურებელი მოაკლდა

რთული დრო უდგას მადრიდის „რეალს”. მართალია, ლა ლიგის ბოლო ტურში მან „რაიო ვალეკანოს” მოუგო (1:0), მაგრამ მაყურებელს გუნდისკენ გული არ მობრუნებია. „სანტიაგო ბერნაბეუზე” გულშემატკივრის რაოდენობა იკლებს და იკლებს. „ბერნაბეუზე” 81 044 მაყურებელი ეტევა, მაგრამ შაბათს, თანაქალაქელებთან შეხვედრას სულ 55 229 ადამიანი დაესწრო. მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრებში საშუალო დასწრება 11 ათასი მაყურებლით შემცირდა, ჩემპიონთა ლიგის...

ჩანაწერი

აზარმა დიუგარის უამბო

მონტე კარლოს რადიოს აქვს გადაცემა „დუგა”, რომლის წამყვანი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი კრისტოფ დიუგარი გახლავთ. მასთან ინტერვიუში „ჩელსისა” და ბელგიის ნაკრების ვარსკვლავმა ედენ აზარმა ერთხელაც დაადასტურა თავისი სიყვარული მადრიდის „რეალისადმი”. „არასდროს დამიმალავს, რომ „რეალი” მიყვარს. მე ეს კლუბი იქ ზიდანის მისვლამდეც მიყვარდა, — თქვა ბელგიელმა, — რაც შეეხება „ჩელსის”, ამ სეზონს...

ჩანაწერი

მესის მე უფრო ვჭირდები

— ლეო მესისთან პაექრობა ხომ არ გენატრებთ? — ჰკითხეს „გაძეტა დელო სპორტისა” და „კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტებმა კრიშტიანუ რონალდუს. „ცოტათი ალბათ მენატრება, — უპასუხა მან, — კარიერის განმავლობაში მე ვთამაშობდი პორტუგალიაში, ინგლისში, ესპანეთში, ახლა იტალიაში ვარ. ის კი ესპანეთიდან არ გასულა. ასე რომ შესაძლებელია მას უფრო ვჭირდები მე, ვიდრე მე ის. ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა. მიყვარს...

ჩანაწერი

ბედნიერი

ტონი კროოსამდე გერმანელ ფეხბურთელს ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა (თასი) არ მოუგია. 28 წლის კროოსმა ეს „რეალის” შემადგენლობაში შეძლო. და მართალია, მიმდინარე სეზონი მისთვის და „ლოს ბლანკოსისთვის” რთულად მიდის, ფეხბურთელმა ჟურნალ „ესკვაირის” ესპანურ  გამოშვებას უთხრა, რომ თავს მაინც ბედნიერად გრძნობს. „იღბლიანი კაცი ვარ. მყავს ოჯახი, ყველანი ჯანმრთელად ვართ და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს”, — თქვა ნახევარმცველმა, რომელსაც...

ძვირი კრიშტიანუ
ჩანაწერი

ძვირი კრიშტიანუ

მართალია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულში კინაღამ „მილანის” ფეხბურთელი გახდა? მასიმილიანო მირაბელის მტკიცებით, სწორედაც ასე იყო. მირაბელი კი ივლისამდე მილანელთა სპორტული დირექტორი გახლდათ. მან „ტელელომბარდიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „რონალდუსთან და მადრიდის „რეალთან” ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ის „მილანმა” ჩაშალა. ბოლო წამს კლუბმა მითხრა, რომ პორტუგალიელის გადმოსაყვანად ფული არ ჰყოფნიდა”. შესაბამისად, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო...

ისკო და ზამთარი
ჩანაწერი

ისკო და ზამთარი

პორტალი OK წერს, რომ ისკოსთვის „რეალიდან” გასასვლელი კარი სულ უფრო და უფრო ფართოდ იღება და რაც მთავარია, მალაგელი თავადაც არ არის „თეთრების” დატოვების წინააღმდეგი. ბოლო ხმების თანახმად, ვარსკვლავი ზამთრის სატრანსფერო ბაზარს ელოდება. აქამდე ბევრს ლაპარაკობდნენ მის ცუდ ფიზიკურ ფორმაზე, ახლა კი სანტიაგო სოლარისთან ცუდი ურთიერთობის თემაც დაემატა. OK-ს რედაქტორმა ედუარდო ინდამ ტელეშოუ El Chiringuito de...