
პორტალი OK წერს, რომ ისკოსთვის „რეალიდან” გასასვლელი კარი სულ უფრო და უფრო ფართოდ იღება და რაც მთავარია, მალაგელი თავადაც არ არის „თეთრების” დატოვების წინააღმდეგი. ბოლო ხმების თანახმად, ვარსკვლავი ზამთრის სატრანსფერო ბაზარს ელოდება. აქამდე ბევრს ლაპარაკობდნენ მის ცუდ ფიზიკურ ფორმაზე, ახლა კი სანტიაგო სოლარისთან ცუდი ურთიერთობის თემაც დაემატა.
OK-ს რედაქტორმა ედუარდო ინდამ ტელეშოუ El Chiringuito de Jugones-ში თქვა , რომ ისკომ ერთ-ერთ თანაგუნდელს, რომელთანაც განსაკუთრებით ახლო მეგობრობა აკავშირებს უთხრა, რომ თუ ზამთარში „მანჩესტერ სიტი” მის ყიდვას გადაწყვეტს, ის ულაპარაკოდ დათანხმდება.
„ვფიქრობ, როდესაც ისკოს ტრანსფერზეა ლაპარაკი, მისი ასაკიდან და ოსტატობიდან გამომდინარე საქმე დაახლოებით 150-180 მილიონ ევროს ეხება, — თქვა ინდამ და დასძინა, — თავად ფეხბურთელს მიაჩნია, რომ თუკი მას „რეალში” დატოვებენ, კარგი არაფერი მოხდება, რადგან სოლარი არ ათამაშებს და ივნისში მაინც გაყიდის”.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
