ჭდე: რეალი

Home რეალი
ჩანაწერი

ლევი — ფულის კეთება

ზაფხულის ბაზარი როგორც წესი დომინოს პრინციპს იწვევსო, წერს AS-ის ჟურნალისტი კარლოს ფორხანესი და მაგალითები მოჰყავს: ნეიმარი, დემბელე, კოუტინიუ, ალისონი… შემდეგ ფორხანესი დასძენს, ზაფხულის დომინოს ზამთრისა მოჰყვება ხოლმეო და იგუაინის, პიატეკის და მორატას ამბავს იხსენებს. ეს ყველაფერი კი მიმომხილველს იმიტომ სჭირდება, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” პრეზიდენტის დენიელ ლევის ამბავზე გადავიდეს. კერძოდ, „ბარსელონამ” საზაფხულოდ „აიაქსიდან” ფრენკი დე იონგის...

ჩანაწერი

მეორედ ხმა აღარ გამცე

ადრე, რომ გაგეგო რას ფიქრობს ფეხბურთელი, ან ინტერვიუ უნდა წაგეკითხა, ან მისი პირადი ნაცნობი უნდა ყოფილიყავი. ახლა დრო შეიცვალა. დღეს შეიძლება იყო „ფოლოვერი” ან „ფრენდი” და სოციალურ ქსელებში მის „ექაუნთებს” მალიმალ ათვალიერებდე. ეს ამბავიც სოციალური ქსელიდან, კერძოდ კი „ინსტაგრამიდან” მოდის. „რეალის” კაპიტანმა თავისი ჩაფიქრებული ფოტო გამოფინა და მიაწერა: „წინ დიდი გამოწვევებია. დაე, გადავლახოთ”. კაპიტნის პოსტს...

ჩანაწერი

100 მილიონი დიბალასთვის

„რეალი” ზაფხულისთვის 100 მილიონ ევროს ამზადებს — „იუვენტუსისგან” პაოლო დიბალა უნდა იყიდოს. 25 წლის არგენტინელი ტურინში 2015 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში სერია A-ს 115 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა, რაც იტალიური ლიგისთვის ბევრია. მადრიდელთა ხელმძღვანელობა 2019 წლის ზაფხულში გუნდის სერიოზულ გაძლიერებას აპირებს და თუ დიბალას „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაყვანა მართლა მოახერხა, ეს დიდი დარტყმა იქნება...

ჩანაწერი

მარსელო რეალიდან მიდის

ჯერ-ჯერობით მხარეები ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ როგორც ჩანს, მადრიდელებმა ბრაზილიელ „პერპეტუუმმობილეს“ შემცვლელი მოუნახეს. ლა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში მარცხენა მცველად 22 წლის სერხიო რეგილონი იყო გამწესებული და ცუდი შთაბეედილება ნამდვილად არ დაუტოვებია. თუ ასე გაგრძელდა, მარსელოს ფასი სატრანსფერო ბაზარზე მკვეთრად კლებას დაიწყებს, რაც არც „რეალის“ და არც თავად ფეხბურთელის ინტერესებში არ შედის. გამოსავალი? ხომ...

ჩანაწერი

რა თქვა შუსტერმა ლიოვსა და რეალზე

„რეალი” რომ „სევილიასთან” ბოლო, შედარებით ყოჩაღი თამაშისა და 2:0 მოგების მიუხედავად კრიზისშია ყველამ იცის. სწორედ ამიტომ, დროგამოშვებით ისმის ჭორი თითქოს ზაფხულში მის თავკაცს, ახალდანიშნულ სანტიაგო სოლარის მოხსნიან და… მის ნაცვლად გერმანიის ნაკრების მწვრთნელს იოაჰიმ ლიოვს დანიშნავენ. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სოლარი „რეალს” სათავეში სეზონის მსვლელობისას ჩაუყენეს, როდესაც წარუმატებელი ხულენ ლოპეტეგი მოხსნეს თანამდებობიდან. და მაინც, სოლარი...

ჩანაწერი

ის ისე ერკვევა ფეხბურთში, როგორც…

კვირას, სევილიაში „ბეტისთან” სტუმრობისას „რეალს” ხუთი ფეხბურთელი აკლდა: ტონი კროოსი, ლუკას ვასკესი, გარეთ ბეილი, მარკო ასენსიო და მარკოს ლორენტე. აი, ისკო კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და სანტიაგო სოლარიმ წამითაც არ შეუშვა მოედანზე. არადა, მადრიდელებმა მართალია გაიმარჯვეს (2:1), მაგრამ დიდი სილაღით ვერ გამოირჩეოდნენ — გაუჭირდათ. რატომ იჯდა ისკო სათადარიგოთა სკამზე? რაიმე დასჯის ფორმაა ასეთი? ზოგი ამბობს,...

ჩანაწერი

რობერტს უნდოდა მადრიდი. მადრიდს რობერტი?

2018 წლის ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ „ბაიერნის” პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი თავის ერთგულ აგენტს ცეზარი კუხარსკის დაცილდა. კუხარსკი ის კაცია, რომელმაც ლევანდოვსკისთან ერთად გაიარა გზა პოლონეთის მეორე ლიგიდან „ბაიერნამდე”. კუხარსკიმ პოლონურ გაზეთ „პილკანოჟნასთან” ინტერვიუში თავისი ყოფილი კლიენტის შესახებ ილაპარაკა და რამდენიმე საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება. „რობერტს ბევრი შეთავაზება აქვს, — თქვა აგენტმა, — მაგრამ...

ჩანაწერი

ჟოზე რეალს მოუ ბრუნდება?

ჟოზე მოურინიუს „რეალიდან” დაუკავშირდნენ. როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესს პორტუგალიელის „სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნება სურს. ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მოიპოვა ინგლისურმა „სანმა”. მოგეხსენებათ, „რეალს” მიმდინარე სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი უდგას სათავეში, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. ბოლო ტურში „რეალ სოსიედადთან” 0:2 წაგების შემდეგ მადრიდელები ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერ „ბარსელონას” 10 ქულით ჩამორჩებიან. შეგახსენებთ, რომ პერესმა მოურინიუ,...

ჩანაწერი

ფული პრობლემა არ არის!

„ბენფიკას” ხელმძღვანელებმა ჟოზე მოურინიუს შეუთვალეს, ფული პრობლემა არ არის, შენ ოღონდ პორტუგალიაში დარჩი და მუშაობა ჩვენს კლუბში დაიწყეო. „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავკაცს თანამემამულეები ლისაბონში დამკვიდრებას თხოვენ, თუმცა იმავდროულად დაირხა ბევრისთვის მოულოდნელი ხმა, რომ ფლორენტინო პერესმა ის შეიძლება „რეალში” დააბრუნოს. „ბენფიკამ” გასულ კვირაში თანამდებობიდან რუი ვიტორია მოხსნა და ახალი თავკაცის ძიებაშია. 55 წლის მოურინიუ კი დეკემბერში...

ჩანაწერი

ბეილი „სანტიაგო ბერნაბეუდან” წავიდა

კვირა საღამოს „რეალმა” ისევ წააგო. ამჯერად „რეალ სოსიედადთან”, 0:2. ეს მიმდინარე სეზონში მადრიდული კლუბის მეექვსე ჩავარდნა იყო. ექვსიდან სამჯერ „ლოს ბლანკოსი” ლა ლიგაში დამარცხდა. შედეგად, „რეალი” ცხრილში 30 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას” კი 40 ქულა აქვს. მადრიდელთა პრობლემებს ბოლო დროს უელსელი ვარსკვლავის გარეთ ბეილის ტრავმაც დაემატა. „რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში ბეილი სათადარიგოთა სკამზეც კი არ იჯდა,...