ჭდე: რეალი

Home რეალი
მადრიდის გულის ძგერა ესმის…
ჩანაწერი

მადრიდის გულის ძგერა ესმის…

ხამეს როდრიგესს მადრიდი ენატრება და ამას არც მალავს. კოლუმბიელი პირდაპირ ამბობს, რომ არც “ბაიერნია” “რეალი”, არც მიუნხენია მადრიდი და არც გერმანიაა ესპანეთი. ესპანეთის დედაქალაქში ყველამ კარგად იცის, რომ “რეალიდან” წასული სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით ხამესი ბოლო წამამდე იბრძოდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასარჩენად. როდრიგესის სიყვარული და ერთგულება “თეთრი კლუბისადმი” გულშემატკივართა შორის პატივისცემას იმსახურებს. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად...

მომავალ კლასიკოში “ბარსამ” მოიგო
ჩანაწერი

მომავალ კლასიკოში “ბარსამ” მოიგო

23 დეკემბერს, შაბათ დღეს, თბილისის დროით 16 საათზე, მადრიდში, “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანეთის ჩემპიონატის დიდი მატჩია: “რეალი” — “ბარსელონა”. მართალია, მანამდე ჯერ ხუთი ტურია, მაგრამ შეუძლებელია ფეხბურთელები ამთავითვე არ იქმნიდნენ საბრძოლო განწყობას. მესების ოჯახში, მაგალითად, ლეო და მისი უფროსი ვაჟი ტიაგო PlayStation-ით თამაშობენ. ტიაგოს “ლურჯ-მეწამული” ფორმა აცვია და, შესაბამისად, “ბარსელონაა”, ლეო კი აბა მადრიდელთა თეთრ...

როგორ მამაძაღლობს ნეიმარის მამა
ჩანაწერი

როგორ მამაძაღლობს ნეიმარის მამა

დაირხა ხმა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის მამა ნეიმარი-უფროსი მადრიდში ჩავიდა, სადაც „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და მისი ვაჟის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივაზე ელაპარაკა. მოგეხსენებათ, ნეიმარი ესპანეთიდან საფრანგეთში სულ რამდენიმე თვის წინ გადაბარგდა. მანამდე ის „ბარსელონას“ ფეხბურთელი იყო, რომლისგანაც პარიზელებმა არნახულ თანხად, 222 მილიონ ევროდ იყიდეს. პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ნეიმარმა 12 შეხვედრაში 11...

ბერნაბეუ, რომელიც თბილისის “დინამოსთან” დამარცხდა
ჩანაწერი

ბერნაბეუ, რომელიც თბილისის “დინამოსთან” დამარცხდა

ათ ნოემბერს ესპანეთის კინოთეატრებში შედგება დოკუმენტური ფილმის „ბერნაბეუს“ პრემიერა. სახელწოდება მეტყველია: ფილმი იმ ადამიანის შესახებაა, რომელმაც მთელი ცხოვრება მადრიდის „რეალს“ მიუძღვნა. ის  გახლდათ „თეთრების“ ფეხბურთელი და კაპიტანი, ხოლო სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ სიკვდილამდე კლუბის პრეზიდენტი იყო. „ბერნაბეუ“ ცნობილი პროდიუსერის, იგნასიო სალასარ-სიმპსონის სარეჟისორო დებიუტია. მანამდე სალასარ სიმპსონს, როგორც პროდიუსერს, გადაღებული აქვს ესპანეთში ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა...

“რეალს” უჭირს!
ჩანაწერი

“რეალს” უჭირს!

მადრიდის “რეალს” მიმდინარე სეზონში გოლების გატანა უჭირს: 18 შეხვედრაში მხოლოდ 36-ჯერ შეაგდო. საშუალოდ, თამაშში ორი გოლი გამოდის. შარშან, ამ დროისთვის, “ლოს ბლანკოსს” 11-ით მეტი, 47 ჰქონდა გატანილი; თანაც სამი შეხვედრით ნაკლები ჩატარებული. ანუ, ერთი წლის წინ საშუალო მაჩვენებელი იყო 3,13. ბოლო შეხვედრაში, “ტოტენჰემთან”, რომელიც მადრიდელებმა 1:3 წააგეს, მათ ცხრაჯერ დაარტყეს კარში და მხოლოდ ერთხელ შეაგდეს,...

რვა ამბავი “რეალისა” და “ტოტენჰემის” შეხვედრიდან
ჩანაწერი

რვა ამბავი “რეალისა” და “ტოტენჰემის” შეხვედრიდან

ინგლისურმა გაზეთმა „დეილი მეილმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და „რეალის“ შეხვედრიდან (3:1) რვა გარემოებას მიაქცია ყურადღება. ზოგი საქართველოშიც შევამჩნიეთ, ზოგზე არც კი დავფიქრდებოდით. ვფიქრობთ, ამ რვა პუნქტის ჩამოწერა ინტერესსმოკლებული არ იქნება. პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო მიუხედავად იმისა, რომ „დეილი მეილი“ ინგლისური გამოცემაა და „სფურზის“ გამარჯვებით ხარობს, ის ობიექტურობას ინარჩუნებს და ამბობს, რომ ლონდონელთა პირველი გოლის დროს...

მოგზაურობა არსაით
ჩანაწერი

მოგზაურობა არსაით

სათაურს ესპანურ გაზეთ “მარკას” დავესესხეთ. კატალონიაზეა ლაპარაკი. კიდევ მარიდის “რეალზე”, რომელსაც ხვალ კატალონიაში, ჟირონაში აქვს თამაში. “რეალი” მესამეზეა, “ჟირონა” მეთხუთმეტეზე, ოღონდ ესპანეთის ჩემპიონატში. ქვეყანაში კი დიდი გაუგებრობაა: კატალონიის პარლამენტმა პარასკევს შუადღისას რესპუბლიკა გამოაცხადა. პასუხად, მადრიდში, ესპანეთის ხელისუფლებამ 21 დეკემბერს ახალი საპარლამენტო არჩევნები დაუნიშნა. ცხადია, როგორც ავტონომიას. უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს. დანარჩენი მორევაზეა,...