„ბენფიკას” ხელმძღვანელებმა ჟოზე მოურინიუს შეუთვალეს, ფული პრობლემა არ არის, შენ ოღონდ პორტუგალიაში დარჩი და მუშაობა ჩვენს კლუბში დაიწყეო.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავკაცს თანამემამულეები ლისაბონში დამკვიდრებას თხოვენ, თუმცა იმავდროულად დაირხა ბევრისთვის მოულოდნელი ხმა, რომ ფლორენტინო პერესმა ის შეიძლება „რეალში” დააბრუნოს.
„ბენფიკამ” გასულ კვირაში თანამდებობიდან რუი ვიტორია მოხსნა და ახალი თავკაცის ძიებაშია. 55 წლის მოურინიუ კი დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დაითხოვეს, მას მერე შინ ზის უმეშევრადაა.
პორტუგალიურ მაუწყებელ SIC-თან საუბრისას ლისაბონელთა პრეზიდენტმა ლუიშ ფილიპე ვიეირამ თქვა: „ჟოზე ჩემი მეგობარია. მითხარით, ვის არ უნდა, რომ მის გუნდს მოურინიუ ედგას სათავეში? მე მასთან ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ თუკი იტყვის, რომ „ბენფიკას” გაწვრთნა სურს, ხვალვე დიდი პატივით ჩვენთან იქნება. ფულის საკითხი „ბენფიკას” წინაშე არ დგას”.
ცნობისთვის: „მანჩესტერ იუნაიტედში” ჟოზე მოურინიუს ხელფასი კვირაში 346 000 გირვანქა გახლდათ, ხოლო როდესაც პორტუგალიელი მანჩესტერელებმა სამსახურიდან გააგდეს, კომპენსაციის სახით 24 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის